მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მეოდანზე 2014/15 წლების სეზონის უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა შედგა. რუსთავის „მეტალურგმა“ და თბილისის „ლოკომოტივმა“ მომდევნო სეზონში უმაღლესი ლიგის ადგილის გაითამაშეს.
შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და რუსთაველთა ტერიტორიულi უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა ანგარიშის გახსნა „ლოკომოტივმა“ შეძლო. კიკნაძის მიერ წამოყებული სწრაფი კონტრშეტევა მე-15 წუთზე ნარიმანიძის ავტოგოლით დასრულდა.
გატანილი გოლის შემდეგ თბილისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და 29-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა კიკნაძის გადაცემით მეორე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი „ლოკომოტივის“ უპირატესობით დაიწყო. პირისპირ გასულმა არაბიძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გაგნიძემ გოლად აქცია. თბილისელთა მცვლემა მალევე დუბლის გაფორმება შეძლო, როდესაც 53-ე წუთზე ჯარიმიდან დალაშქრა მეტოქის კარი. 72-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჩიხლაძემ დააფიქსირა – 5:0.
ამრიგად, „ლოკომოტივი“ მომდევნო სეზონიდან უმაღეს ლიგაში იასპარეზებს, „მეტალურგი“ კი პირველ ლიგაში დაქვეითდა.
მეტალურგი 0-5 ლოკომოტივი
გოლები: ნარიმანიძე 15’ (ს.კ. 0:1); გავაშელიშვილი 29’ (0:2); გაგნიძე 49′ ; 52′ (0:4); ჩიხლაძე 72′ (0:5);
მეტალურგი: ნადირაძე, ჩიკვაიძე, ზვიადაძე, შუშიაშვილი, ნარიმანიძე, გაბაშვილი, ხიზანეიშვილი, მინდორაშვილი, ბერუაშვილი, ბარაბაძე, სარიშვილი.
სათადარიგოები: ქარდავა, ბროლაძე, გულუა, ციცქიშვილი, ბარამიძე, ოქროპირიძე, ბიწკინაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ლოკომოტივი: მიქავა, ჩიტეიშვილი, სანდოხაძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი, არაბიძე, უბილავა, დიასამიძე, სულთანიშვილი, გაგნიძე, სამურკასოვი
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სათადარიგეობი: რომელფენგერი,მაკასარაშვილი, ღვინიაშვილი, ლუკავა, ართმელაძე, გაბაძე, ჩიხლაძე.