კარაგერმა ჯერარდის გადაწყვეტილება შეაფასა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა მერსესაიდელთა კაპიტნის სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ზაფხულში გუნდიდან წასვლა დაადასტურა. თავისი აზრი ლივერპულელთა ექს-მცველმა სოციალურ ქსელ ტვიეტერზე გამოთქვა.

„ლივერპულისთვისა“ და ინგლისური ფეხბურთისთვის ეს ძალიან ცუდი დღეა. ვფიქრობ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერარდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – დაწერა კარაგერმა.

კარაგერი: “ლივერპული” “არსენალთან” გამარჯვებას იმსახურებდა”

ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მერსისაიდული გუნდის ყოფილი მცველი და “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მეთოფეების” მიერ გატანილი გოლები შემთხვევითი ხასიათისა იყო, გამარჯვებას კი “ლივერპული” იმსახურებდა.

“გამარჯვებას ვიმსახურებდით. გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენა. “ლივერპულმა” ახლა უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა სეზონში, როდესაც 5:1 მოიგო.

პირველ ტაიმში მერსისაიდული გუნდი დომინირებდა, შესვენებაზე ანგარიშით 1:0 გასვლა შეეძლო, თუმცა საპასუხო გოლი მალევე გაუშვა, რამაც “ლივერპულის” ფეხბურთელთა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.

მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა ზეწოლა გააგრძელა, თუმცა უაზრო გოლი გაუშვა. ორგანიზაციული თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ”, – კარაგერის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

 

კარაგერი: “არსენალი” ორი მცველით უნდა გაძლიერდეს”

“ლივერპულის” ყოფილი მცველი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ ლონდონის “არსენალში” ყველაზე სუსტი რგოლი დაცვის ხაზია.

“არსენალი” ორი მცველით გაძლიერებას საჭიროებს. პირველ რიგში, მათ ცენტრალური მცველი სჭირდებათ”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “არსენალსა” და ბელგიურ “ანდერლეხტს” შორის გამართული მატჩის (3:3) შემდეგ ლონდონური კლუბის დაცვის ხაზი “მეთოფეთა” მცველმა პერ მერტეზაკერმაც გააკრიტიკა.

Arsenal defence

“დაცვაში პრობლემები გვაქვს. თავს უკეთ უნდა ვიცავდეთ”, – მერტეზაკერის სიტყვები “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

 

კარაგერი: “გამიკვირდება, თუ ბალოტელის “ლივერპულში” დატოვებენ”

“ლივერპულის” ყოფილი მცველი და “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი კლუბის ფორვარდ მარიო ბალოტელის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

“ბალოტელის შესახებ აზრს ვერ ვიცვლი და ეს არ არის დაკავშირებული “ლივერპულში” მისი თამაშის ხარისხზე. მე მას “მანჩესტერ სიტისა” და “მილანში” თამაშიდან გამომდინარე ვაფასებ.

არა მგონია, ბალოტელი აქ დიდი ხნით დარჩეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, თუ ის მომდევნო სეზონსაც “ლივერპულის” რიგებში დაიწყებს. ბალოტელი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად იცვლიან კლუბებს და ამას აქვს გარკვეული მიზეზი”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “სქაი”.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (0:3) შემდეგ ბალოტელის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თანამემამულე დაიცვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში იტალიელი თავდამსხმელი ყველაზე სუსტი რგოლი არ ყოფილა. ანჩელოტის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას კარაგერი გამოეხმაურა.

Balotelli

“ვერ ვიტყოდი, რომ ამ მატჩში ბალოტელიმ ყველაზე ცუდად ითამაშა, თუმცა მას “ლივერპულის” ყველაზე ცუდი მოთამაშის წოდებამდე ბევრი არ დაჰკლებია. ბრენდან როჯერსი მის შესახებ ამდენს იმიტომ საუბრობს, რომ მისგან მეტს ელის. არა მგონია, ბალოტელის ასეთი თამაში ან მწვრთნელს გაჰკვირვებოდა, ან ვინმე სხვას”, – აღნიშნა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ამა წლის ზაფხულს დაბრუნდა, “ლივერპულის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

 

კარაგერი: “არსენალი” არაფერს ცვლის, ყველამ ისწავლა მის წინააღმდეგ თამაში”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას უნდა ველოდოთ ლონდონის “არსენალისგან” მიმდინარე სეზონში. ინგლისელის თქმით, “მეთოფეთა” თავდაჯერებულობა საფუძველს მოკლებულია, რადგან გუნდში არაფერი იცვლება, მათ წინააღმდეგ კი ყველამ ისწავლა თამაში.

ინგლისის პრემიერლიგის საწყისი ოთხი მატჩიდან “მეთოფეებმა” მხოლოდ ერთი დაასრულეს გამარჯვებით, დანარჩენ სამ დაპირისპირებაში ფრეს გამორჩნენ. არსენ ვენგერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაც წარუმატებლად დაიწყო — სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, თუმცა “არსენალის” მიმართ კითხვები უკვე ჩნდება. ჩემი აზრით, მთავარი შეკითხვაა: “საერთოდ რა შეიცვალა გუნდში?” – სუაბრობს კარაგერი.

“ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის ცქერისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ “არსენალმა” წარსულში დაშვებული შეცდომებისგან ვერაფერი ისწავლა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გუნდმა ვერ ისწავლა, რა უნდა დაუპირისპიროს მეტოქის სწრაფ და ძლიერ თამაშს. სამაგიეროდ, უკვე ყველამ იცის, როგორ უნდა ითამაშო “არსენალის” წინააღმდეგ.

“არსენალში” კვლავ ჰგონიათ, რომ მათ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. საკუთარ ფეხბურთს თამაშობენ. ეს გულუბრყვილო მიდგომაა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ასეთი რწმენით მიაღწია წარმატებას, ეს პეპ გვარდიოლას “ბარსელონაა”. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ტაქტიკის შეცვლის არ ეშინოდათ”, – კარაგერის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ლონდონის “არსენალი” დამდეგ მატჩს ბირმინგემში გამართავს, სადაც ადგილობრივ “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

კარაგერი: “გაოცებული ვარ, რადგან “იუნაიტედმა” ტოპ-მცველი არ შეიძინა”

ტელეკომპანია Sky-ს ექსპერტმა და ასევე “ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა “იუნაიტედზე ისაუბრა.”

“არ ვფქრობ, რომ წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, “იუნაიტედი” 3-5-2 ტაქტიკას დათმობს. დარწმუნებული ვარ, ახალი მოთამაშეების ხარჯზე, რომლებიც დღეს “ქუინს პარკ რეინჯერსს” დიდ პრობლემებს შეუქმნიან, მათი თამაში შეიცვლება. რუნი, ვან პერსი თუ ფალკაო? გადაწყვეტილება ვან გაალზეა. ამ ეტაპზე მათ სამი შესანიშნავ დონეზე მყოფი თავდამსხმელი ჰყავთ, რომლებიც ძალიან დიდ სათამაშო დროს დაკარგავენ, რადგან კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.”

“რიო ფერდინანდმა და ნემანიამ ვიდიჩმა კლუბს ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანეს, მაგრამ მათი გადაადგილების დრო მოვიდა. არ ვფიქრობ, რომ ახალი კლუბის პოვნა მათთვის პრობლემა იყოს. პრობლემა ისაა, რომ “იუნაიტედი” მათ ვერ შეცვლის. კლუბს ჰყავს მარკოს როხო და ტაილერ ბლეკეტი, რომელთაც პრემიერ ლიგაში თამაშის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ამდენად, კლუბმა აქცენტი ფილ ჯონსზე და კრის სმოლინგზე უნდა გააკეთოს, მაგრამ არიან ისინი მზად ასეთი პასუხისმგებლობისათვის? გარკვეულწილად გასაკვირია, რომ “იუნაიტედი” ფეხბურთელების შესაძენად ფულს არ იშურებს, მაგრამ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი- ტოპ მცველი არ შეიძინეს. ვფიქრობ გულშემატკივარიც მეთანხმება და ჩემნაირად ფიქრობს.”

“დააკლდება თუ არა კლუბს უელბეკი? ამას დრო გვიჩვენებს. არ ვფიქრობ, რომ იგი “იუნაიტედის” ძირითად ფორვარდად ითვლებოდა, მაგრამ იგი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს და ფლანგზე ძლიერია. ახლა მან აუცილებლად უნდა დაამტკიცოს “არსენალში”, რომ ვან გაალმა მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა.”-განაცხადა კარაგერმა Sky-ს ეთერში

 

კარაგერი: “ინგლისელებს ნაკრებში თამაშის ეშინიათ”

“ლივერპულის” ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს “სამი ლომი” წარმატების მიღწევას.

“ერთ შეცდომას დაუშვებ და თავზე ნაცარს გაყრიან. კლუბში ასე არავინ გაკრიტიკებს, რადგან ერთი კვირის შემდეგ მომდევნო მატჩი გელის და ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია, – საუბრობს კარაგერი. – რაც შეეხება სანაკრებო დონეს, იქ მომდევნო თვეებს უნდა უცადო, რომ მორიგი მატჩი ჩაატარო. ინგლისელებს ნაკრებში თამაშის ეშინიათ. ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთელს ურჩევნია ვინმემ შეაქოს გაზეთიდან, ვიდრე ნაკრების მწვრთნელმა”.

ამასთან ერთად, კარაგერმა ფაბიო კაპელოს რეჟიმიც გააკრიტიკა, რომლის თავკაცობითაც ინგლისის ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა:

“მთელი დღე სასტუმროში ვიყავით. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხანგრძლივი დროით იმყოფები, გარკვეული მრავალფეროვნება გინდება. გინდა, ის ქვეყანა დაათვალიერო, სადაც იმყოფები, თუმცა ჩვენ არსად არ ვყოფილვართ. საშინელი მოწყენილობა იყო”.