“სამტრედია” – “ლოკომოტივი”: აუტსაიდერების ფრე ლანჩხუთში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრის სადებიუტო ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “სამტრედიამ” ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

ყველაფერი მეორე ნახევარში გადაწყდა. 58-ე წუთზე ზურაბ ხაბეიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. საგულისხმოა, რომ 66-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ სიდი სანიას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მან ყვითელი ბარათი, ხოლო ერთ წუთში ზედმეტი საუბრის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა. 79-ე წუთზე “სამტრედიელმა” გივი ქარქუზაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და საბოლოოდ მატჩი, ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამ შეხვედრის შემდეგ “სამტრედია” 7 ქულით მერვე პოზიციაზეა, ხოლო “ლოკო” 5 ქულით ბოლოზეა.

&nbsp

კვირკველია: “ღმერთს ვთხოვ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თბილისის “დინამოსთან” ვითამაშოთ”

რუსეთის ფედერაციის 2017/18 წლის პრემიერ ლიგის გამარჯვებული მოსკოვის “ლოკომოტივი” გახლდათ, რომლის დაცვის ხაზსაც ქართველი ფეხბურთელი, სოლომონ კვირკველია ამაგრებს.

“საოცარი გრძნობაა! უბედნიერესი ადამიანი ვარ! “ლოკომოტივი” შეკრული გუნდია, ნამდვილი კაცები ვართ და ჩვენი საქმე შესანიშნავად გავაკეთეთ. იური პავლოვიჩი უბრალოდ საუკეთესოა! ის დიდებული პიროვნება და ბრწყინვალე სპეციალისტია.

როგორც მწვრთნელი ამბობს, ინგლისის პრემიერ ლიგაიში თამაშს შევძლებ. წინ ჩემპიონთა ლიგა გველის. მართალია, მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ღმერთს ვთხოვ, რომ ნახევარფინალში თბილისის “დინამოსთან” ვითამაშოთ,” – აცხადებს 26 წლის სოლომონი.

ეროვნული ლიგა: “ლოკომოტივის” ზედიზედ მეოთხე მარცხი (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “რუსთავი” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მისი ავტორი ბექა მიქელთაძე გახდა. “დინამოს” ყოფილმა მოთამაშემ, თამაზ მაქაცარიას პასის შემდეგ შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავი” 14 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, “ლოკომოტივს” ოთხი ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. ამ გუნდმა უკვე მეოთხე შეხვედრა წააგო მიჯრით.

 

ეროვნული ლიგა: “ლოკომოტივმა” “დილასთან” მარცხი განიცადა

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 26 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 1-3 მოიგეს.

ანგარიში მე-19 წუთზე, დილას შემტევმა ლეანდრო რიბეირომ გახსნა. 30-ე წუთზე, ალვინ ფორტესმა ლოკომოტივს მეორე გოლი გაუტანა.

ტაიმის მიწურულს ლოკომ ერთი ბურთი გაქვითა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად რომან ჭანტურიამ შეასრულა. პენალტი ლოკომოტივმა გუნდის კაპიტნის, დავით უბილავას აქტიურობის შემდეგ მოიპოვა.

მეორე ნახევარი ლაშა ჭაღიაშვილმა ცვლილებით დაიწყო. ოთარ კობახიძის ნაცვლად თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო. მალევე, თორნიკე ძებნიაური თეიმურაზ შონიამ, ვატო არველაძე კი ლუკა კიკაბიძემ შეცვალა.

ლოკომოტივს ანგარიშის გათანაბრების სამი კარგი შანსი ჰქონდა. რომან ჭანტურიას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა. ლუკა კიკაბიძესა და მამია გავაშელიშვილს სტუმართა მეკარემ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ დილასთან მატჩი, გავაშელიშვილისთვის ლოკომოტივის მაისურით მე-100 იყო.

მატჩის საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე რიბეირომ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ, ლოკო 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვლის გუნდი 2 მაისს, რუსთავთან, გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ცნობილაძე, ლობჟანიძე, გაბაძე, სამურკასოვი, ძებნიაური (შონია 64), კობახიძე (გვალია 46), არველაძე (კიკაბიძე 65), გავაშელიშვილი, რ.ჭანტურია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გვალია (49), სამურკასოვი (55), რ.ჭანტურია (72)

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური: “კოლხეთმა” “ლოკომოტივს” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურმა აიღო სტარტი. “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩის მეშვიდე ანგარიში თეიმურაზ შონიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა და “ლოკომოტივი” წინ გავიდა. ზუსტად ცხრა წუთში, უკვე დედაქალაქელების კართან დაინიშნა პენალტი, რომელიც იაროსლავ კვასოვმა გამოიყენა – 1-1. 25-ე წუთზე გიორგი კილასონიამ საერთოდ წინ გაიყვანა “კოლხეთი”. მეორე ნახევარში “რკინიგზელებმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვეს – მისი ავტორი ილია მიხაილოვი გახდა (67 წთ.). საბოლოოდ, “კოლხეთმა” ანგარიშით, 3-1 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ფოთური გუნდი შვიდი ქულით მერვე პოზიციაზეა. ხოლო, “ლოკოს” ოთხი ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

 

 

“ლოკომოტივის” პირველი გამარჯვება – “რკინიგზელებმა” “საბურთალოს” მოუგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩები შედგა. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “საბურთალომ” თანაქალაქელი “ლოკომოტივი” მიიღო.

თბილისურ დერბიში ანგარიში 57-ე წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ზუსტად 14 წუთში “რკინიგზელებმა” მეორე გოლიც გაიტანეს. ამის გაკეთება მამია გავაშელიშვილმა მოახერხა. მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე რომან ჭანტურიამ საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.

ეს გამარჯვება “ლოკომოტივისთვის” მიმდინარე ჩემპიონატჩი პირველია. მას ახლა ოთხი ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა. “საბურთალოს” 12 ქულა დარჩა და, ჯერჯერობით, პირველ ადგილს იკავებს.

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი

ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი

ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.

 

“ლოკომოტივი” კვლავ მოგების გარეშეა – დედაქალაქელებმა “ჩიხურასთან” ფრე გააგორეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები შედგა. “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” საჩხერის  “ჩიხურასთან” შეეცადა სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 31-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას პასის შემდეგ, ვატო არველაძემ გახსნა. ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გავიდა. მეორე ნახევარში, მე-80 წუთზე დემურ ჩიხლაძემ ლაშა ჩიკვაიძის გადაცემის შემდეგ გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ “ლოკო” ერთი ქულით ბოლო ადგილზეა. იმერლებს რვა ქულა აქვთ და მეორე ადგილს იკავებენ.

ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში “რამაზ შენგელიაზე” ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 37-ე წუთზე ლევან კუტლიამ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე თორნიკე კაპანაძემ გრიგოლ დოლიძის პასით შეაგდო. მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ კუტალიამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ვატო არველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 4-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერლები ექვსი ქულით მესამე ადგილზე არიან. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს ჯერ ქულა არ აუღია და ის მეცხრეზეა.

 

“ატლეტიკომ” “ლოკომოტივი” გაანადგურა – კვერკველია ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

რუსების შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა, საბა კვერკველიამ.

ანგარიში მეთექვსმეტე წუთზე კორეამ გახსნა, თუმცა რიბუსმა ოთხ წუთში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მეორე ნახევარში, ჯერ 47-ეზე საულმა გაიყვანა ესპანელები წინ, შემდეგ 65-ე და 70-ე წუთებზე ტორესმა დუბლი შეასრულა. ხოლო, 85-ე წუთზე გრიზმანმა საბოლოო ანგარიში, 1-5 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში 8-1 მადრიდელთა სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე ისინი გავიდნენ.

ევროპის ლიგის კენჭისყრა ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი: “სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია”

დინამო თბილისთან წაგებული მატჩი, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა შეაფასა.

“თამაში კარგად დავიწყეთ. საწყისი 35 წუთის მანძილზე, გარკვეული ეპიზოდების გარდა, გუნდი ისე თამაშობდა როგორც დაგეგმილი გვქონდა. შევძელით გოლის გატანა და სრულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გავუშვით.

სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია. გუნდს აქვს რესურსი მთელი მატჩი ისე ჩაატაროს, როგორც საწყის 35 წუთში ვთამაშობდით. აუცილებლად ვიმუშავებთ სათამაშო დისციპლინის კუთხით. ეს არის პრინციპი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს”. – ამბობს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გამართული თბილისური დერბი, სტუმართა გამარჯვებით, 1:4 დასრულდა.

თბილისური დერბი: “დინამომ” “ლოკომოტივს” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორი მატჩები იმართება. თავისი შეხვედრა ჩაატრა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელიც თანაქალაქელ “დინამოს” დაუპირისპირდა.

21-ე წუთზე ანგარიში “რკინიგზელთა” ახალწვეულმა, თეიმურაზ შონიამ გახსნა ანგარიში. თუმცა, ტაიმის მიწურულს, ჯერ მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა აკაკი შულაიას პასით შეაგდო. ხოლო, 44-ეზე კიტეიშვილმა ასისტითაც დაგვამახსოვრა თავი. “დინამოს” კაპიტანმა გიორგი ივანიშვილს გაატანინა.

მეორე ნახევარში კვლავ “დინამო” დომინირებდა და 54-ე წუთზე ბუდუ ზივიზივაძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში კიტეიშვილმა გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ დააფიქსირა 1-4.

ამ მარცხის შემდეგ “ლოკო” ნული ქულით მერვე პოზიციაზეა. “დინამოს” სამი ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზე იმყოფება.