ჰონდა მეტ სათამაშო დროს ითხოვს

“მილანის” ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა უკმაყოფილოა იმით, რომ მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. 29 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა სერია A-ს გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში კი, მოედანზე 296 წუთი დაჰყო.

“რთულ სიტუაციაში ვარ. ამდენ ხანს სათადარიგოთა შორის არ ვყოფილვარ. ახლა მესმის იმ ადამიანების, ვინც ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩენილა. ნაკრებში სულ სხვანაირი სიტუაციაა”, – ციტირებს ჰონდას სიტყვებს MilanNews-ი.

ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, კეისუკე ჰონდამ “მილანის” ხელმძღვანელობას იანვარში სატრანსფერო ბაზარზე დაყენება სთხოვა.

 

ჰონდას მიერ საშინლად შესრულებული კუთხური

“ვალენსიასა” და “მილანს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) იტალიური გუნდის ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ კუთხური საშინლად ცუდად ჩააწოდა. იაპონელმა ფეხბურთელმა მოგვიანებით მიუთითა, რომ სტანდარტის ასე შესრულება არა მისი, არამედ მინდვრის საფარის ბრალი იყო.

გთავაზობთ ფაქტის ამსხველ ვიდეომასალას.

იაპონია — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უღიმღამოდ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ირანი-ნიგერიისა არ იყოს, მატჩის გმირი აქაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აზიელთა ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა დასახელდა

„მილანში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 75 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ჰონდა: „იაპონიის ნაკრებს მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია“

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მინიმუმ მეოთხედფინალურ სტადიამდე გასვლა შეუძლია.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ. შემდეგ ეტაპზე ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ სათანადო დონეზე ვართ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდეთ. ამის შემდეგ, შესაძლოა, ის, რაც სასწაული გვგონია, რეალობად იქცეს“, – ჰონდას სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად კოლუმბიის, კოტ დივუარისა და საბერძნეთის ნაკრებები ჰყავს. იაპონელები ტურნირის პირველ შეხვედრას 15 ივნისს კოტ დივუარელებთან გამართავენ.

ბექა დოგრაშვილი

„მილანი“ ჰონდას კარისკენ მიუთითებს?

„მილანის“ თავდამსხმელ კეისუკე ჰონდას კლუბში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თუ „როსონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნება, 27 წლის იაპონელ ფეხბურთელს კლუბიდან აბარგება მოუწევს. ინძაგი ჰონდას „მილანში“ დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ჰონდას „მილანთან“ მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს  ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, ხელშეკრულება მიმდინარე ზაფხულში გაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონელმა ნახევარმცველმა იანვრის თვეში მოსკოვის ცსკა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „მილანს“ მიაშურა. ჰონდამ „როსონერის“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ჰონდამ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმართა მაროკოელმა ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა გახსნა. 56-ე წუთზე „მილანის“ იაპონელმა ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა და კლარენს ზეედორფის გუნდის უპირატესობა განამტკიცა. 73-ე წუთზე მარკო მოტას დარტყმული ხარიხას მოხვდა, შემდეგ კრისტიან აბიატის შეეხო და კარში შეგორდა. ასე გაქვითეს ერთი ბურთი გენუელებმა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

„მილანს“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია, „ჯენოა“ კი 39 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია A
„ჯენოა“ — „მილანი“ 1:2
გოლები: აბიატი 73′ (ა.გ.)  — ტაარაბტი 20′, ჰონდა 56′.
გაფრთხილებები: ანტონელი 28′ — აბიატი 88′.

ჰონდამ კაკა გაიცნო (ვიდეო)

გუშინ, „მილანის“ ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ თავის ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და თანაგუნდელების გაცნობაც მოახერხა. კერძოდ, იაპონელი ფეხბურთელი ბრაზილიელ რიკარდო კაკას გაესაუბრა.

დღეს „მილანი“ სერია А-ს მე-18 ტურში „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ჰონდა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

იაპონელი ფეხბურთელი „მილანში“ პირველ ვარჯიშს სამშაბათს გამართავს. ჰონდას წარდგენა 8 იანვარს მოეწყობა. 27 წლის ნახევარმცველი „როსონერიში“ 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. იტალიური კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მილანის“ ოფიციალურმა მაღაზიამ ჰონდას უკვე 1000 მაისური გაყიდა.

იაპონელი ნახევარმცველის დებიუტი, სავარაუდოდ, 12 იანვარს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მექსესის ირიბი კომენტარი ჰონდას შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამ ფაქტს ირიბად გამოეხმაურა „როსონერის“ მცველი ფილიპ მექსესი, რომელმაც „ინსტაგრამზე“ დადო ფოტო წარწერით:

„ჰონდა? არა, გმადლობთ, მე აუდის მართვა მირჩევნია“.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „მილანი“ მექსესის გასხვისებას აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

„მილანში“ ჰონდას წარდგენა 5 იანვრის შემდეგ მოეწყობა

როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის „ცსკა“-ს ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა იანვრიდან „მილანის„ ღირსებას დაიცავს. იაპონელი ფეხბურთელი „როსონერის“ 3 იანვარს შეუერთდება.

„მილანის“ მოთამაშედ ჰონდას წარდგენა 6 იანვრიდან 12 იანვრამდე პერიოდში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჰონდას მიმდინარე წლის ბოლოს რუსულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად, იტალიური კლუბი იაპონელ ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უსასყიდლოდ მიიღებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე გაფორმდება.

ჰონდა „მილანში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი