ემილიო ბუტრაგენიო: “რეალმა” საკმაოდ რთული გზა განვლო და ახლა “ბაიერნის” ჯერია”

მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ “რეალის” მეტოქე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება.

“აქამდე მოსვლა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ზედიზედ მერვე წელია, რაც ტურნირის ამ ეტაპზე ვიღებთ მონაწილეობას.

თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა წინ გველის. ბოლო ნაბიჯი ყოველთვის უფრო რთულია. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოვაჩენთ.

“ბაიერნი” ბრწყინვალე გუნდია და ამიტომაც, ვალდებული ვართ, ორივე მატჩში უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. მიუნხენში პოზიტიური შედეგი უნდა დავდოთ და შინ დამშვიდებულები დავბრუნდეთ.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა განვლეთ – “პარი სენ-ჟერმენი”, “იუვენტუსი” და ახლა “ბაიერნი”. ძალიან გვინდა ფინალში გასვლა და კიდევ ერთხელ გაჩემპიონება,” – აცხადებს ბუტრაგენიო.

ბუტრაგენიო: “გვერჩივნა, “ბაიერნის” წინააღმდეგ სხვა დროს გვეთამაშა”

მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა, რომელმაც მადრიდულ გრანდს მეტოქედ მიუნხენის “ბაიერნი” არგუნა.

“ბაიერნი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო, რომელთანაც შეიძლება დავწყვილებულიყავით. დარწმუნებული ვარ, ისინიც იგივეს ფიქრობენ.

გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მათ სათავეში კარლო ანჩელოტი დგას, რომელმაც “რეალის” შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის.

ამასთანავე, მეტოქეთა ბანაკი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და არც გამოცდილება აკლიათ. ამიტომაც გვერჩივნა, მათთან შემდეგში გვეთამაშა.

ის ფაქტი, რომ მეორე მატჩს სახლში გავმართავთ, მცირე უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ გერმანიაში გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. ვიცით, რთული მატჩები გველის, მაგრამ წარმატების მიღწევა შეგვიძლია,” – აცხადებს ბუტრაგენიო.

ბუტრაგენიო: “ნაპოლის” ნამდვილად ძალუძს “რეალისთვის” პრობლემების შექმნა”

მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ნაპოლის” “რეალისთვის” პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია.

“ნაპოლის” ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და ზოგადად, ეს გუნდი ბოლო წლებში დიდ პროგრესს განიცდის. მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება.

ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ საშიშები არიან იტალიური კლუბები. მათი პრესინგის ქვეშ თამაში რთულია, ისინი ახლო თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც მათ ჩვენთვის პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლიათ.”

ბუტრაგენიო: “მანჩესტერ სიტი” სათანადოდ უნდა შევაფასოთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ, ემილიო ბუტრაგენიომ “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალის” წყვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წყვილში შანსები თანაბარია.

“ძალიან დაბალანსებული წყვილია. ვსაუბრობთ ორ გუნდზე, რომლებიც უმაღლეს დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები.

“მანჩესტერ სიტი” ძალზედ საშიში მეტოქეა, ამასთანავე ისინი ძალიან მოტივირებულებიც არიან. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ.

მახსოვს, გასულ წელს იღბლიანად ვთვლიდით თავს, რადგანაც “ბარსელონა” ავიცილეთ, თუმცა საბოლოო ჯამში “იუვენტუსმა” გამოგვაგდო. ძალიან რთული მატჩები გველის.”

რა განაცხადა მადრიდის „რეალის“ გაკვირვებულმა დირექტორმა?

მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ „ვალენსიასთან“ ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ჯერ არ მინახავს, რომ ერთ ტაიმში ბურთი ძელს სამჯერ მოხვედროდეს, მეკარე კი პენალტს იგერიებდეს. თუ ფეხბურთის ღმერთს არ სურს, ვერ გაიმარჯვებ.

ძალიან ბევრი ძალა დავხარჯეთ, თუმცა დაცვაში მოთამაშე მეტოქე ვერ გავტეხეთ. მეკარე ალვეშს ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა, „ვალენსია“ მისგან მეტს ვერ მოითხოვდა“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.



ბუტრაგენიო: „ატლეტიკოზე“ უკეთესად ვითამაშეთ“

მადრიდის „რელის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ აღნიშნა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მისმა გუნდმა თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ აჯობა.

„შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და მეტოქეზე გაცილებით მეტი მომენტი შეგვექმნა, თუმცა ობლაკმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, რითაც უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მოგვცა“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.

ბუტრაგენიო: „რონალდუს ხუთი გოლი ყველაფერზე მეტყველებს“

მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ „გრანადასთან“ ანგარიშით 9:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„გუნდმა თავიდანვე კარგად ითამაშა და რონალდუს ხუთი გოლი მის სათამაშო დონეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. თუმცა, დღეს ყველამ კარგად ითამაშა, მათ შორის ხამესმაც, რომელიც ტრავმის შემდეგ დაგვიბრუნდა. იგივე მოდრიჩსაც ეხება. წინ მნიშვნელოვანი კვირები გველის, რომელთა დროსაც ორი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.

ბუტრაგენიო: “ვიცით, რა სირთულეები გველის “ატლეტიკოსთან”, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ტურნირის ამ სტადიაზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.

“სამეფო კლუბის” დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ დამდეგი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“ატლეტიკო” კონკურენტუნარიანი გუნდია. ამ სეზონში ერთმანეთთან ბევრჯერ ვითამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. “ატლეტიკომ” ბრძოლა იცის. ეს გუნდი ცოტა გოლს უშვებს, სტანდარტულ სიტუაციებს კარგად იყენებს და თითოეულ მომენტში მაქსიმუმის გამომუშავებას ცდილობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას და ვიქნებით თუ არა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაში. იმედია, საკადრო პრობლემებს მოვაგვარებთ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. არავინ არ იცის, რამდენად არის უპირატესობა საპასუხი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. ვიცით, რა სირთულეების წინაშე დავდგებით, ამიტომ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ, “ატლეტიკოს” ბარიერი უნდა დავძლიოთ”, – ბუტრაგენიოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, 14 აპრილს გაიმართება.