“ნიუ იორკ კოსმოსის” რიგებში რაულს დებიუტი 4 აპრილს ექნება

“ნიუ იორკ კოსმოსის” რიგებში რაულის დებიუტი 2015 წლის 4 აპრილს შედგება, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური გაიმართება. 37 წლის ესპანელი თავდამსხმელი პირველ შეხვედრას “ფორტ ლოდერდეილის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

უკვე 18 აპრილს რაული “ნიუ იორკ კოსმოსის” საშინაო არენაზე ითამაშებს პირველად. იმ შეხვედრაში მისი გუნდი “ტამპა ბეი რაუდისს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ რაულმა ამერიკულ კლუბთან ოქტომბრის ბოლოს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელი ფეხბურთელი “ნიუ იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მომავალი წლიდან რაული კლუბის აკადემიაშიც დასაქმდება.

 

რაულის ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება

ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსი“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელთან რაულთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სავარაუდოდ, ესპანელი ვეტერანის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებს.

როგორ ცნობილია, მხარეები ხელს ნახევარწლიან შეთანხმებას მოაწერენ.