“რომას” ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ “ლივერპულთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი “მერსესაიდელთა” გამარჯვებით დასრულდა – 5:2.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ბარსელონას” შედეგს “ლივერპულთანაც” გავიმეორებთ… პირველივე წუთიდან უნდა ვიბრძოლოთ, მაქსიმუმი უნდა დავდოთ მოედანზე.
არ მინდა პირველ მატჩზე ფიქრი, უმჯობესია, მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ და კონკრეტული მიზანი დავისახოთ. ტრიბუნები გადაჭედილი იქნება და ჩვენ მათ გაბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ.
ვნახოთ რა მოხდება, ჩვენი მისია თითქმის ისეთივეა, როგორიც “ბარსელონასთან”. ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ,”- აცხადებს ჯეკო.