კიტეიშვილი: “ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა”

ოთარ კიტეიშვილმა, თბილისის “დინამოდან” გრაცის “შტურმში” გადასვლის შემდეგ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

“დინამოში 3.5 წელიწადი გავატარე და ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ეს მომენტი ჩემთვის ახლა დადგა. დინამოში ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები- ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას თამადობით, რომსაც მუდამ ქონდა ჩემი იმედი. ასევე ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდში მომუშავე პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა დინამოს გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს დინამოს და ყოველთის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს.

ვამაყობ, რომ დინამოში ვთამაშობდი და ვიყავი ამ დიდი გუნდის კაპიტანი. მადლობა დინამო,” – წერს კიტეიშვილი.

გიორგი ქვილითაიამ “შტურმს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში გრაცის “შტურმმა” საკუთარ მოედანზე ვენის “რაპიდი” მიიღო.

პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა: ნიგერიელმა ემეკა ეზემ დუბლი შეასრულა. თუმცა, მე-40 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

იხილეთ ქვილითაიას გოლი

 

LIVE: დინამო თბილისი – შტურმი

თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამო” პირველ ამხანაგურ შეხვედრას ავსტრიულ შტურმთან გამართავს. თბილისურ კლუბთან ერთად შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იმყოფებიან: ლიბორ ჰრდლიჩკა, ნიკა დაუშვილი, გიორგი კულუა, ვაჟა ტაბატაძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბექა მიქელთაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა უგულავა, ოთარ კიტეიშვილი, სტეფან ბუკორაცი, გუგა, ზურაბ ჯაფიაშვილი, რენე ფერეირა და მანუელ ონვუ.

სასტარტო შემადეგნლობები:

“დინამო”: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ჭანტურია, თოთაძე, კაკაბაძე, ცინცაძე, ბუკორაცი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, ჯიღაური, მანუელი
“შტურმი”: გრატცეი, სტანკოვიჩი, პიესინგერი, მადლი, ერენრეიხი, ოფენბახერი, როზენბერგერი, შპენდლხოფერი, შიკი, კინასტი, ედმონვონი

წლის ყველაზე სასაცილო ავტოგოლი, რომელიც უნდა ნახოთ

ავსტრიის ბუნდესლიგაში, გრაცის “შტურმსა” და “ზალცბურგს” შორის გამართულ მატჩში, “შტურმის” კარში ძალიან სასაცილო ავტოგოლი გავიდა.

ფრანგული კოცნა ძელთან

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ინსბრუკის „ვაკერ ტიროლსა“ და  გრაცის „შტურმს“ შორის გამართულ შეხვედრაში (0:1) საინტერესო შემთხვევა მოხდა. სტუმართა გუნდის კიპერმა ბენედიქტ პლიკეტმა მატჩის მიმდინარეობისას კარის ძელს „ფრანგულად“ აკოცა.

გაინტერესებთ, რატომ გააკეთა ეს?

28 წლის გერმანელმა მეკარემ „სქაი აუსტრიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეს საქციელი ავადმყოფობით ახსნა. ბენედიქტი დიაბეტით დაავადებული აღმოჩნდა. მატჩის მიმდინარეობისას, მან იგრძნო, რომ სისხლში შაქრის დონე შეუმცირდა. საჭირო დონის აღსადგენად კლუბის ექიმებმა მას სპეციალური დიაბეტური დასალევი გელი დაუნიშნეს. პლიკეტი აღნიშნულ სითხეს წყლის ბოთლით დაატარებდა და მატჩის მიმდინარეობისას, ის მინდორზე ედო.

დიაბეტური გელის დალევის დროს მეკარეს ბალახის ნაწილი შეჰყვა და მის მოსაშორებლად სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ძელს ენა აუსვა.

ბექა დოგრაშვილი