დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ფრე, 2:2 ითამაშეს, ანუ ორი მატჩის ჯამში 4-3 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ფინალში, სწორედ მადრიდელები გავიდნენ.
გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ორმატჩიანი ჯახი შეაჯამა.
“თუ ორივე შეხვედრა ნახეთ, მიხვდებოდით, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. შესაბამისად, როგორც ჩემი ფეხბურთელები, ასევე მე, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. დავიმსახურეთ, რომ ფინალში გვეთამაშა. არ ვარ მოწყენილი, ყველაფერს რეალურად ვუყურებ.”
“დღეს ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ეს იყო ლამაზი, მსოფლიო კლასის ფეხბურთი. ჩვენ ვდომინირებდით და წარმატების მჯეროდა. ისინი უნდა უმადლოვნდნენ ნავასს, რომ ასე საოცრად ითამაშა. განსაკუთრებით, ამას ბოლო მომენტებზე ვამბობ. ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად იყო. მთელი “რეალი” რასაც აკეთებდა, ეს იყო კონტრშეტევები. ასე კარგად მოთამაშე “ბაიერნი” დიდი ხანია, არ მინახავს. როცა ამდენი ფეხბურთელი ტრავმირებულია და “ბერნაბეუზე” 80 000 კაცის წინ ასე თამაშობ, ეს საოცარია!” – ამბობს ჰაინკესი.