1 აგვისტოს, იტალიაში, “პალერმომ” ამხანაგური მატჩი გამართა “ლუმეზანესთან”, რომელიც ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, “პალერმოს” ნახევარმცველმა ფრანკო ვასკესმა 5 წამში სამ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
1 აგვისტოს, იტალიაში, “პალერმომ” ამხანაგური მატჩი გამართა “ლუმეზანესთან”, რომელიც ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, “პალერმოს” ნახევარმცველმა ფრანკო ვასკესმა 5 წამში სამ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
დღეს „იუვენტუს სთედიუმზე“ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ კლუბის ახალწვეული პაულო დიბალა წარადგინა. თავდამსხმელმა ახალ კლუბში 21-ნომრიანი მაისური მიიღო.
„იუვენტუსის“ დონის კლუბში თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმედია, როგორც მოთამაშე და პიროვნება კიდევ უფრო განვვითთარდები და გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდები. წარმატების მისაღწევად ეს ჩინებული ადგილია“, – ციტირებს დიბალას „იუვეს“ ოფიციალური საიტი.
პრესის ინფორმაციით, არგენტინელის სანაცვლოდ „იუვემ“ 32 მილიონი ევრო გადაიხადა. განვილი სეზონში „პალერმოს“ მაისურით დიბალამ 34 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.
„პალერმოს“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ტურინში ჩავიდა, სადაც „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ამის შესახებ „სქაი სპორტსის“ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა. 21 წლის არგენტინელი ტურინის ერთ-ერთ კლინიკაში „იუვეს“ უფროს მატეო ფაბრისთან ერთად მივიდა. შემოწმებამ „ბიანკონერის“ ექიმის ლუკა სტეფანინის ხელმძღვნაელობით ჩაიარა.
სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილი სხვა კლინიკაში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითი იქნება, დიბალასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ორმოცი მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.
“პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდის ლიდერი “ნაპოლიში” გადავა.
გუშინ “ნაპოლიში” დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომ დიბალას ტრანსფერის საკითხზე მათ მოლაპარაკება “პალერმოს” ვიცე-პრეზიდენტ, გულიელმო მიჩიკესთან გამართეს.
“ნაპოლი დაინტერესებულია დიბალათი? – მართალია. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პირადად მითხრა, რომ ის აპირებს გუნდი გააძლიეროს მაშინაც, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან. ჩვენ ამ ტრანსფერის საკითხზე მალე შევხვდებით ერთმანეთს”.
“რა თქმა უნდა, აურელიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. იმედი მაქვს, დიბალას სწორედ ის შეიძენს, რადგან პაულო “ახალი მესია”,-განაცხადა ძამპარინიმ Radio Crc-თან.
შეგახსენებთ, რომ დიბალათი ასევე ინტერესდებიან “რომა” და “იუვენტუსიც”. ახალგაზრდა ინგლისურ კლუბებსაც დაუკავშირეს, მაგრამ როგორც თავად თქვა, სერია ა-ში დარჩენა სურს.
“პალერმოს” ახალგაზრდა შემტევის, პაულო დიბალას აგენტის, პაულო მასკარდის თქმით, იტალიის ჩემპიონები მისი კლიენტით სერიოზულად ინტერესდებიან.
მასკარდის ინფორმაციით, “იუვენტუსი” დიბალაში 32 მილიონს იხდის, მაგრამ ეს კიდევ არაა საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ “პალერმოს” პრეზიდენტის, მაურისიო ძამპარინის შეთავაზება.
“დიბალა შეარჩევს გუნდს, რომელიც მისცემს შანსს თავისი ნიჭი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. გარდა ამისა, ძამპარინი გაუშვებს მას იქ, რომელი გუნდისგანაც უკეთესს სარგებელს მიიღებს,”-განაცხადა აგენტმა Tuttosport-თან ინტერვიუში.
“იუვენტუსის გარდა, იტალიაში დიბალათი “რომა” და “ინტერიც” ინტერესდება. მაურისიო არ ჩქარობს”.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმლის ანგარიშზე 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, 29 მატჩში.
“პალეროს” ამომავალი ვარსკვლავის მსურველთა რიცხვი იზრდება.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იუვენტუსი” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუ ის დარჩენას გადაწყვეტს იტალიაში. პროგრესირებად ფეხბურთელს აკვირდებიან “მან.სიტის”, “არსენალის”, “პსჟ”-ს, “რომასა” და “ნაპოლის” აგენტები.
ახლა, “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიბალასთვის ბრძოლაში მილანური გუნდიც ჩაერთო.
“ჩვენი მიზანი – დავუბრუნდეთ საუკეთესო თამაშს მომავალ სეზონში. პაულო ძლიერი ფეხბურთელია, რომლის გაფორმებას გვსურს. “ინტერი” მისი კარიერისთვის იდეალური გაგრძელება იქნება”.
21 წლის თავდამსხმელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.
“ბებერი ქალბატონები” არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ზაფხულში ნიჭიერი ახალგაზრდა, პაულო დიბალა დაიმატონ.
“ახლა ფავორიტი “იუვენტუსია”. მათ უნდათ, წინასწარ შეთანხმებას მომავალ კვირაში მიაღწიონ. ტურინელებმა 35 მილიონი შემოგვთავაზეს, მაგრამ მე 40 მსურს,”-განაცხადა “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ჯამპარინიმ.
გარდა “იუვენტუსისა”, დიბალას ტრანსფერისთვის იბრძვიან “არსენალი”, “მან.სიტი”, “პსჟ”, “რომა”, “ინტერი” და “ნაპოლი”.
21 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და მიითვალა 8 საგოლე გადაცემა.
“პალერმოს” პრეზიდენტი, მაურისიო ჯამპარინი კვლავ განაგრძობს მისი არგენტინული ბრილიანტის მოვლას.
“იუვენტუსმა და არსენალმა უკვე გააკეთეს წინადადებას დიბალას ტრანსფერზე. მოთამაშის აგენტი იტალიაში პარასკევს ჩამოვა, მასში 40 მილიონზე მეტს ვითხოვთ”.
“დიბალას სურს იტალიაში დარჩენა, მაგრამ მისთვის ინგლისში “არსენალი” ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან პაოლო სწორედ არსენ ვენგერის სტილს ერგება,”-განაცხადა ჯამპარინიმ.
მიმდინარე სეზონში, პაულო დიბალამ სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
იტალიის ჩემპიონები ფრანკო ვასკესისა და პაულო დიბალას გაფორმებას ეცდებიან.
26 წლის ვასკესი დაიბადა არგენტინაში, რომელმაც უკვე მიიღო გამოძახება იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მან გაიტანა შვიდი გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა.
პაულო არ აპირებს იტალიაში თამაშს, თუმცა მან უკვე მიიპყრო ევროპული გიგანტების ყურადღება, ერთ-ერთია “არსენალი”.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელმა, ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება “პალერმოს” პრეზიდენტ, მაურისიო ძამპარინისთან და დიდი ალბათობით, სიცილიელთა ორი ლიდერი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.
ცნობილია, რომ დიბალას გუნდიდან წასვლა “პალერმოს” 40 მილიონით გააძლიერებს.
1 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “პალერმოსა” და “ჰელას ვერონას” შორის გამართულ მატჩში პაულო დიბალამ მეტოქის კარში ჯარიმა გაიტანა.
21 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში “ატალანტასა” და “პალერმოს” შორის გამართულ შეხვედრაში (3:3), ფრანკო ვაზკესმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
30 ნოემბერს, “პალერმოსა” და “პარმას” შორის გამართულ მატჩში (2:1), “პალერმოს” ფეხბურთელებმა საჯარიმო ასე გაითამაშეს.