ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” მომავალი სეზონისთვის განსაკუთრებულ სიახლეებს გვპირდება, გუნდს გეზი მაღალი მიზნებისკენ აქვს აღებული.
დღეს ცნობილი გახდა, რომ “დინამოსა” და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა – ოთარ კიტეიშვილმა დინამოსთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს. დედაქალაქელთა რიგებში მომავალ სეზონი ისევ ითამაშებენ, აწ უკვე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად აღაირებული ლაშა თოთაძე და ახალგაზრდა გიორგი ზარია. “დინამო” უკვე დატოვა სამმა ლეგიონერმა: უკრაინელი გოლკიპერი – სერგეი ლიტოვჩენკო, უკრაინელი მცველი – ბოგდან მიშენკო და ნიგერიელი მცველი – მოჰამედ ალიუ.
21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც დედაქალაქურ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს, დასრულებულ სეზონში ლურჯ-თეთრი ფორმით 25 მატჩი ჩაატარა.