“მე მქონდეს?” – პატარა გულშემატკივრის გაოცებული სახე, როდესაც გურამ კაშიამ მაისური აჩუქა (ვიდეო)

საქართველო-ლატვიას დასრულების შემდეგ, გუნდის ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბურთის მომწოდებელს მაისური აჩუქა, რამაც ბავშვის უდიდესი გაოცება და სიხარული გამოიწვია. ვიდეოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდი ავრცელებს.

გურამ კაშია “კაა”-ს თემაზე პოსტს აქვეყნებს (ფოტო)

ორი დღის წინ, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა სიტყვით გამოდიოდა, როცა მისმა უკან მდგომმა ემოციები ვერ შეიკავა და მაღალ ხმაზე დაიყვირა: “კააააააააააა!” ამ კომიკურ მომენტზე ძალიან ბევრი ვიდეო, ფოტო, გიფი თუ მემე შეიქმნა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშიაც არ ჩამორჩა ტენდენციას და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა

დღეს ავსტრიაში საქართველოს ეროვნულმა მალტასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა.

საგულისხმოა, რომ მატჩში ქართველები ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვიდნენ. ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა, რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, ბურთის ფლობის მხრივაც ჰქონდა უპირატესობა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. უკვე მეორე ნახევარში მალტა უფრო გააქტიურდა. საგულისხმოა, რომ 54-ე წუთზე ვალერიან გვილიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ქართველებმა მაინც მოახერხეს ამ შეხვედრის მოგება. მატჩის მიწურულს ოთარ კიტეიშვილი მეტოქემ თავის საჯარიმოში წააქცია, დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც 89-ე წუთზე გურამ კაშიამ შეაგდო. საბოლოოდ, 1-0.

გეტყვით, რომ 5 ივნისს ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

“ვიტესმა” “ტვენტესთან” ფრედ ითამაშა – კაშიას სრული მატჩი

16 დეკემბერს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში “ტვენტემ” “ვიტესს” უმასპინძლა და საინტერესო ბრძოლაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და არნემელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავდაპირველად, შეხვედრაში “ტვენტეს” ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მე-14 წუთზე თავი იენსენმა გამოიჩინა, ანგარიში კი სტუმრებმა 28-ე წუთზე მოუნტის გოლით გაათანაბრეს. საბოლოოდ – 1-1.

ამ შეხვედრის შემდეგ კაშიას “ვიტესი” 24 ქულით მე-7 ადგილზეა. არნემელები პირველი წრის ბოლო მატჩს 23 დეკემბერს “პსვ-ს” წინააღმდეგ გამართავენ.

გურამ კაშიას გამარჯვება “დენ ჰააგთან”

დღეს ჰოლანდიაში “ერედივიზიონის” მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა არნემის “ვიტესმა”, რომელიც “დენ ჰააგს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. 50-ე წუთზე კი ტიმ მატავჟა პენალტის გამოყენება და “ვიტესის” წინ გაყვანა ვერ შეძლო. ყველაფერი მატჩის მიწურულს მოხდა: 87-ე წუთზე ჯერ მიაზგამ აიღო “დენ ჰააგის” კარი, ხოლო თამაშის მეოთხე დამატებით წუთზე ლინსენმა მეორეც შეუგდო სტუმრებს. საბოლოოდ, 2-0 არნემელთა სასარგებლოდ.

საგულისხმოა, რომ გუნდის კაპიტანმა, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მას გაფრთხილება არ მიუღია. 13 ტურის შემდეგ მისი გუნდი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა.

გურამ კაშიას ფრე “ზვოლესთან”

დღეს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი თამაში ჩაატარა არნემის “ვიტესმა”, რომელიც “ზვოლეს” მასპინძლობდა. არც ისე სანახაობრივი მატჩი არ იყო მომენტებით დახუნძლული. გუნდებს შანსები შეექმნათ, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 0:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, არნემელთან ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა.

ამ ფრის შემდეგ ქართველი მცველის გუნდი 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ გურამი გამოძახებულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს, შესაბამისად, კვიპროსთან და ბელარუსთან გამართავს.

“ვიტესმა” “ჰერენვენი” გაანადგურა

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონში მეცხრე ტურის შეხვედრაში “ვიტესი” “ჰერენვენს” სტუმრად ეწვია და დიდი ანგარიშით სძლია (4-0).

არნემენელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მინდორზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. სტუმართა შემადგენლობაში თავი შემდეგმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს: რაშიცა (17), ლინსენი (36), ფორი (50), მატავჟი (72).

“ვიტესი” ამ გამაჯვების შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება 18 ქულით, ის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “აიაქს”.

ქართული ლეგიონი: ჩაკვეტაძის დებიუტი, კვირკველიასა და მერებაშვილის გამარჯვება

სანაკრებო პაუზამდე დატვირთული საფეხბურთო ვიიქენდი გამოვიდა ქართველი ფეხბურთელებისათვის.

მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გადავიდა, ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ვიხილეთ. გიორგი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი, “ბრიუგესთან” 2-1 დამარცხდა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მეთორმეტე ტურში “ლოკომოტივმა” “დინამოს” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ასევე “უფას” სასტარტოში იყო მეორე ქართველი ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ასევე, სრული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ “ანჟის” სათადარიგოთა შორის დარჩა ქართველთა კიპერი გიორგი ლორია, რომელსაც არა და არ ეძლევა თამაშის საშუალება.

პოლონეთის ექსტრაკლასის მეთერთმეტე ტურში მერებაშვილის “პლოკმა” “ტერმალიცას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ათიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ჰოლანდიაში “ვიტესის” შემადგენლობაში იყო გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა და “უტრეხტთან” ფრედ 1-1 ითამაშა. “ვიტესი” ამ შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა.

გურამ კაშია: “ჩვენი მსგავსი ნაკრებისთვის ორ თამაშში რვა გოლი შესანიშნავი შედეგია”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სენ კიტსისა და ნევისის გუნდს “მიხეილ მესხზე” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხდა.

მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ პირველი ტაიმი ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა. თუმცა, 3:0 მოვიგეთ და ეს კარგი რეზულტატია, ნამდვილად. ბოლო ორ თამაშში რვა გოლი გავიტანეთ, რაც ჩვენნაირი ნაკრებისთვის საკმარისი უნდა იყოს. მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ, უფრო მეტი ენერგია ჩავდეთ და უფრო გავიხსენით. პირველი ნახევარში კი იმიტომ გაგვიჭირდა, რომ დიდი ხანია, უთამაშებლები ვართ. ერთი თვე გავიდა, რაც ჩემპიონატები დამთავრდა და ფორმაში არ ვიყავით.”

“მესმის მაყურებლის უკმაყოფილება, თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი გავიტანეთ, თან საკმაოდ ლამაზები. არაბიძის კარგმა თამაშმა გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა დატოვოს,” – აცხადებს კაშია.

გურამ კაშია თანაგუნდელს: “თქვი რამე ქართულად!” (ვიდეო)

სახალისო ვიდეოს ავრცელებს საქართველოს ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” ფეხბურთელი, გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანი თანაგუდნელ კევინ დიკსთან და ქართველ ფეხბურთელთან, ბაჩანა ცხადაძესთან ერთადაა.

კაშია 20 წლის ჰოლანდიელ მცველს სთხოვს, რომ ქართულად რამე თქვას. დიკსიც არ აყოვნებს…

იხილეთ ვიდეო

ლეგიონი: კაშიამ იმარჯვა, ნავალოვსკიმ – წააგო; ორივემ შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ერედივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

არნემის “ვიტესი, რომლის კაპიტანიც, გურამ კაშიაა, საკუთარ მოედანზე “ნაიმეგენს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით (2:1) დასრულდა. არენემელთა მხრიდან 28 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ვან ვოლფსვინკელი დუბლით გამოირჩა. ერთი ბურთის გაქვითვა ფრანს კადიოგლუმ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვებით “ვიტესს” 42 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. იგი მეოთხეადგილოსან “უტრეხტს” ხუთი ქულით ჩამორჩება.

გადავინაცვლოთ აზერბაიჯანის ჩემპიონატში, რომლის ბაქოს “ნეფთჩიშიც” ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. დღეს ეს გუნდი 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე “ყარაბაღს” შეხვდა.

თავიდანვე პოზიტიურით დავიწყებ და გეტყვით, რომ ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, მისმა კლუბმა პირველ ტაიმში გაშვებული ორი ბურთის შემდეგ, ვეღარაფერი მოახერხა და საბოლოოდ, 0:2 წააგო.

ამ მარცხის შედეგ დედაქალაქურ კლუბს 26 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. იგი მეოთხეადგილოსან “ზირას” ოთხი ქულით ჩამორჩება.

 

 

“ვიტესის” ფანებმა ჰოლანიის თასის ფინალისთვის დაამზადეს მაისურები, რომლებზეც გურამ კაშიაა გამოსახული (ფოტო)

30 აპრილს არნემის “ვიტესი” ჰოლანდიის თასის ფინალში “ალკმაარის” წინააღმდეგ გააგორებს ბურთს.

საგულისხმოა, რომ სპეციალურდ ამ შეხვედრისთვის “ვიტესის” გულშემატკივრებმა დაამზადეს მაისურები, რომელზე მათი კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშიაა გამოსახული. მისი ფასი 12.50 ევროა.