იკარდი: “დი მარია “ინტერში”? ვნახოთ”

“ინტერის” არგენტინელმა შემტევმა, მაურო იკარდიმ მილანურ კლუბში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა შეუძლია მას და რამდენად ძლიერია ის. ვნახოთ, რამდენად მართალია ეს ჭორები…” – განაცხადა იკარდიმ სოციალურ ქსელში გამართული ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას.

შეგახსენებთ, რომ დი მარია პარიზულ გრანდს 2015 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში 16 გოლის გატანა შეძლო.

ბატისტუტა: “თუ იგუაინი ვერ თამაშობს, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი იკარდის?”

“ალბისელესტეს” ყოფილი ვარსკვლავი, გაბრიელ ბატისტუტა თვლის, რომ მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში თამაშის შანსს იმსახურებს.

“იუვენტუსის” ფორვარდს არგენტინის ნაკრების მაისურით 31 გოლი აქვს გატანილი (68), თუმცა ბოლო დროს თავის გამოჩენა ძალიან უჭირს. ბოლოს მან გოლი პერუს ნაკრებს, ოქტომბრის თვეში გაუტანა.

“ცხრიანის” პოზიციაზე იმ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს, რომელიც გოლების გატანას შეძლებს.

იგუაინი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. მაგრამ, საუბედუროს ნაკრებში ის ისევე კარგად ვერ გამოიყურება, როგორც ევროპაში.

“იუვეში” ის ბრწყინვალედ გამოდის, ბევრი ტიტულისთვისაც იბრძვის, მაგრამ თუ მას დასვენება სჭირდება, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი იკარდის?

ეს ნაკრებია და არა კლუბი, გადაწყვეტილებები აწმყოზე დაკვირვებით უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ბატისტუტა.

მარადონა: “იკარდი არგენტინის ნაკრებში არ უნდა გამოიძახონ”

დიეგო არმანდო მარადონამ პრესასთან საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა მაურო იკარდი, რომელსაც არგენტინის ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

“მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებს უნდა დააშორონ, თანაც საკმაოდ დიდი მანძილით. იკარდის ნაცვლად, მირჩევნია გუნდში 44 წლის ბასან ვერა გამოიძახონ.

იკარდი ნაკრებისთვის არა მეოთხე, არამედ მეშვიდე არჩევანი უნდა იყოს.” – განაცხადა ლეგენდარულმა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი ამჟამად “ინტერის” ღირსებას იცავს. “ნერაძურის” მაისურით ჩატარებულ 129 მატჩში მას 68 გოლი და 21 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ვანდა ნარა: “დაივიწყეთ, იკარდი “ინტერიდან” არ წავა”

მილანური “ინტერის” არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ განაცხადა, რომ კლუბის უდიდეს ფან-კლუბთან დაპირისპირების მიუხედავად, იკარდი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“იკარდი “ინტერიდან” წასვლას არ აპირებს, ის 100 პროცენტით დარჩება. ის არის და კვლავ იქნება გუნდის კაპიტანი, რაშიც ეჭვი არც არავის შეუტანია.

გასულ ზაფხულში მას რამდენიმე შესაძლებლობა მიეცა კლუბის დატოვებისა, თუმცა მან კლუბში დარჩენა არჩია იმ დამოკიდბულების გამო, რაც მასსა და გულშემატკივრებს შორის იყო.

გაზეთები იწერებოდნენ უზარმაზარ ჯარიმაზე, მაგრამ საქმე ასე არ არის. ჯარიმა სულ მცირედი ნაწილია იმისა, რასაც იკარდი თვის მანძილზე იღებს ხელფასის სახით. მან ამ თანხის ქველმოქვედებაში გაგზავნაც ითხოვა.” – განაცხადა ნარამ.

talkSPORT: “ინტერმა” მაურო იკარდის შემცვლელი ლონდონში იპოვა

talkSPORT-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერი” ზამთარში მიში ბატშუაის გადაბირებას აპირებს, რომელსაც სავარაუდოდ მაურო იკარდის მოვალეობების შესრულება დაევალება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო დროს ისეთ ფორმაში ვეღარ არის, გუნდის ლიდერობა რომ იტვირთოს, ამიტომაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

ამასთანავე, მილანური გრანდის ერთ-ერთ ლიდერს ცუდი ურთიერთობა აქვთ “ნერაძურის” ქომაგებთან, რომლებმაც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერიც კი გამოკიდეს (ამ საქმესთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე – ლინკი. ).

ოფიციალურად: მაურო იკარდიმ “ინტერთან” არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანური “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას,რომლის თანახმადაც კლუბმა მაურო იკარდისთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი “ნერაძურის” 2013 წელს შეუერთდა, “სამპდორიას” დატოვების შემდეგ და მას შემდეგ 58 გოლის გატანაც მოახერხა 114 მატჩში.

კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ” მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კლუბმა მაურო იკარდისთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

არგენტინელმა თავდამსხმელმა, რომელიც როსარიოში დაიბადა, “ინტერთან” ერთად 114 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა და კლუბის ისტორიაშიც შევიდა. თუმცა, მისგან გაცილებით უფრო მეტია მოსალოდნელი.”

იკარდიმ “ინტერის” სატრანსფერო პოლიტიკა მოიწონა: “დიდებული ფეხბურთელები გვყავს”

მილანური “ინტერის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაურო იკარდიმ კლუბის ხელმძღვანელებს სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა და აღნიშნა, რომ ზაფხულში კლუბმა მაღალი დონის ფეხბურთელები დაიმატა.

“ინტერს” დიდებული გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს.” – განაცხადა მან Mediaset Premium-თან საუბრისას.

“ზაფხულის სატრასნფერო ფანჯარამ კლუბისთვის დიდებულად ჩაიბარა – კლუბმა შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელები დაიმატა. შედეგი უკვე სახეზეა.

დაუღალავად ვშრომობთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.” – განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა, რომლის გუნდიც სერია ა-ს 5 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციას იკავებს 10 ქულით.

დე ბური: “იკარდი კლუბს არ დატოვებს”

მილანური “ინტერის” ახალმა თავკაცმა, ფრანკ დე ბურმა ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ კლუბის არგენტინელი ლიდერი, მაურო იკარდი მომავალ სეზონსაც “სან სიროზე” გაატარებდა.

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ჩემი არჩევისათვის. მე “ინტერის” მფლობელებს ვესაუბრე და ვიცი, რომ მათ კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურთ.

“იუვენტუსი” დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. მათ დიდებული გუნდი ჰყავთ, ამიტომაც ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც გავაკეთებთ.

ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. მათ შორის იკარდისაც.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 აგვისტო)

“მანჩესტერ სიტი” ჩორიჩს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტი” ზაგრების “დინამოს” ამომავალი ვარსკვლავის, ანტე ჩორიჩის გადაბირებით არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ფერდინანდი: პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ფულის გამო არ დაბრუნდება

“პოლს ვესაუბრე. მე მას ვიცნობ. პაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. როდესაც ის მიდიოდა, ვკითხე, თუ რატომ, მან ასე მიპასუხა – “მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”. – ის სწორ გზას ადგას.”

მაჰრეზი რჩება !

მიუხედავად იმისა, რომ “ლესტერის” ალჟირელ ლიდერს, რიად მაჰრეზს “არსენალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის მფლობელი ვიშაი სრივადჰანაპრაბჰა გვატყობინებს სოციალური ქსელის მეშვეობით

– “შენ გაყიდვას არ ვაპირებ!”
– “კარგი ბოსს”.

ბილიჩი ხუთ ახალ ფეხბურთელს ელის

“ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული პირველი მატჩის შემდეგ, “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ კლუბში კიდევ 5 ახალწვეულს ელის: “ამ დროისთვის, კლუბი საკმარისად ძლიერი არ არის. მომავალში მინიმუმ 5 ტრანსფერის განხორციელებას ველი”.

“ნაპოლიმ” ზელინსკი დაიმატა

“ნაპოლიმ” პოლონელი ფეხბურთელის, პიოტრ ზელინსკის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “უდინეზემ” პიოტრის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.

“ატლეტიკომ” კოშტას ტრანსფერი გამორიცხა

თურმე, კოშტას სატრანსფერო საგა სინამდვილეში “საგა არასდროს ყოფილა”. “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ დიეგო კოშტა “ვისენტე კალდერონზე” არ დაბრუნდებოდა.

იკარდის აგენტი ლონდონშია !

Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურო იკარდის მეუღლე და მისი აგენტი ლონდონში გაფრინდნენ, რათა “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირი არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

The Times: იბრა “მანჩესტერში” არ წავა, მოუს სხვა თავდამსხმელის გადაბირება უნდა

The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” ყოფილი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას არ აპირებენ.

როგორც ინგლისელები გვატყობინებე, ჟოზე 34 წლის იბრაზე გაცილებით ახალგაზრდა შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული. პორტუგალიელი სპეციალისტი ობამეიანგსა და მაურო იკარდის აკვირდება.

იბრაჰიმოვიჩი კი ყველაზე ახლოს კარიერის ჩინეთში, ან MLS-ში გაგრძელებასთან არის.

საერთო ჯამში კი, პორტუგალიელი თავკაცი სამი ვარსკვლავის დამატებას აპირებს – ცენტრალური მცველის, ცენტრალური ჰავბეკის (სავარაუდოდ პოგბა) და ცენტრალური თავდამსხმელის.

იკარდი: “ინტერში” ვრჩები”

მილანური “ინტერის” კაპიტანმა, მაურო იკარდიმ უარყო ჭორები სხვა კლუბში გადასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ კარიერის მილანურ კლუბში გაგრძელებით არის დაინტერესებული.

“ამ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე მაკავშირებს. კიდევ რამოდენიმე წელი დარჩა. აქიდან ნამდვილად არ წავალ.

მინდა თუ არა, გავხდე ახალი ხავიერ ძანეტი? რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ბევრი წელი მაკლია. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ.

თუ შევძლებ და იმდენ ხანს დავრჩები აქ, როგორც ძანეტი, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.”

მაურო იკარდი “ინტერიდან” წასვლას აპირებს

მილანური “ინტერის” თავდამსხმელს, მაურო იკარდს “სან სიროს” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მისით კი ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი”.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ? აქ ტიტულების მოსაგებად ვარ, თუმცა თუ სხვა კლუბებიდან წინადადებებს მივიღებ, მაშინ მათი განხილვა მომიწევს.” – განუცხადა იკარდიმ Mediaset-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურის” 2013 წელს, “სამპდორიადან” შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.