“ლევერკუზენი” ადასტურებს: კევინ ფოლანდი 2017 წლამდე იუქმებს

“ბაიერ ლევერკუზენის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კევინ ფოლანდი გერმანულ კლუბს 2017 წლამდე ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად “ლევერკუზენს” “ჰოფენჰაიმისთვის” კლუბისთვის სარეკორდო თანხის, 17 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია (ახალი სეზონის სტარტზე).

“ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ. ამ დროის მანძილზე მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე ვიქნები კონცენტრირებული და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მალევე დავიბრუნო ფორმა.” – ციტირებს მის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მაყურებლებს თავი 3 გატანილი გოლით დაამახსოვრა, მათ შორის “ცსკა”-ს კარში გატანილი გოლითაც (1-1), რომელმაც გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოუტანათ.

კრისტიან ბენტეკეს 3 პოტენციური ჩამნაცვლებელი “ლივერპულში”

ფაქტი, რომ კრისტიან ბენტეკეს მომავალი “ლივერპულისაგან” საკმაოდ შორსაა კიდევ ერთხელ დამტკიცდა კვირას გამართულ მატჩში, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა 3-2 დათმო.

კრისტიან ბენტეკე მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში 1-2 იყო. მას ერთი გოლის გატანა და მატჩის დასრულება ევალებოდა, ნაცვლად ამისა მან ერთი 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, რაც 32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფეხბურთელს ნამდვილად არ ეპატიება.

კლოპის გუნდმა ამით ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზაფხულში კლუბში რევოლუციის მოხდენის შანსებს, რასაც პირველ რიგში კრისტიან ბენტეკე შეეწირება.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კრისტიანი? გთავაზობთ სამ შესაძლო კანდიდატურას …

new+sparkle

მიში ბატშუაი (მარსელი)

ფრანგული “მარსელის” ამჟამინდელი თავდამსხმელი, მიში ბატშუაი სრულად აკმაყოფილებს იურგენ კლოპის მოთხოვნებს. 22 წლის შემტევმა “მარსელის” მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 18-ჯერ შესძლო გოლის გატანა.

ბელგიელი შემტევით “ვესტ ჰემიც” ინტერესდება. თუმცა შესაძლოა, რომ “წითლები” და “ჩაქუჩები” შემდეგნაირად შეთანხმდნენ: მიში “ლივერპულში” გადავა, ბენტეკე – “ვესტ ჰემში”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიში ბატშუაი ღირსეულ კონკურენციას უწევს ნაკრებში ადგილის მოპოვებისთვის რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ბენტეკეს. ბელგიელთა თავკაცს ჯერაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის ჩააბარებს ევრო-2016-ზე ნაკრების შეტევის ხაზს.

new+sparkle

ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-შემტევის “ლივერპულში” გადაბარგების ალბათობა არც ისე დიდია, თუცმა თუ იურგენი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია.

ESPN-ს ჟურნალისტები ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდნენ, რომ ჩიჩარიტო ზაფხულში “ლივერპულის” პრიორიტეტული სამიზნე იქნებოდა. აღნიშნული სპეკულაციების მიზეზი მექსიკელის ბრწყინვალე ასპარეზობა გახლავთ გერმანიაში.

ხავიერ ჰერნანდესი მშრომელი ფეხბურთელია, რომელიც ღმერთმა ჯანითა და თანაგუნდელებთან უსიტყვო კონტაქტის უნარით დაასაჩუქრა. ის და სტარიჯი მართლაც რომ შესანიშნავ დუეტს შექმნიან.

ჰერნანდესმა, რომელიც “ლევერკუზენმა” 12 მილიონ ფუნტად შეიძინა, წლევანდელ სეზონში გერმანული გუნდის მაისურით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლის გატანა მოახერხა.

new+sparkle

ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ლაკაზეტი გასულ ზაფხულს არაერთი ინგლისური გრანდის ინტერესთა სფეროში მოხვდა სენსაციური სეზონის შემდგომ (27 გოლი 33 მატჩში), თუმცა მან ლიგა 1-ში დარჩენა ისურვა.

ლაკაზეტი გუნდში დარჩა, დარჩა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მისი იმედის კოშკები დაიმსხვრა.

გარდა ამისა ლაკაზეტი წლევანდელ სეზონში ფეკირის გარეშე არც ისე კარგად გამოიყურება, მან მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლო 27 მატჩში.

თუ მას დიდ ფეხბურთში გადაბარგება და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევა შესძლოს, ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არც მიეცეს.

ანჩელოტის “ბაიერნში” ჩიჩარიტოს მიყვანა სურს

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” მომავალ ზაფხულს ხავიერ ერნანდესის გადაბირებას ეცდება, რომელიც ამჟამად “ლევერკუზენის” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა მექსიკელი ფორვარდი დაიწუნა და გერმანიაში გაუშვა, ჩიჩარიტომ 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

Goal-ის ცნობით, მექსიკელი ფორვარდის გადაბირებით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელიც ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა მისცა “რეალის” მაისურით თამაშის შანსი ჩიჩარიტოს, მაშინ, როცა 27 წლის შემტევი “მანჩესტერის” ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებდა.

ჩიჩარიტო: ” შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ვარ”

ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელის თავდამსხმელი, ხავიერ ერნანდესი თვლის, რომ მაღალი დონის თავდამსხმელია და ვერც შეედავები – თუ კი შენი საქმის პროფესიონალი არ ხარ, შეუძლებელია ბუნდესლიგის 16 მატჩში 13 გოლის გატანა.

მექსიკელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება, რაც მისთვის ბრწყინვალე შედეგია, რამეთუ აღნიშნულ ჩემპიონატში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს.

აღნიშნული სიახლე ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზეც დაიდო. ეს პოსტი ჩიჩარიტომ გააზიარა და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპის ლიგაში უწევს ასპარეზობა

“ბაიერს” ფოლანდი სჭირდება

Bild-ის ინფორმაციით, “ბაიერი” შეუერთდა იმ გუნდებს, რომლებიც “ჰოფენჰაიმის” თავდამსხმლის, კევინ ფოლანდის ტრანსფერისთვის იბრძვიან.

22 წლის ფოლანდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 29 ჩატარებული მატჩიდან შვიდჯერ გაიტანა.

დიდი ხანია, რაც გერმანელმა სხვადასხვა ევროპული გუნდების ყურადღება მიიქცია, ერთ-ერთია “ბაიერ ლევერკუზენი”.

კევინს “ჰოფენჰაიმი” 15 მილიონ ევროდ აფასებს.

“ატლეტიკო” პაპადოპულოსით ინტერესდება

“ლეიბები” არ ამბობენ უარს, დაცვის ხაზი “ბაიერის” მცველით, კირიაკოს პაპადოპულოსით გააძლიერონ.

მოსალოდნელია, რომ დედაქალაქელთა დაცვის ცენტრს მირანდა-გოდინს ტოპ-კლუბები კვლავ დააცხრებიან და “ატლეტიკოს” მათი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

Suddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდი გერმანიაში მოთამაშე ბერძენი მცველით დაინტერესა.

23 წლის მცველმა ესპანელებზე გავლენა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მოახდინა, სადაც “ლევერკუზენი” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა.

ნერვების თამაში მადრიდელებმა მოიგეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მასპინძლები კარგად იყვნენ მომზადებულნი. პირველი მატჩი გერმანიაში, “ბაიარენაზე” ჩატარდა, სადაც ჩალჰანოღლუს გოლით “ფარმაცევტებმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ასეთი შედეგის შემდეგ, განმეორებითი მატჩისთვის ორივე გუნდი პენალტების სერიისთვის კარგად ემზადება, მაგრამ “ბაიერ ლევერკუზენმა” 5 დარტყმიდან სამი თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა.

ასე და ამგვარად, “ლეიბები” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან.

“ატლეტიკო მადრიდი” 1:0 “ბაიერ ლევერკუზენი”(პირველი მატჩი 1-0)(პენალტების სერია – 3:2)

გოლი: სუარესი ’27

ატლეტიკო: მოია(ობლაკი 23), გამესი, გიმენესი, მირანდა, ხუანფრანი, თურანი, სუარესი, კოკე, კანი(გარსია 46), გრიზმანი, მანჯუკიჩი(ტორესი 83)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, კასტრო, ბენდერი(პაპადოპულოსი 104), ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი(როლფესი 77), დრმიჩი(კისლინგი 69)