ეროვნული ლიგა: “ლოკომოტივმა” “დინამო” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

თბილისურ დერბიში “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “დინამო” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ “ლოკომოტივი” დააწინაურა. ამის შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა. თუმცა, გათანაბრება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, 1-0 და “ლოკომ” მეორე სამი ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით დევდარიანის შეგირდებს ექვსი ქულა მოუგროვდათ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “დინამოს”, დედაქალაქლებს სამი ქულა აქვთ და ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე არიან.

სოლომონ კვირკველია: “ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება”

რუსული “რუბინის” ქართველი მცველი, სოლომონ კვირკველია ადასტურებს ინფორმაციას მასსა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

“ლოკომოტივთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ტრანსფერის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი.

ზუსტად ისიც არ ვიცი, არენდის წესით გადავალ “ლოკომოტივში”, თუ არა. ყველაფერი 24 თებერვალს გადაწყდება,” – აცხადებს 25 წლის ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინს” 2011 წელს შეუერთდა და მას სემდეგ 87-ჯერ ითამაშა ამ კლუბის მაისურით. მასსა და “რუბინს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

თბილისის “ლოკომოტივმა” დნიპროპეტროვსკის “დნიპრო” დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის “ლოკომოტივი” წინასასეზონო სამზადისს თურქეთში გადის.

დღეს დედაქალაქურმა გუნდმა უკრაინული “დნიპროს” წინააღმდეგ გამართა სპარინგ-მატჩი. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა მეტოქის კარში ორი ბურთის გატანა შეძლეს. მათი ავტორები რეხვიაშვილი და უბილავა არიან. უკრაინელებმა კი ერთხელ აიღეს ქურდაძის კარი.

საბოლოოდ, ჩვენებმა “დნიპრო” ანგარიშით, 2-1 დაამარცხეს.

“ლოკომოტივი”: ქურდაძე, უბილავა, რეხვიაშვილი, გაბაძე, ღონღაძე, ჭანტურია, კობახიძე, კიკაბიძე, სამურკასოვი, ქავთარაძე, სიხარულიძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

“ლოკომოტივს” სამი ფეხბურთელი დაემშვიდობა

ცნობილი გახდა, რომ თბილისის “ლოკომოტივი” სამმა ფეხბურთელმა დატოვა. ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი და დავით ჩაგელიშვილი 2017 წლიდან უმაღლესი ლიგის ამ გუნდში აღარ იასპარეზებენ.

კლიმიაშვილი დედაქლაქურ კლუბში გასულ ზაფხულს მოვიდა და ეროვნული ჩემპიონატის 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გეთიაშვილი და ჩაგელიშვილი კი 2015 წლიდან ირიცხებოდნენ “ლოკომოტივში”.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებენ ასპარეზობას ქართველი ფეხბურთელები.

“ჩიხურამ” “ლოკომოტივს” სამბურთიანი სხვაობით თბილისში მოუგო!

დღეს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდები თავიდანვე ცდილობდნენ გატანას. ერთ-ერთი რეალური მომენტი 21-ე წუთზე შეიქმნა. “ჩიხურელთა” 22-ე ნომერი, ირაკლი ლექვთაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა, ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, რომელიც მეტოქემ მოიგერია; ბურთი გამოვარდა, სტუმრებმა კიდევ ერთი დარტყმა განაცახორციელეს, რომლის შედეგად გასროლილი ბურთი უკვე კარში წაქცეულ ლობჟანიძეს მოხვდა.

ამის შემდეგ მთელი სადავეები “ჩიხურამ” ჩაიგდო ხელთ. “ლოკომოტივი” შეტევას ვერ ახერხებდა. 29-ე წუთზე სტუმართა მარჯვენა მცველი, გრიგალაშვილი ფლანგზე გაიჭრა, შევიდა საჯარიმოში, გორგიაშვილს გამოზომილი, დაბალი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გახსნა.

ცოტა ხნის შემდეგ, უკვე მარცხენა მცველი, ლაშა ჩიკვაიძე გაიჭრა ფლანგზე და ისევ გორგიაშვილს გადასცა ბურთი, 39-ე ნომერმა დაახლოებით იმავე სტილში სცადა გატანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

34- წუთზე “ჩიხურას” ცენტრალურმა მცველმა, შოთა კაშიამ შორეული გადაცემა გაუკეთა ირაკლი ლეკვთაძეს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა სიღრმისკენ და მარალი ბური გაუშვა კარისკენ, თუმცა მან მიზანს ძალიან ააცილა.

დრო მოვიდა “ლოკომოტივიც” გააქტიურებულიყო. თუმცა 1-2 შორეული და უზუსტო დარტყმის გარდა, გუნდი არაფრით გამორჩეულა პირველ ტაიმში.

მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” დაიჭირა ბურთი, თუმცა მომენტი მაინც “ჩიხურამ” შექმნა. 51-ე წუთზე საჯარიმოში, კარისკენ ზურგით მყოფმა საჩხერელმა – ტატანაშვილმა მიიღო ბურთი, რომელიც გორგიაშვილს დაუგორა. ამ უკანასკნელმა დუბლის გაფორმება სცადა, თუმცა თევდორაძემ მისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი ადვილად დაიჭირა ხელში.

59-ე წუთზე ლობჟანიძემ გააკეთა დრიბლინგი და შეეცადა შრეული დარტყმით “ლოკომოტივის” კარის აღებას, თუმცა თევდორაძე ამ შემტხვევაშიც ზუსტი იყო.

ზუსტად 1 წუთში ლობჟანიძემ ბურთი გაათამაშა ჯარიმიდან, რეხვიაშვილმა თავით ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა მეტოქემ უხეშად მოიგერია; ამის შემდეგ გორგიაშვილმა სცადა შორეულ ცხრიანში ბურთის გაშვება, თუმცა თევდორაძემ ბურთი მოიგერია.

64-ე წუთზე განუგორვემ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით აიღო თბილსელთა კარი – 0:2.

სულ მალე ზარანდია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, ერთი მეტოქე მოატყუა, თუმცა “ჩიხურას” დაცვის ბურჯმა, გორგი რეხვიაშვილმა ვარდნაში ბურთი კუთხურზე გადააგდო; ამ სტანდარტს არაფერი მოჰყოლია.

76-ე წუთზე “ლოკომოტივის” კაპიტანმა, ხიდეშელმა ბურთი ვაწაძეს დაუგროა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ახლოდან ჰამზიჩს გაუტანა და სხვაობა ერთამდე შეამცირა.

84-ე წუთზე ლობჟანიძე შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში, ჩააწოდა, ბურთი ცუდად მოიგერია კაპიტანმა – ხიდეშელმა, რასაც მეკარიდან მარჯვენა კუთხეში გასული გოლი მოჰყვა – 1-3.

სულ ცოტა ხანში გრიგალაშვილის წაქცევის გამო, “ლოკომოტივის” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საბა ლობჟანიძემ პანნეკას სტილში შეასრულა – 1-4.

საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით მოიგეს იმერლებმა და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

“ლოკომოტივი”: თევდორაძე, ფოფხაძე, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი, დიასამიძე (ვაწაძე), ხიდეშელი, ქიქავა, გაბაძე, ზარანდია, უბილავა (კიკაბიძე).

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (დეკანოიძე), ტატანაშვილი, ლექვთაძე (კორიფაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი (კაკუბავა), რეხვიაშვილი.

 

თბილისის “დინამო” კიტეიშვილის ჰეთრიკით ყიფიანის თასის ნახევარფინალში გავიდა!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.

პირველ ტაიმში ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ კი 38-ეზე ორამდე გაზარდა მის და მოწინააღმდეგე გუნდებს შორის სხვაობა.

მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” მხოლოდ ერთი ბურთი გავქითა; სტუმრებმა სხვა ვეღარაფერი მოახერხეს. სამაგიეროდ, მასპინძელმა გუნდმა კიდევ ერთი გაიტანა – ისევ კიტეიშვილი! მან მესამე დამატებით წუთზე შეარხია მეტოქის კარის ბადე! საბოლოოდ, მატჩი “დინამოელთა” გამარჯვებით, ანგარიშით, 3-1 დასრულდა და სწორედ ეს გუნდი გავიდა ნახევარფინალში.

უმაღლესი ლიგა: “სიონმა” “ზუგდიდი” დაამარცხა, “გურიამ” – “ტორპედო”

დღეს სტარტი აიღო უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურმა. შაბათ დღეს წთელი ჯგუფის სამივე შეხვედრა გაიმართა.

ბოლნისის “სიონი” – ზუგდიდის “ზუგდიდი”

ამ ტურში “სიონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ბოლნისლების უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ძარიამ შეძლო “სიონის” დაწინაურება. პირველი ტაიმის მესამე დამატებთ წუთზე სუშკინმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

ბოლნისური კლუბი არც მეორე ტაიმში გაჩერდა. 61-ე წუთზე მათ მესამე გოლის გატანაც მოახერხეს – ეს კობახიძემ გააკეთა. ნარმანიამ 73-ეზე ერთი ბურთი გაქვითა. 90-ეზე კი ბოლნისელმა ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში – 4-1 დააფიქსირა.

ლანჩხუთის “გურია” – ქუთაისის “ტორპედო”

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, “გურიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. აქაც მასპინძლები დომინირებდნენ – ანგარიშის გახნსა 27-ე წუთზე სწორედ “გურიამ” შეძლო; ეს ლეგიონერმა მოროზენკომ გააკეთა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვერნაძემ გაათანაბრა. “გურიამ” მაინც მოიგო – 68-ე წუთზე ჩადუნელმა აიღომ მეტოქის კარი და მის გუნდს 2-1 გაამარჯვებინა.

ცხინვალის “ცხინვალი” – თბილისის “ლოკომოტივი”

“ცხინვალმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. მთელი მატჩის მანძილზე სტუმრები დომინირებდნენ. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიატანა – ეს დიასამიძემ გააკეთა. თბილისლებმა მეორე გოლის შეგდება მესამოცე წუთზე შეძლეს – დუბლი დიასამიძემ შეასრულა.

ერთი გოლის გაქვითვა “ცხინვალის” მხრიდან ჯაბა დვალმა მოახერხა და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა 1-2 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “ლოკომოტივს” სძლია, “გურიამ” “შუქურასთან” ფრე ითამაშა

დღეს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

წითელ ჯგუფში ორი მატჩი ჩატარადა. ერთ-ერთ მათგანში საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო. თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. საჩხერლებმა ანგარიში პირველ ნახევარშივე გახსნეს. ამის გაკეთება 32-ე წუთზე გრიგალაშვილმა მოახერხა. 54-ეზე ლობჟანიძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა. 79-ეზე ჩაგელიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა გრიგალაშვილმა შეხვედრის მიწურულს 3-1 გახადა ანგარიში. დამატებით წუთებზე სტუმრებმა ერთი გოლი კიდევ გაიტანეს, თუმცა სხვა აღარაფერი შეცვლილა და იმერლებმა 3-2 მოიგეს.

მეორე მატჩი ლანჩხუთში, “გურიასა” და “შუქურას” შორის ჩატარდა. თამაში ძალიან მოსაწყენი სცენარით წარიმართა. არ იყო მომენტების სიმრავლე. საბოლოოდ, იგი ლოგიკური ანგარიშით, 0-0 დასრულდა.

გიორგი მახათაძე შესაძლოა, “რუბინში” ვიხილოთ

რუსული “ლოკომოტივის” რუსი ნახევარმცველი, გიორგი მახათაძე შესაძლოა “რუბინში” გადაბარგდეს, სადაც ამ დროისთვის სოლომონ კვერკველიაც ირიცხება.

Матч ТВ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 წლის ფეხბურთელი “რუბინში” უახლოეს მომავალში გადავა.

გეტყვით იმასაც, რომ 2015/16 წლების სეზონში მახათაძემ რუსული პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“ბაიერნი” ჩორლუკას 7 მილიონად დაიმატებს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “ტოტენჰემის” ყოფილ მცველთან, ვედერან ჩორლუკასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ხორვატული მედია ავრცელებს.

ხორვატული გამოცემა VeCernji გვატყობინებს, რომ 30 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად “ბაიერნს” სულ რაღაც 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს მოსკოვის “ლოკომოტივისთვის”, სადაც ეს ფეხბურთელი ამ დროისთვის ირიცხება.

მაგრამ გერმანული ტაბლოიდი, TZ უარყოფს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგის ჩემპიონმა მსგავსს შეთანხმებას მიაღწია.

ჩორლუკამ ევრო 2016-ზე მართლაც რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. მან ხორვატიის ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბაჩო მიქავამ “ლოკომოტივი” დატოვა

თბილისის “ლოკომოტივი” მეკარე ბაჩო მიქავამ დატოვა. 22 წლის ფეხბურთელს “რკინიგზელებთან” კონტრაქტი ამოეწურა.

მიქავა “ლოკომოტივში” 2012 წელს ჩაირიცხა, 2013-14 წლების სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა და შემდეგ ისევ “რკინიგზელებს” დაუბრუნდა. მას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა კარის დარაჯი.

25-ე ტური „ლოკომოტივისა“ და „მერანის“ ფრით დაიწყო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის 25-ე ტური თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, სადაც „ლოკომოტივმა“ მარტვილის „მერანს“ უმაპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-13 წუთზე მასპინძლები დავით უბილავას გოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე თავისი გუნდი წაგებას ნიკოლოზ საბანაძემ გადაარჩინა.

25 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 23 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, „მერანი“ კი 18 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

„ლოკომოტივი“ – „მერანი“ 1:1
გოლები: უბილავა 13′ – საბანაძე 85′
გაფრთხილებები: ქიქავა 57′ – ჯიქია 42′, ციმაკურიძე 64′

25-ე ტური ხვალ ორი მატჩით გაგრძელდება. 16:00 საათზე „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება, პარალელურად კი „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.