“პალეროს” ამომავალი ვარსკვლავის მსურველთა რიცხვი იზრდება.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუ ის დარჩენას გადაწყვეტს იტალიაში. პროგრესირებად ფეხბურთელს აკვირდებიან “მან.სიტის”, “არსენალის”, “პსჟ”-ს, “რომასა” და “ნაპოლის” აგენტები.
ახლა, “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიბალასთვის ბრძოლაში მილანური გუნდიც ჩაერთო.
“ჩვენი მიზანი – დავუბრუნდეთ საუკეთესო თამაშს მომავალ სეზონში. პაულო ძლიერი ფეხბურთელია, რომლის გაფორმებას გვსურს. “ინტერი” მისი კარიერისთვის იდეალური გაგრძელება იქნება”.
21 წლის თავდამსხმელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.