ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 123-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთთან ანგარიშით 1:1 ითამაშა.

რეიტინგის ზედა ათეულში ცვლილებები მრავლადაა, თუმცა უპირველესად აღსანიშნავია, რომ სიას სათავეში არგენტინა ჩაუდგა, რომელმაც ბელგია ჩამოაქვეითა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-11 ადგილზეა, უელსი 24-ე, ირლანდია 31-ე, სერბეთი 55-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1532
2. ბელგია — 1352
3. ჩილე — 1348
4. კოლუმბია — 1337
5. გერმანია — 1309
6. ესპანეთი — 1277
7. ბრაზილია — 1251
8. პორტუგალია — 1184
9. ურუგვაი — 1158
10. ინგლისი — 1069
11. ავსტრია — 1067
12. ეკვადორი — 1019
13. თურქეთი — 983
14. შვეიცარია — 974
15. იტალია — 959
16. მექსიკა — 934
17. ჰოლანდია — 931
18. უნგრეთი — 925
19. რუმინეთი — 922
20. ბოსნია/ჰერცეგოვინა — 913

119. ტაილანდი — 297
120. ნიგერი — 296
121. ანგოლა — 291
122. ბურუნდი — 290
123. საქართველო — 289
123. ეთიოპია — 289
125. კუბა — 285

 

ფიფას განახლებული რეიტინგი: ანტირეკორდს ვუახლოვდებით

დღეს ფიფას აგვისტოს თვლის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა ვიეტნამსა და სინგაპურს შორის 154-ე ადგილი უკავია. შედარებისთვის სომხეთს 88-ე, აზერბაიჯანს კი 106-ე ადგილები აქვთ დაკავებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ფიფას რეიტინგში ყველა დროის ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე პოზიცია ყოფილა, რომელიც შორეული 1994 წლის მარტში დაიკავა.

რეიტინგში პირველი ადგილი კვლავ არგენტინას უკავია, გერმანიამ კი მეორე ადგილი ბელგიას დაუთმო და თვითონ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ზედა ოცეულში ყველაზე დიდი რეგრესი ჰოლანდიამ განიცადა, რომელიც შვიდი ადგილით დაქვეითდა და მე-5-დან მე-12 პოზიციაზე გადავიდა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი დანარჩენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, შოტლანდია 32-ე ადგილზეა, პოლონეთი 33-ე, ხოლო ირლანდიას 50-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1425
2. ბელგია — 1244
3. გერმანია — 1226
4. კოლუმბია — 1218
5. ბრაზილია — 1186
6. პორტუგალია — 1177
7. რუმინეთი — 1166
8. ინგლისი — 1157
9. უელსი — 1155
10. ჩილე — 1124
11. ესპანეთი — 1110
12. ჰოლანდია — 1032
13. ხორვატია — 1023
14. სლოვაკეთი — 1016
14. ავსტრია — 1016
16. იტალია — 1001
17. შვეიცარია — 997
18. ურუგვაი — 988
19. ალჟირი — 941
20. ჩეხეთი — 933

149. თურქმენეთი — 172
150. პუერტო რიკო — 169
151. ჰონგ კონგი — 168
152. გაიანა — 167
153. ვიეტნამი — 166
154. საქართველო — 165
155. სინგაპური — 162
156. ყიგიზეთი — 160
156. ინდოეთი — 160
158. ტაჯიკეთი — 159

 

ფიფას განახლებული რეიტინგი: ლიდერი შეიცვალა

დღეს ფიფას ივლისის თვლის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო 14 პოზიციით დაქვეითდა და ახლა თურქმენეთსა და ჰონგ კონგს შორის 153-ე ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ფიფას რეიტინგში ყველა დროის ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე პოზიცია ყოფილა, რომელიც შორეული 1994 წლის მარტში დაიკავა.

ცვლილებაა ლიდერთა შორის: გერმანიამ პირველი ადგილი არგენტინას დაუთმო, რომელსაც მანამდე მესამე პოზიცია ეკავა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი დანარჩენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, შოტლანდია 29-ე ადგილზეა, პოლონეთი 30-ე, ხოლო ირლანდიას 52-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1473
2. გერმანია — 1411
3. ბელგია — 1244
4. კოლუმბია — 1217
5. ჰოლანდია — 1204
6. ბრაზილია — 1186
7. პორტუგალია — 1186
8. რუმინეთი — 1166
9. ინგლისი — 1157
10. უელსი — 1155
11. ჩილე — 1129
12. ესპანეთი — 1110
13. ურუგვაი— 1036
14. ხორვატია — 1023
15. სლოვაკეთი — 1016
16. ავსტრია — 1016
17. იტალია — 1001
18. შვეიცარია — 997
19. ალჟირი — 941
20. ჩეხეთი — 933

152. თურქმენეთი — 167
153. საქართველო — 165
154. ჰონგ კონგი — 163
154. გუამი — 163

 

ფიფას იანვრის რეიტინგი და საქართველოს ნაკრების პოზიცია

გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას იანვრის თვის რეიტინგი, რომელშიც საქართველო წინა თვესთან შედარებით ერთი პოზიციით დაქვეითდა. “ჯვაროსნებს” 239 ქულით 126-ე ადგილი აქვთ დაკავებული. ჩვენი ნაკრები ქუვეითსა და ლუქსემბურგს შორის არის მოქცეული.

რაც შეეხება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს, გერმანია რეიტინგს სათავეში უდგას, შოტლანდია 36-ე პოზიციაზეა, პოლონეთი 41-ე ადგილზეა, ირლანდია კი 65-ზეა.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

ადგილი: ქვეყანა:
1.    გერმანია
2.    არგენტინა
3.    კოლუმბია
4.    ბელგია
5.    ჰოლანდია
6.    ბრაზილია
7.    პორტუგალია
8.    საფრანგეთი
9.    ესპანეთი
10.    ურუგვაი
11.    იტალია
12.    შვეიცარია
13.    ინგლისი
14.    ჩილე
15.    რუმინეთი
16.    კოსტა რიკა
17.    ჩეხეთი
18.    ალჟირი
19.    ხორვატია
20.    მექსიკა

ფიფას დეკემბრის რეიტინგი და საქართველოს ნაკრების პოზიცია

გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას დეკემბრის თვის რეიტინგი, რომელშიც საქართველომ წინა თვესთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წაიწია. “ჯვაროსნებს” ამჯერად 239 ქულით 125-ე ადგილი აქვთ დაკავებული.

რაც შეეხება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს, გერმანია რეიტინგს სათავეში უდგას, შოტლანდია 36-ე პოზიციაზეა, პოლონეთი 41-ე ადგილზეა, ირლანდია კი 64-ზეა.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

ადგილი: ქვეყანა ქულა
1 GER   გერმანია 1725
2 ARG   არგენტინა 1538
3 COL   კოლუმბია 1450
4 BEL   ბელგია 1417
5 NED   ჰოლანდია 1374
6 BRA   ბრაზილია 1316
7 POR   პორტუგალია 1160
7 FRA   საფრანგეთი 1160
9 ESP   ესპანეთი 1142
10 URU   ურუგვაი 1135
11 ITA   იტალია 1103
12 SUI   შვეიცარია 1091
13 ENG   ინგლისი 1032
14 CHI   ჩილე 1022
15 ROU   რუმინეთი 1014
16 CRC   კოსტა რიკა 997
17 CZE   ჩეხეთი 987
18 ALG   ალჟირი 948
19 CRO   ხორვატია 946
20 MEX   მექსიკა 913