ოფიციალურად: თბილისის “ლოკომოტივს” სამი ახალწვეული ჰყავს

თბილისის “ლოკომოტივს” სამი ახალწვეული ჰყავს. კლუბთან კონტრაქტი გიორგი გოროზიამლევან ქურდაძემ და ლაშა გვალიამ გააფორმა. გოროზიასა და ქურდაძის ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია, გვალიასთან კი ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი გულვერდ თომაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.

ნორვეგიული “სტაბეკის” ყოფილი წევრი, გიორგი გოროზია თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2014 წელს, იგი “სტაბეკში” სწორედ “ლოკომოტივიდან” გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გოროზიამ აზერბაიჯანულ “ზირაში” გაატარა, სადაც 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “ზირამ” ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 რაც შეეხება “სტაბეკს”: გოროზიამ ნორვეგიული კლუბის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

“ლოკომოტივის” მაისურით, გოროზიას 54 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. გიორგი იყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრი. 2012 წელს, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანლობით, აღნიშნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, გოროზიას 6-6 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლევან ქურდაძე

26 წლის ცენტრალური მცველი “ლოკომოტივში” “გაგრადან” გადავიდა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, “გაგრას” სწორედ ქურდაძე კაპიტნობდა. აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში, მან 43 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ქურდაძე სხვადასხვა დროს ლანჩხუთის “გურიაში”, “ცხინვალსა” და “ზუგდიდში” თამაშობდა, პრეფესიონალური კარიერა კი 2010 წელს, თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო.

ქურდაძე “ლოკოს” შემადგენლობაში 44-ე ნომრით იასპარეზებს.

ლაშა გვალია

25 წლის ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა ფოთის “კოლხეთი 1913”-ში დაიწყო. აღნიშნული კლუბის მაისურით, მან 2010/2012 წლებში ითამაშა. შემდეგ იყო გორის “დილას” წევრი, სადაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

2014/2014 წლების სეზონი გვალიამ ეკატერინბურგის “ურალში” გაატარა, შემდეგ კი საქართელოს იმდროინდელ ვიცე-ჩემპიონ “ზესტაფონში” გადავიდა.

სხვადასხვა დროს იგი საჩხერის “ჩიხურასა” და ბოლნისის “სიონის” წევრიც იყო, უკანასკნელად კი ეროვნული ლიგა 2-ის წევრ “ცხინვალში” თამაშობდა.

გვალიამ “ლოკომოტივთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 78-ე ნომრით ითამაშებს.

“ლოკომოტივი” “სამტრედიასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგა განახლდა.

მე-17 ტურის ერთ-ერთი შეხვედრა თბილისში, “დავით პეტრიაშვილზე” შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “ლოკომოტივი” და სამტრედიის “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა. იმერლები გურამ სამუშიამ დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გავიდა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, 0-1.

“სამტრედიას” ამ მოგების შემდეგ 30 ქულა აქვს და მესამეზეა. “ლოკო” 24 ქულით მეოთხეზეა.

“ლოკომოტივმა” წარუმატებელი სერია “დილასთან” მოგებით დაასრულა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი “მიხეილ მესხზე” შედგა, სადაც ნომინალური მასპინძელი, გორის “დილა” დეაქალაქურ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი ჩემპიონატის ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის დუბლმა გადაწყვიტა. მან 23 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ხოლო, ზუსტად ოც წუთში ისევ აიღო მიხეილ მუჯრიშვილის კარი.

მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა და “ლოკომაც” 2:0 მოიგო. საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით დასრულდა თბილისური გუნდის ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. ახლა კლუბი 24 ქულით მეოთხეზეა. “დილას” 19 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

 

ფოტო: Fcloco.Ge

სენსაცია: “შუქურამ” “ლოკომოტივი” თბილისში გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში თბილისის “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხზე” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. აჭარლებს ახალი მწვრთნელი, გიორგი შაშიაშვილი ჰყავთ, რომელსაც სადებიუტო მატჩი ჰქონდა. დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. მე-13 წუთზე გიორგი კალანდაძემ გაიტანა გოლი და “შუქურა” დააწინაურდა. ზუსტად სამ წუთში კიდევ ერთი ქობულეთელი გამოირჩა – ალექსანდრე გურულმა სტუმარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, მეორე დამატებით წუთზე ლევან კუტალიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მესამე გოლიც გაიტანა!

მეორე ნახევარში “ლოკომოტივი” ბევრს ეცადა, თუმცა სხვაობაც კი ვერ შეამცირა.

საბოლოოდ, “შუქურამ” 3:0 ის გუნდი დაამარცხა, რომელთანაც თვე-ნახევრის წინ 0:5 დამარცხდა. ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ “შუქურა” შვიდი ქულით ბოლოზეა. “ლოკოს” 21 ქულა აქვს და მეოთხეზეა.

 

“ტორპედო” – “ლოკომოტივი”: არჩათვლილი გოლი, ჩამქვრალი შუქი და იმერლების გამარჯვება (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “ტორპედო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. თამაშში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა 44-ე წუთზე. ქუთაისელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ნიკოლოზ საბანაძემ თორნიკე კაპანაძეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა მარიტივი სიტუაციიდან გოლი გაიტანა. დიდი განსჯის შემდეგ, ეს გოლი არ ჩაითვალა – მსაჯმა მიიჩნია, რომ კაპანაძე თამაშგარეში იმყოფებოდა. თუმცა, შემდგომში კარგად გამოჩნდა, რომ ასპროცენტიანი გოლი იყო.

მეორე ნახევარში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა. 58-ე წუთზე მოედანზე შუქი ჩაქვრა და მატჩი შეწყდა. ცოტა ხანში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. განახლებულ შეხვედრაში იმერლებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ, 69-ე წუთზე მოედანზე ახალმა შემოსულმა ლაშა კუჭუხიძემ გახნსა ანგარიში, ხოლო 85-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

საბოლოოდ, 2:0 “ტორპედოს” სასარგებლოდ. “ლოკომიტივმა” კი ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ქუთათურებს 25 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეორე პოზიციაზე არიან. “ლოკოს” 21 ქულა დარჩა და მეოთხეზეა.

 

“ლოკომოტივმა” სტუმრად ბათუმის “დინამო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩაატარა საკუთარ მოედანზე შეხვედრა. ამ დიდი ზეიმის მონაწილე თბილისური “ლოკომოტივი” იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში მე-14 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აჭარელთა ფეხბურთელმა, ვალერიან თევდორაძემ გახსნა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი 88-ე წუთზე იყო, როცა ვატო არველაძემ მარცხენა ფეხზე გადაიტანა ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დაბალი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში შეაგდო ბურთი.

საბოლოოდ, 1-2 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.

ამ მატჩის შემდეგ “დინამო” 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო “ლოკომოტივი” 21 ქულით მეორეზეა.

 

ფოტო: fcloco.Ge

“ლოკომოტივმა” “ჩიხურას” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩები იმართება.

მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ შეძლო. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა იყო ერთი დასამახსოვრებლი მომენტი. 43-ე წუთზე “ჩიხურას” კაპიტანი, შოთა კაშია ირაკლი სიხარულიძესთან ორთაბრძოლის დროს დაჯარიმდა.საჩხერლებმა არბიტრის ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აგრესია გამოხატეს, რასაც სათადარიგოზე მჯდომი ნიკოლოზ გელაშვილი შეეწირა – მას მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა – ოთხივე იმერლების კარში. 71-ეზე უბილავამ ორამდე გაზარდა სხვაობა. 75-ე და 78-ე წუთებზე გავაშელიშვილმა დუბლი გაიფორმა. ხოლო, 85-ე წუთზე სიხარულიძემაც მეორედ აიღო ჰამზიჩის კარი.

საბოლოოდ, 5:0.

ამ მატჩის შემდეგ “ლოკო” 18 ქულით პირველზეა. “ჩიხურას” 13 ქულა აქვს და მეოთხეზეა.

იხილეთ ვიდეო

 

“სამტრედია” – “ლოკომოტივი”: მეორე ნულოვანი ფრე ამ ტურში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთი შეხვედრა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. აქ ერთმანეთს “ადგილობრივი “სამტრედია” და თბილისური “ლოკომოტივი” შეერკინნენ. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, მათ ჰქონდათ მომენტები, თუმცა ვერცერთმა მიაღწია მიზანს.

საბოლოოდ, პრინციპული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “სამტრედიას” 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, მას 15 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციას იკავებს.

 

ფოტო: Fcloco.Ge

ეროვნული ლიგა: “ლოკომოტივმა” “დილას” ვერ მოუგო – გალიდერების შანსი “დინამოს”!

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სადებიუტო მატჩი გაიმართა. მიხეილ მესხი 2-ზე ერთმანეთს გათამაშების ლიდერი “ლოკომოტივი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა გახსნენს. უკვე მეოთხე წუთზე ლეანდრო რიბეირომ გამოიჩინა თავი. თუმცა, ჯერ მე-15 წუთზე გავაშელიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ზუსტად ერთ წუთში სიხარულიძემ საერთოდ წინ გაიყვანა “ლოკომოტივი.” ამ უკანასკნელმა, პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე მესამე გოლიც გაიტანა.

მეორე ნახევარში “დილა” გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო: 67-ე წუთზე რიბეირომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ხოლო, შეხვედრის მეოთხე დამატებით წუთზე ფლავიო ნუბიომ მესამე გოლიც გაიტანა და “დილას” ქულა გადაურჩინა.

საბოლოოდ, 3-3.

ამ ფრით “ლოკომოტივს” 14 ქულა დაუგროვდა და, ჯერჯერობით, ცხრილში პირველია. თუ ხვალ თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურას” საკუთარ მოედანზე მოუგო, მაშინ სწორედ ეს გუნდი გადავა პირველ ადგილზე და გიორგი დევდარიანის შეგირდებს ერთი ქულით გაუსწრებს. “დილას” შვიდ მატჩში შვიდი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

 

ფოტო: Fcloco.Ge

გავაშელიშვილი: “ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაა”

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა სტუმრად ფოთის “კოლხეთი” ანგარიშთ, 5:0 გაანადგურა. სამი გოლი გაიტანა მამია გავაშელიშვილმა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჰეთრიკის ავტორს და მასთან ინეტრვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, შეაფასე შეხვედრა…

– ჩვენი მიზანი სამი ქულის აღება იყო. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ცხრილში დავწინაურდით. პირველი წუთებიდან მოვიპოვეთ უპირატესობა, გოლი გავიტანეთ და მეტოქე გავტეხეთ, რამაც განაპირობა შეხვედრის ასეთი მსვლელობა.

– ფოთის “კოლხეთმა” წინა სამი მატჩიდან ორი მოიგო და, ზოგადად, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა კი უცებ განადგურდა. რის ხარჯზე შეძელით, რომ მეტოქე ასე დაგეჯაბნათ?

– დღევანდელ “კოლხეთს” ძალიან კარგად ვიცნობთ. შესაბამისად, ასეთი ანგარიშით მოგებას არ მოველოდით. პირველივე წუთიდანვე, ვცდილობდით, რომ პრესინგი გვეთამაშა და მეტოქე შეგვეზღუდა. ამან შედეგი გამოიღო. ძალიან გახარებულები ვართ.

– ამ ჩემპიონატში “ლოკომოტივის” მიზნებზე და შანსებზე რას მეტყვი?

– ჩვენი მიზანი ყველა თამაშში სამი ქულის მოპვებაა. დანარჩენი თავისით მოვა.

“ლოკომოტივმა” “კოლხეთს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქობულეთში “ჩელე არენაზე” შედგა. ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპიურისპირდნენ. თამაში მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. მათი მხრიდან ანგარიშის გახნსა მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში ირაკლი სიხარულიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. 81-ე წუთზე უკვე ამ უკანასკნელმა შეასრულა დუბლი. საბოლო წერტილი კი ისევ გავაშელიშვილა 88-ე წუთზე დასვა – 0:5.

ამ გამარჯვებით “ლოკომოტივი” ცხრილში გალიდერდა. მას ათი ქულა აქვს. მეგრელებს კი ექვსი ქულა დარჩათ და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

 

“საბურთალომ” “ლოკომოტივი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “საბურთალომ” “ლოკომოტივი” მიიღო. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა ჩემპიონატის ლიდერმა მოახერხა: გიორგი დევდარიანის შეგირდებიდან 23-ე წუთზე მამია გავაშელიშვილი გამოირჩა. თუმცა, “საბურთალომ” ზუსტად 17 წუთში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში “ლოკომოტივი” ზედიზედ მესამე სამი ქულის მოპოვებისთვის ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, მოვლენები პირიქით განვითარდება – 73-ეზე გიორგი კოხრეიძემ მეორე გოლი გაიტანა და “საბურთალო” წინ გაიყვანა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს.