ამ წუთებში, გიორგი პაპუნაშვილის “ვერდერი” ამხანაგურ შეხვედრაში აუეს უპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა. გიორგიმ მეტოქის კარი მე-18 წუთზე დალაშქრა, მან ჯერ მოწინააღმდეგე ჩამოიშორა, შემდეგ კი ძალიან ზუსტად დაარტყა.
ჭდე: გიორგი პაპუნაშვილი
პაპუნაშვილი შეკრებას „ვერდერის“ მთავარ გუნდთან ერთად გაივლის
ბრემენის „ვერდერი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას თურქულ ბელეკში გააგრძელებს. დღეს კი ქართველი გუშემატკვივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – ბრემენელთა 20 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ხსენებულ შეკრებაზე მთავარ გუნდს მიჰყვება. პაპუნაშვილის გარდა, მთავარ გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობა ასევე ახალგაზრდა მარცხენა მცველს ლეონ გუვარას მიეცემა.
„მათი თამაშის დაწვრილებით ხილვა გვსურს. ვნახოთ, ისინი თავს როგორ გამოაჩენენ“, – „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელის ვიქტორ სკრიპნიკის ამ სიტყვებს გამოცემა „ბილდი“ აქვეყნებს.
გიორგი პაპუნაშვილის გოლი “კოტბუსის” კარში (ვიდეო)
19 დეკემბერს, გერმანიის მესამე ლიგაში “კოტბუსმა” საკუთარ მოედანზე “ვერდერის” მეორე გუნდი მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც 29-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. “ვერდერის” მწვრთნელმა გიორგი 79-ე წუთზე შეცვალა.
გიორგი პაპუნაშვილმა “აალენის” ფეხბურთელს ავტოგოლი გაატანინა (ვიდეო)
5 დეკემბერს, გერმანიის მესამე ლიგაში ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდმა საკუთარ მოედანზე “აალენი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ “ვერდერმა” ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი კი პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ოლივერ ბარტმა საკუთარ კარში გაიტანა.
გიორგი პაპუნაშვილი კიოლნის “ფორტუნას” ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)
7 ნოემბერს, გერმანიის მე-3 ლიგაში, კიოლნის “ფორტუნამ” საკუთარ მოედნზე “ვერდერის” მეორე გუნდი მიიღო, რომლის ძირირთად შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი იყო.
ქართველმა შემტევი 90-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან სიტუაცია დაეძაბა.
გიორგი პაპუნაშვილმა “ვერდერის” მაისურით გაიტანა (ვიდეო)
1 ნოემბერს, გერმანიის მესამე ლიგაში “ვერდერის” მეორე გუნდმა საკუთარ მოედანზე “კემნიცერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 57-ე წუთზე სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 3:1 გახადა.
პაპუნაშვილმა მესამე ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
შაბათს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ექვსი მატჩი შედგა. ერთ-ერთ შეხდვედრაში ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდმა კოტბუსის „ენერგის“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
მე-15 წუთზე „ბრემენელი მუსიკოსების“ კარი ბრეცკრეუზმა აიღო, მეორე ნახევრის მე-6 წუთზე კი რონი გარბუშევსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ხსენებულ შეხვედრაში ბრემენელთა ქართველმა ახალწვეულმა გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა – 19 წლის ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მარკ ჰილსნერი შეცვალა.
ამ წუთისთვის „ვერდერის“ მეორე გუნდი სამი ქულით მესამე ბუნდესლიგის მეშვიდე პოზიციას იკავებს.
შემდეგ ტურში პაპუნაშვილის გუნდი გასვლაზე „ჰოლშტეინს“ შეხვდება – მატჩი 15 აგვისტოს შედგება.
ბერბატოვი, შესაძლოა, პაპუნაშვილი თანაკლუბელი გახდეს
„მონაკოს“ გამოცდილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, შესაძლოა, ბრემენის „ვერდერში“ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, „ბრემენელი მუსიკოსები“ მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს დროში გეგმავენ.
აქამდე 34 წლის ბულგარელი თავდამსხმელისადმი „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა. განვლილ სეზონში დიმიტარმა „მონაკოში“ 38 მატჩი ჩაატარა და თავი 12 გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ვერდერში“ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ახალ სეზონში იჯარით ბრემენელთა მეორე გუნდში ითამაშებს. სამშაბათს პაპუნაშვილს „ვერდერის“ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
პაპუნაშვილმა „ვერდერის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
„ვერდერში“ გადასულმა 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ახალი კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში სამშაბათს სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ბრემენელები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ, მათი მორიგი სპარინგ პარტნიორი „ვილჰელმსჰავენი“ იყო.
პაპუნაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო – ქართველმა მოედანზე შტენბერგის ადგილი დაიკავა. იმ დროისთვის „ვერდერი“ ანგარიშით 2:0 იგებდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა ბრემენელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რო პაპუნაშვილი „ვერდერის“ მეორე გუნდში, რომელიც მესამე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ
„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ
მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთწლიანი იჯარით ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ამასთან დაკავშრებით თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელიც „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება – ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.
ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ – მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.
გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე“, – ნათქვამის განცხადებაში.
პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”
ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.
1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა
პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”
როგორც იცით, თბილისის “დინამოს” ათიანი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის “ვერდერში” გააგრძელებს.
ქართველი 19 წლის შემტევი მის ყოფილ გუნდს დაემშვიდობა.
“დიდი მადლობა ჩემ გუნდს, ჩემ ფეხბურთელებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი გვერდში მედგა, მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს ამხელა ნდობისთვის, მადლობა გლადიატორებს მუდამ ჩვენ გვერდზე დგომისთვის, გამხნევებისთვის, გულშემატკივრობისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან. მადლობა “დინამო” ყველაფრისთვის, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”.