გრაციანო პელემ ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)

იტალიელმა თავდამსხმელმა გრაციანო პელემ, რომელიც ამჟამად ჩინური “შანდუნ ლუნენის” ღირსებას იცავს, ჩინეთის ჩემპიონატის მატჩში ეფექტური გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ეს უკვე მეხუთე გოლია.

ვან გაალმა შოთა არველაძე გაიხსენა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ბოლო პრესკონფერენციაზე “საუთჰემპტონის” თავდამსხმელ გრაციანო პელეს შესახებ საუბრისას შოთა არველაძე გაიხსენა.

“გრაციანო პელეს წარმატებები არ მაკვირვებს, რადგან თავის დროზე “ალკმაარში” ის სწორედ მე მივიყვანე. მას არამხოლოდ გოლების გატანა, არამედ მომენტების შექმნაც შეუძლია. გრაციანო, ვან პერსის მსგავსად, მუდმივად ეძებს თანაგუნდელებს. შესაძლოა, მისგან ამდენი გოლი გიკვირთ, თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ პელეს ეს შეეძლო.

იმ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძე მყავდა — ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მყოლია. ბევრ ფორვარდთან მიმუშავია, თუმცა შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელეს სწორედ მასთან უწევდა კონკურენცია და მოახერხა გარკვეული წვლილის შეტანა საერთო საქმეში. შემდეგ პელე რონალდ კუმანმა წაიყვანა “ფეინოორდში”, სადაც ის “აფეთქდა”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.