ზაგრების “დინამოს” თავკაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზაგრების “დინამოს” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ზორან მამიჩს პატიმრობა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ მას 4 წლისა და 8 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. 49 წლის სპეციალისტს ბრალად სატრანსფერო მაქინაცია ედება. ამავე საქმეზე 6 წლისა და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის ძმას ზდრავკო მამიჩს, რომელიც კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა. ახლა ის ბოსნიაში იმყოფება. პატიმრობა მიესაჯათ კლუბის ყოფილ დირექტორ დამირ ვრბანოვიჩსა (3 წ.) და საგადასახადო ინსპექტორ მილან პერნარს (3 წ. და 2 თვე).

ზორან მამიჩი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს იღებს და გუნდის თავკაცის პოსტს ტოვებს. “დინამოს” დამირ კრზნარი უხელმძღვანელებს, რომელის სპორტული დირექტორის ფუნქციებსაც შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების “დინამო” ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ეჯიბრება. წყვილის პირველი შეხვედრა ლონდონელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

ხორვატიაში კვლავ ზაგრების “დინამო” გაჩემპიონდა

ზაგრების “დინამომო” “სპლიტთან” გასვლით მატჩში 5:1 იმარჯვა და ზედიზედ მეათედ მოიპოვა ხორვატიის ჩემპიონის ტიტული.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი “მანჩესტერიდან” ნაყიდმა ჩილელმა ფორვარდმა, ანხელლო ენრიკესმა შეასრულა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამ გამარჯვებით “დინამომ” მე-17 ტიტული ოფიციალურად გათამაშების დასრულებმადე 4 ტურით ადრე გაიფორმა.