„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

სერია A-ს პირველი წრის საუკეთესო და ყველაზე ცუდი გუნდები

“სქაიმ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი წრის საუკეთესო და ყველაზე ცუდი გუნდები შეადგინა.

საუკეთესო გუნდი ასე დაკომპლექტდა:

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”);
მცველები: დანიელე რუგანი (“ემპოლი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ალესიო რომანიოლი (“სამპდორია”);
ნახევარმცველები: მირკო ვალდიფიორი (“ემპოლი”), სტეფანო სტურარო (“ჯენოა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”);
თავდამსხმელები: ჟერემი მენეზი (“მილანი”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), მანოლო გაბიადინი (“სამპდორია”).

გათამაშების პირველი წრის ყველაზე ცუდი გუნდი კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მორგან დე სანკტისი (“რომა”);
მცველები: ეშლი კოული (“რომა”), რაფა მარკესი (“ვერონა”), ნემანია ვიდიჩი (“ინტერი”), დანიელე ბონერა (“მილანი”);
ნახევარმცველები: დავიდ ლოპესი (“ნაპოლი”), ფრანჩესკო ლოდი (“პარმა”), პანაიოტის კონე (“უდინეზე”);
თავდამსხმელები: ხერმან დენისი (“ატალანტა”), ფერნანდო ტორესი (“მილანი”), როდრიგო პალასიო (“ინტერი”).

teams