კარიკატურა: კონტემ მოურინიოს ავტობუსი დაამტვრია, ვენგერმა გვარდიოლას რაკეტას ვერაფერი უქნა

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა: “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “არსენალის” წინააღმდეგ. საბოლოოდ, ანტონიო კონტემ “ლურჯი ბიჭებით” ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” სძლია. ხოლო, არსენ ვენგერმა თავისი “ზარბაზნით” პეპ გვარდიოლას “რაკეტა” ვერ დაამარცხა.

ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გთავაზობთ

 

კავანიმ “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “პსჟ” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, 1-1 დასრულდა. გოლები კავანიმ და სანჩესმა გაცვალეს.

კავანიმ მისი გოლი 44-ე წამზე შეაგდო. როგორც აღმოჩნდა, პარიზული გუნდიდან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არასდროს ამაზე ადრე გოლი არ გაუტანია. შესაბამისად, გუშინ ურუგვაელმა თავდამსხმელმა “პსჟ”-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

სქოულზი: “მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო!”

უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ტრანსფერი “არსენალის” მოთამაშის, ჯეკ უილშირის ერთი წლით “ბორნმუთში” წასვლა იყო. “მეთოფეთა” საყრდენს 22 სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა; მათ შორის იყო “რომას” ვარიანტი, მაგარამ მან ლონდონში დარჩენა არჩია.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა პოლ სქოულზლმა. “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშემ განაცხადა, რომ უილშირმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჯობდა, იგი “რომაში” წასულიყო.

“გასაგებია, რომ უილშირს ლონდონისა და საკუთარი ოჯახის დატოვება არ უნდოდა და ამიტომ გადავიდა “ბორნმუთში”, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი სათამაშო დრო გარანტირებული აქვს. ჯეკი არაა ფორმაში და, ჩემი აზრით, სხვა მოთამაშეებთან კონკურენციის გაწევა მოუწევს. “ბორნმუთში” არიან ისეთი სპორტსმენები, რომლებიც იტყვიან: “რატომ უნდა იყოს ის ძირითადში და მე არა?” მოკლედ, ჯეკს “არსენალის” მსგავსად, არც მის ახლანდელ გუნდში არ აქვს გარანტირებული რამე.”

“ჯობდა, უილშირი “რომაში” წასულიყო. იგი განსხვავებულ გამოცდილებას მიიღებდა საზღვარგარეთ, რაც, როგორც მას, ასევე მთლიანად “არსენალსა” და ინგლისის ნაკრებს წაადგებოდა,” – განაცხადა სქოულზმა.

ჩეხს, “ლივერპულთან” წაგების შემდეგ, ავარია მოუვიდა (ფოტოები)

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედნაზე მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3-4 წააგო.

საგულსიხმოა, რომ ნახსენები მატჩის შემდეგ ცუდ ხასიათზე მყოფ “არსენალის” მეკარეს, პეტერ ჩეხს ავარია მოუვიდა და 60.000 ფუნტად შეფასებული “აუდი ა 7” დაამტვრია.

ვენგერი: „ჩელსის პრემიერლიგიდან გავარდნა არ ემუქრება“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ჩელსიში“ არსებულ ვითარებაზე ორი სიტყვით ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, გასავარდნ ზონასთან ერთქულიანი ჰანდიკაპის მიუხედავად, „არისტოკრატებს“ ჩემპიონშიფში გავარდნა არ ემუქრებათ.

„რა თქმა უნდა, „ჩელსის“ პრემიერლიგის დატოვება არ ემუქრება, ეს ხარისხიანი გუნდია. მისი გავარდნის შანსი არ არსებობს. დიახ, კლუბს მძმე დრო უდგას, მაგრამ ის გადასარჩენად არ იბრძვის. ეს გამორიცხულია“, – თვლის ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა.

ვენგერმა „ბაიერნის“ დამარცხების რეცეპტი იპოვა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„როგორ დავამარცხოთ დაუმარცხებლები? პირველ რიგში, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გავაკეთეთ. მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ და საკუთარი ძალების გვჯეროდეს. გარდა ამისა, „ბაიერნს“ თამაშის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამ გუდნს ბურთს დაჭერა უყვარს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია და მომენტების გამოყენება გვჭირდება“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

“არსენალმა” “მონაკოს” ნახევარმცველისთვის 18 მილიონი გაამზადა

“მეთოფეები” ამ ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალი” სერიოზულად ინტერესდება “მონაკოს” ახალგარდა ჰავბეკით, ჯეფრი კონგდობიათი.

ლონდონელებმა უკვე გაამზადეს ტრანსფერისთვის 18 მილიონი ფუნტი, თუმცა ფრანგებს ახალგაზრდა შემტევში 25 მილიონის მიღების იმედი აქვთ.

ერთი დღით ადრე, კონგდობიასადმი ინტერესი “ინტერმა” გამოამჟღავნა.

ვენგერი: „მონაკოსთან“ დასაკარგი არაფერი გვაქვს“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერემა „მონაკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ახლა ფავოროტი „მონაკოა“. მეტოქესთან შედარებით, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

როგორ შეგვიძლია მოგება? თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „ვესტ ჰემთან“ და ბოლო წამებამდე ვიბრძოლებთ, მაშინ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ამერიკელმა ქალებმა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელი აირჩიეს

საბუკმეკერო კომპანია „Paddy Power“-მა 250 ამერიკელ ქალს ინგლისის პრემიერლიგის სამას ფეხბურთელს შორის ყველაზე მიმზიდველის არჩევა შესავაზა.

საბოლოოდ, გამარჯვებულად ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ დასახელდა. ფრანგმა „სანდერლენდის“ მცველ სანტიაგო ვერგინისა და „ლესტერის“ ნახევარმცველ მეტი ჯეიმსს აჯობა, რის შესახებაც „The Daily Mail“-ი იტყობინება.

Giroud

ვენგერი: „არსენალს“ სამი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავს“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თავისი გუნდის მეკარეები შეაფასა.

„ოსპინას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა, რადგან, როდესაც იგი ჩვენთან მოვიდა, მას ტრავმა ჰქონდა. ამ დროში დავიდმა აჩვენა, თუ რამდენად კარგი მეკარეა. ამჟამად იგი შჩესნისთან ერთად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძვის. ვოიცეხი ნომერ პირველი მეკარეა, თუმცა ბოლო დროს ოსპინას ვათამაშებთ. გააგრძელებს თუ არა იგი შემადგენლობაში მოხვედრას? ამასთან დაკავშირებით რამეს მოვიფიქრებთ. ასევე მარტინესის შესახებ არ გვავიწყდება – მასაც მაღალი დონის მეკარედ ვაფასებთ. გუნდში სამი უმაღლესი დონის გოლკიპერი გვყავს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი გულშემატკვირებს სამი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის მოგებას დაპირდა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერით თქმით, მისი გუნდი სამი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის მოგებას აპირებს.

„უახლოეს სამ სეზონში პრემიერლიგის მოგებას ვაპირებთ. მიმდინარე სეზონი „არსენალმა“ არც ისე ცუდად დაიწყო, თუმცა ფეხბურთელების ტრავმებმა ხელი კვლავ შეგვიშალეს. ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის შესაძლებლობა არც ერთხელ გვქონია.

დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსი გაგვაჩნია. ყოველ მატჩში უნდა ვიბრძოლოთ, რათა საჩემპიონო რბოლაში დავბრუნდეთ. ვფიქრობ, „ჩელსის“ გასწრება კიდევ შეგვიძლია“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ამჟამად „არსენალი“ ინგლისის პირველობის მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 7 ქულით ჩამორჩება.