“ატლეტიკო” ლუსიანო ვიეტოს განათხოვრებას გეგმავს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლუსიანო ვიეტო სხვა კლუბში გაანათხოვრონ. ამ ინფორმაციას გავლენიანი მადრიდული გამოცემა AS ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “როხიბლანკოს” 24 წლის შემტევის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ლისაბონის “სპორტინგია”. პორტუგალიელები მზად არიან, სეზონის ბოლომდე ინათხოვრონ ვიეტო, თუ შემდეგში მის გამოსყიდვას ათ მილიონ ევროდ შეძლებენ.

მიმდინარე სეზონში ვიეტომ რვა მატჩი ჩაატარა “ატლეტიკოს” მაისურით, თუმცა ამ დროის მანძილზე თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

ვიეტოს ტრანსფერზე სამი კლუბი მუშაობს

Sky Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “სამპდროიას” ხელმძღვანელები “ატლეტიკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” კუთვნილებაში მყოფი ახალგაზრდა ტალანტი არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და მზადაა, “ვანდა მეტროპოლიტანო” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.

23 წლის არგეტნინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე “სამპდორიას” გარდა “ვილიარეალი” და “მონაკოც” მუშაობს.

გასულ სეზონში ვიეტო “სევილიაში” თამაშობდა არენდის წესით. პრიმერას 21 მატჩში მან 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

“საუთჰემპტონი” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

როგორც იცით, 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “სევილიაში”, არენდის წესით გაატარა. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ კი “როხიბლანკო” დაახლოებით 12 მილიონ ფუნტს ითხოვს.

გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანებს” ახალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინო გაწვრთნის, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ფეხბურთელს.

23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ბოლო სამ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე 19 გოლის გატანა შეძლო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 ივლისი)

კევინ გაიმეირო “ატლეტიკოს” ფეხბურთელია

“ატლეტიკომ” და “სევილიამ” კევინ გამეიროსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე საათში მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს – ამ ინფორმაციას “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბარსელონა” მანჯუკიჩზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდის სამიზნე, კევინ გამეირო “ატლეტიკოში” გადავიდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელები მარიო მანჯუკიჩზე გადაერთნენ. სავარაუდოდ, მანჯუკიჩს შემტევი ტრიოს, MSN-ის უკან მოუწევს თამაში.

“სევილიამ” ვიეტო არენდით აიყვანა

ესპანურმა “სევილიამ” “როხიბლანკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ვიეტო ანდალუსიელთა რიგებში არენდის წესით, ერთი სეზონის მანძილზე ითამაშებს.

პოგბა “მანჩესტერში”? სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება…

18 წლის ჯონათან პერკინსის ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” 6-ნომრიან მაისურს, რომელზეც მისივე სახელი არის დაწერილი.

Untitled-1

ლორენტე “სუონსის” უახლოვდება

The Daily Mail: “სუონსის” ხელმძღვანელები ალბერტო პალოშის, ბაფეტამბი გომისისა და ედერის წასვლის შემდეგ, ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ბრიტანული წყაროს ცნობით, უელსური კლუბი ძალიან ახლოსაა “სევილიას” ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს გადაბირებასთან.

დიეგო კოშტა შესაძლოა, რომელუ ლუკაკუმ ჩაანაცვლოს

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “ევერტონთნ” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ “სტემფორდ ბრიჯზე” გადავა, “ატლეტიკო მადრიდს” დიეგო კოშტას დაბრუნება 40 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.

ემერი “რეალის” ვარსკვლავის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი ადასტურებს “რეალის” თავდამსხმელის, ხესეს მიმართ მისი ინტერესის არსებობას: “მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის დიდებული ფეხბურთელია.”

Mauricio_Pochettin_2793779b

ვიეტომ “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის არჩევანი გააკეთა

მიმდინარე ზაფხულზე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ “მადრიდის ატლეტიკოს” ფეხბურთელით, ლუსიანო ვიეტოთი ანდალუსიის “სევილია” და კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდებოდა. 22 წლის მოთამაშეს ჰქონდა არჩევანი, ან უნდა ეთამაშა მესის, სუარესისა და ნეიმარის მხარდამხარ ან “სევილიაში” გადასულიყო, სადაც დიდი ალბათობით სტაბილურად იქნებოდა ძირითადში იმ მიზეზით, რომ კლუბს ლორენტე და იმობილე ტოვებენ.

როგორც გაირკვა, მოთამაშის აგენტი და “სევილიას” მესვერურები შეხვდნენ ერთმანეთს არგენტინაში. სწორედ იქ გადაწყდა, რომ მომავალ სეზონს ვიეტო “სევილიაში” იჯარის წესით გაატარებს. მოთამაშეს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რომლის მიღების საშუალება არგენტინელს ანდალუსიურ კლუბში უფრო ექნება, ვიდრე “ბარსაში”.

“ბარსელონა” ლუსიანო ვიეტოსთვის გაიბრძოლებს

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები მზად არიან “ატლეტიკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყონ. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური AS გვაწვდის.

“ბარსელონას” ტექნიკურმა დირექტორმა კონფერენციაზე ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ კლუბი თავდამსხმელის გადაბირებას აპირებს. როგორც ჩანს, კატალონიელები სწორედ ვიეტოს გამოყენებას აპირებენ, როგორც ბრწყინვალე ტრიოს დამხმარე ფეხბურთელად.

ესპანეთის ჩემპიონებმა უკვე მიაღწიეს პირად შეთანხმებას არგენტინელ ფეხბურთელთან, ახლა კი საქმე “ატლეტიკოსთან” უნდა მოაგვარონ.

კატალონიელებმა იციან ისიც, რომ “ატლეტიკო” ვიეტოს სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონს მოითხოვენ, რამეთუ სწორედ ამდენი გადაიხადეს მადრიდელებმა მის გადმოსაბირებლად.

“სევილიელებს” “ატლეტიკოს” თავდამსხმელის გადაბირება სურთ

As-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანური “სევილიას” წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერთან დაკავშირებით.

ვიეტომ, რომლითაც ამავდროულად კატალონიური “ბარსელონა” და “ვილიარეალიც” არის დაინტერესებული, შესაძლოა “ვისენტე კალდერონი” პირველივე სეზონის შემდეგ დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკოში” მისვლით იმედგაცრუებულია, “როხიბლანკოს” ხელმძღვანელებს მისი სრულად დაკარგვა არ სურთ და მისი არენდის წესით გაშვებას აპირებენ.

მაგრამ, თუ რომელიმე კლუბი ვიეტოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის (რაც მეტი იქნება იმ თანხაზე, რაც თავად “ატლეტიკომ” გადაიხადა მასში), მაშინ მადრიდელები იძულებულნი იქნებიან გაუშვან არგენტინელი ფეხბურთელი.

“ატლეტიკომ” ვიეტოს ტრანსფერი დაადასტურა

არგენტინელი შემტევი, ლუსიანო ვიეტო კარიერას თანამემამულე, დიეგო სიმეონესთან გააგრძელებს.

“ატლეტიკოს” თვითერის ოფიციალურმა გვერდმა 21 წლის ფეხბურთელის გაფორმება დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი 20 მილიონი დაჯდა.

დიეგო სიმეონე ლუსიანო ვიეტოს “რასინგში” მუშაობის დროსაც იცნობდა.

შეგახსენებთ, რომ “ლეიბებმა” უკვე გაუშვეს მარიო მანჯუკიჩი და არდა თურანი. გუნდი სულ მალე ჯექსონ მარტინესის გაფორმებასაც დაადასტურებს.

სიმეონემ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და „ვილიარეალის“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მის აგენტს კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. ჩვენი გუნდისთვის ტევესი ჩინებული გაძლიერება იქნებოდა.

ვიეტო? ის ჩვენი მიზანია და მის ტრანსფერთან ახლოს ვართ. მას ახალ სეზონში ჩვენთან ველი. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ დამრიგებელმა.

“ატლეტიკო” მზად არის, ვიეტოში 22 მილიონი გადაიხადოს

“ვილიარეალის” ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო დიდი ალბათობით, ახალ სეზონს დიეგო სიმეონეს გუნდში დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ “წყალქვეშა ნავებს” არგენტინელი შემტევის შენარჩუნების სურვილი აქვთ, 22 მილიონად “ატლეტიკო” ვიეტოს გაიფორმებს.

ამჟამად მხოლოდ პირადი კონტრაქტი და სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა მოსაგვარებელი.

გასულ სეზონში, ლუსიანო ვიეტომ ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

“ატლეტიკო” ვიეტოთი დაინტერესდა

“ვილიარეალის” 21 წლის თავდამსხმელი, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოს” ინტერესთა სფეროში მოექცა.

Marca-ის თქმით, არგენტინელის გაფორმება დიეგო სიმეონეს სურს, რომელიც მომავალ სეზონში “ლეიბების” გაძლიერებას მისი თანამემამულით აპირებს.

გასულ ზაფხულს, “ვილიარეალმა” ვიეტო არგენტინული “რასინგიდან” 5,5 მილიონად დაიმატა.

მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორჯერ თანაგუნდელს გაატანინა.