სანდრო რამირესი “სევილიაში” ითამაშებს

მერსესაიდის “ევერტონის” თავდამსხმელი, სანდრო რამირესი ანდალუსიის “სევილიაში” ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, არენდის წესით იასპარეზებს ესპანურ კლუბში. სევილიელებმა ამისთვის ინგლისელებს 9.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. რამირესი გასულ სეზონში “მალაგაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადავიდა “ევერტონში”, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარა. არც ისე წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ, სანდრომ სამშობლოს მიაშურა.

იმასაც გეტყვით, რომ “სევილიასთვის” რამირესი მეოთხე შენაძენია. ანდალუსიელებმა აქამდე გილერმე არანა, როკე მესა და მიგელ ლაიუნი იყიდეს.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის შვილი ჩინეთში მოასპარეზე ბრაზილიელებს დააკვირდება

2016 წლის “კოპა ამერიკაზე” ძალიან ცუდი გამოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე ადენორ ლეონარდო ბაჩი, იგივე “ტიტე” მოვიდა.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ტიტეს გადაწყვეტილებით, მისი შვილი, მათეუს ბაჩი ჩინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ აზიური ქვეყნის ჩემპიონატში ისეთი მოთამაშეები გამოდიან, როგორიცაა ჰალკი, რამირესი და ალექს ტეიშეირა.

რამირესს თირკმლის პრობლემები აქვს

“ჩელსის” ნახევარმცველი, რამირესი საავადმყოფოში თირკმლის ტკივილით გადაიყვანეს.

ბრაზილიელი გუშინდელ მატჩში იძულებული გახდა ბაზა დაეტოვებინა. “კრისტალ პალასთან” შეხვედრის შემდეგ, ექიმებს ტკვილით მიმართა.

ექიმებმა 28 წლის ფეხბურთელს დიაგნოზი დაუსვეს და მას თირკმლის პრობლემები აქვს.

“მისმა გასვლამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. ორმაგად ცუდია, რომ საავადმყოფოში გადასვლა მოუწია,”-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი რამირესი ხუან კუადრადომ შეცვალა. საბოლოოდ “ჩელსიმ “კრისტალ პალასი” 1:0 დაამარცხა და ლონდონელებმა ჩემპიონობაც იზეიმეს.

რამირესი რამდენიმე კვირაში დაბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა რამირესმა, რომელსაც „კრისტალ პალასთან“ გუშინდელი მატჩის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშიებული პრობლემები ჰქონდა, აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში კვლავ მწყობრში იქნება.

„ყველაფერი რიგზეა, თავს კარგად ვგრძნობთ. რამდენიმე კვირაში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები“, – დაწერა რამირესმა სოციალურ ქსელში.

“იუვენტუსს” ოსკარი და რამირესი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველებს — ოსკარსა და რამირესს დაადგა თვალი. იტალიური კლუბი რამირესს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს, რომელმაც შესაძლოა, “ბიანკონერი” დატოვოს. რაც შეეხება ოსკარს, “ბებერი სინიორა” აქამდეც ცდილობდა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში რამირესმა 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. ოსკარის ანგარიშზე 24 ჩატარებულ შეხვედრაში ექვსი გატანილი გოლი და შვიდი საგოლე პასია.

 

რამირესი მხოლოდ „ჩელსიზე“ ფიქრობს

„ჩელსის“ ნახევარმცველმა რამირესმა მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მხრიდან მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა.

„იუვენტუსი“ და „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი კლუბები არიან. მათი მხრიდან ინტერესის შესახებ ინფორმაციი გაგება სასიამოვნოა, თუმცა მოლაპარაკებები ჩვენ შორის არ ყოფილა. მე მხოლოდ „ჩელსიზე“ ვფიქრობ და აქ ჩემი სამუშაოს შესრულებას ვცდლობ“, – განაცხადა რამირესმა.

ჩელსი რამირესის გაყიდვაზე ფიქრობს

“ჩელსის” ნახევარმცველმა რამირესმა იანვარის სატრანსფერო ფანრჯის დროს, შესაძლოა, ლონდონური კლუბის რიგები დატოვოს.

უცხოური პრესის ცნობით “ჩელსის” ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის პოვნის შემთხვევაში 27 წლის რამირესის თაობაზე ნებისმიერ საინტერესო წინადადებას განიხილავს. რამირესის ირგვლივ შექმნილ სიტუაცის მადრიდოს “რეალი” აკვირდება, რომელიც ბრაზილიელისადმი ინტერესს იჩენს.

მიმდინარე სეზონში რამირესმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი დაიწყო.

დროგბა და რამირესი ლისაბონში არ გაფრინდნენ

”ჩელსის” ლეგენდარული თავდამსხმელი, დიდიე დროგბა და ნახევარმცველი რამირესი, გუნდს ლისაბონში არ წაყვნენ, შესაბამისად ისინი ”სპორტინგთან” მატჩს გამოტოვებენ. ამის შესახებ ”არისტოკრატების” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. ბრაზილიელი და კოტ’დიუვარელი ფეხბურთელები, გუნდს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებების გამო ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ ”სპორტინგსა” და ”ჩელსის” შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ჩელსის განაცხადი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები – კურტუა, ჩეხი, ბინი.მცველები – ფელიპე ლუისი, ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა, აკე.
ნახევარმცველები – ფაბრეგასი, ოსკარი, ვილიანი, აზარი, ობი მიკელი, შურლე, სალაჰი, მატიჩი.
თავდამსხმელები – დიეგო კოშტა, რემი.

რამირესი გვპირდება

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რამირესი აცხადებს, რომ დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათების მიღებას მაქსიმალურად მოერიდება.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რამირესმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ტურნირის მეოთედფინალში ჰოლანდიელებთან გამართული მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:2 წააგო.

„წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევებიდან სათანადო დასკვნა გავაკეთე. მოედნის ცენტრში თამაშის წესის დარღვევამ მომდევნო ეტაპის მატჩი გამომატოვებინა. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. არ მინდა, რომელიმე შეხვედრა გამოვტოვო.

ვამაყობ „ჩელსიში“ ჩემი თამაშითა და მონაცემებით. სასიამოვნოა, რომ ბურთის ართმევების რაოდენობით მეორე პოზიციაზე ვარ, თუმცა ნაკრებში ოდნავ განსხვავებული საქმით დავკავდები. ვეცდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტატისტიკა კიდევ უფრო გავიუმჯობესო“, – რამირესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია რამირესს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი რამირესი ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვეღარ ითამაშებს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პრემიერლიგის 35-ე ტურში „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სებასტიან ლარსონს სახეში ხელი გაარტყა, თუმცა მსაჯებმა ეს ეპიზოდი ვერ შენიშნეს. სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი შეისწავლა და რამირესს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

დისკვალიფიკაციას სამი მატჩი უნდა მოეცვა, თუმცა „ასტონ ვილასთან“ გამართულ მატჩში რამირესის გაძევებამ მისი ერთი შეხვედრით გაზრდა გამოიწვია.

ბექა დოგრაშვილი

უნდა გაეძევებინათ თუ არა რამირესი?

19 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ლონდონელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რამირესმა მეტოქეს სახეში ხელი ჩაარტყა, რის გამოც ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია.

რამირესის საშინელი უხეშობა და წითელი ბარათი

15 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (0:1), მსაჯმა მოედნიდან რამირესი გააძევა.