“ვესტ ჰემის” მფლობელი: “ერთადერთი რამ, რის გამოც პაიეს გაყიდვას ვნანობ, ფასია”

ბრიტანული “ვესტ ჰემის” მფლობელი, დევიდ გოლდი აცხადებს, რომ პაიეს გაყიდვის ერთადერთ უარყოფით მხარედ მასში აღებული 25 მილიონის სიმცირე მიაჩნია.

“ერთადერთი რამ, რის გამოც მის გაყიდვას ვნანობ, მასში აღებული 25 მილიონი ფუნტია. ვთვლი, რომ ის გაცილებით მეტს იმსახურებდა.

ვთვლი, რომ ფანები მოტყუებულები დარჩნენ, ანაზღაურება კი საკმარისი არ იყო. მის სანაცვლოდ, შეგვეძლო, 35 მილიონიც კი აგვეღო.

მართალია, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. სხვა გზა არ არის,” – აცხადებს დევიდ გოლდი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (22 იანვარი)

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” გარეტ ბეილის გადაბირება უნდა

Don Balon-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან “რეალის” უელსელი ვინგერის, გარეტ ბეილის გადაბირებას, რაც შესაძლოა, მათ 200 მილიონი ევროც კი დაუჯდეთ.

“არსენალი” სანჩესის “იუვესთვის” შეთავაზებას აპირებს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” მზად არიან მირალემ პიანიჩის ტრანსფერს ალექსის სანჩესი შესწირონ მსხვერპლად. როგორც ცნობილი ხდება, ამ ბარტერის ინიციატორი თავად ბრიტანული გრანდია, რომელიც ჩილელ ფეხბურთელთან მორიგებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

“სიტიმ” ობამეიანგის მიმართ ინტერესი განაახლა

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები კვლავ ეცდებიან დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ფორვარდის პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირებას. Sunday Express-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ქალაქელთა” მთავარი სამიზნე სწორედ ობამეიანგი იქნება.

საქართველო

“დორტმუნდმა” “რეალი” დაჯაბნა

The Guardian-ის ცნობით, “აიკ”-ის თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკისთვის გამართულ 10 მილიონიან ბრძოლაში დორტმუნდის “ბორუსიამ” მადრიდის “რეალი” დაჯაბნა. შეგახსენებთ, რომ 17 წლის შვედ ფორვარდს “იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრედ” მოიხსენიებენ.

“ჩელსი” კოშტას სანაცვლოდ 130 მილიონს ითხოვს

The Sunday Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელთა გეგმაში დიეგო კოშტას გაშვება სულაც არ შედის, თუ რა თქმა უნდა, რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 130 მილიონ ფუნტს არ გაიღებს.

პაიეს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ფრანგული “ნიცაა”

ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “ვესტ ჰემის” ფრანგმა ნახევარმცველმა, დიმიტრი პაიემ კარიერა ფრანგულ “ნიცაში” გააგრძელოს. Sunday Mirror-ის ცნობით, პაიე “ნიცაში” იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

“მარსელი” დიმიტრი პაიეში 40 მილიონს იხდის

დიმიტრი პაიე შესაძლოა საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის ნაწილი გახდეს, რომლისკენაც ფრანგული “მარსელი” მიისწრაფვის. Telefoot-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან პაიეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც იცით, ფრანგი შემტევი გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ზაფხულში მისი გადაბირების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა პაიემ “ოლიმპიურ სტადიონზე” დარჩენა გადაწყვიტა.

თუმცა, გასულ კვირას 29 წლის მიერ გაკეთებული განცხადება მის “მარსელში” გადასვლას საკმაოდ რეალურს ხდის:”მარსელს” ახალი პროექტი აქვს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. იქ იციან, თუ რამდენად მჭიდროდ ვარ ამ კლუბთან დაკავშირებული. კლუბის მესვეურების პირველი ნაბიჯების ხილვა ძალიან მაინტერესებს.”

მართალია ფრანგი კლუბი 40 მილიონს იხდის, მაგრამ “ჩაქუჩების” უფროსმა ზაფხულში უკვე თქვა, რომ ფრანგის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებ ფასად არ აპირებს.

“რედ ბული” ინგლისური კლუბის შეძენას გეგმავს – “რედ ბულ ლონდონი”?

Independent-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რედ ბულის” მფლობელებმა 650 მილიონი ფუნტი შესთავაზეს “ვესტ ჰემის” მესვეურებს კლუბის სანაცვლოდ.

ჯეკ დე მენეზესის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია (თავის სფეროში), რომელსაც თავისი გუნდები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში ჰყავს, ცდილობს, თავი ინგლისშიც დაიმკვიდროს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარი “ჩაქუჩების” უფროსებმა, დევიდ გოლდმა და დავიდ სალივანმა განაცხადეს.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “შეგვეძლო კლუბი 650 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაგვეყიდა, ეს ამა წლის აგვისტოს თვეში ხდებოდა. მაგრამ არ მინდოდა კლუბზე უარი მეთქვა.

ჩვენ, კლუბის მფლობელებს მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, სანამ ვინმე, საუდის არაბეთიდან არ მოვა, რომელიც კლუბის უმაღლეს დონეზე აყვანას შემოგვთავაზებს.”

ბალოტელი:”მინდა, რომ “ევრო 2016″ საფრანგეთმა მოიგოს”

იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა “ევროპის ჩემპიონატის” შესახებ და იმედი, გამოთქვა, რომ აღნიშნული ტურნირი მისი მეგობრის, პოლ პოგბასა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

“ობიექტურად, რომ ვთქვათ გერმანელები ტურნირის მთავრი ფავორიტები არიან, მაგრამ  სუბიექტურად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ძალიან მინდა, რომ  “ევრო 2016″ მასპინძელმა საფრნაგეთმა მოიგოს.”

“2012 წელს ჩვენ სწორედ ნახევარფინალში შევხვდით გერმანიას. მიმაჩნია, რომ ის გუნდი 2016 წლისაზე ცოტათი უფრო ძლიერი იყო. ისინი უფრო კომპაქტურ და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ წლევანდელი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონისაა. იმედია, მათ დამარცხებას და, საბოლოო ჯამში, ტურნირის მოგებას ფრანგები მოახერხებენ,” – განაცხადა ბალოტელიმ.

იტალიელმა ფორვარდმა, ასევე, დიმიტრი პაიეზე  ისაუბრა:“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ შეჯიბრებაზე პაიე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის უნდა გახდეს “ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ფეხბურთელი.”

 

საფრანგეთი – რუმინეთი: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

როგორც იცით, დღეს, 10 ივნისს სტარტი აიღო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატმა, რომელიც საფრანგეთში ტარდება. ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რომელშიც საბოლოოდ გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის “ვესტ ჰემის” ნახევარმცველს, დიმიტრი პაიეს.

პაიე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – 29 წლის ჰავბეკმა 57-ე წუთზე ოლივიე ჟირუს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 89-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მან საფრანგეთის ნაკრებს 8 შანსი შეუქმნა, ორჯერ მეტი ვიდრე დეშამის დანარჩენმა გუნდმა.

მადრიდის “რეალი” უკმაყოფილო ხამესის ჩანაცვლებას დიმიტრი პაიეთი აპირებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ხამეს როდრიგესის ჩანაცვლებას “ვესტ ჰემის” ლიდერით, დიმიტრი პაიეთი აპირებენ. ამ ინფორმაციას Le10Sport ავრცელებს.

როგორც იცით, კოლუმბიელი ვარსკვლავი “ბერნაბეუზე” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, ამიტომაც დიდია შანსი, რომ მან ზაფხულში “ბლანკოსი” მიატოვოს. ზინედინ ზიდანი კი მის სრულფასოვან ჩამნაცვლებლად დიმიტრი პაიეს მიიჩნევს.

თუმცა, ფლორენტინო პერესი ამჯერად სიჩქარეს არ აპირებს და “ვესტ ჰემს” წინადადებას ევრო 2016-ის დასრულებამდე არ გაუგზავნის. ევროპის ჩემპიონატზე კი პაიეს აქტიურად დააკვირდება “რეალის” სკაუტების გარკვეული ჯგუფი.

ბილიჩი: ” საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება პაიეს ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს”

სლავენ ბილიჩს იმედი აქვს, რომ დიმიტრი პაიეს ნაკრებში დაბრუნება დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს, რაც შემდეგში მოედანზეც გამოჩნდება.

“ის ბედნიერია და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ. პაიე ამას ნამდვილად იმსახურებს.” – განუცხადა ბილიჩმა Daily Mail-ის ჟურნალისტს.

“საფრანგეთის ნაკრებს წინ ორი ძალიან კარგი მატჩი ელის და იმედი მაქვს, რომ პაიე მათში მონაწილეობას შეძლებს. პაიეს უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებთან ერთად მოუწევს ვარჯიში, რაც მის დონესაც აამაღლებს” – დაამატა ბილიჩმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პაიემ ეროვნული ნაკრების მაისუირთ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთხელ შესძლო გოლის გატანა – ბელგიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც საფრანგეთმა 4-3 დათმო.

ბილიჩი: “ბუნებრივია, რომ პაიესადმი ინტერესი არსებობს”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის ცნობით, დიმიტრი პაიე, რომლითაც ჩინური კლუბები ინტერესდებიან, ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

“ვფიქრობ, რომ დიმიტრი პაიე კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. იმედია, ასეც მოხდება.

როდესაც ფეხბურთელი ისე თამაშობს, როგორც პაიე, მის მიმართ ყოველთვის იქნება ინტერესი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ის შევინარჩუნოთ – ეს ორივე მხარეს სურს.” – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგაში “ჩაქუჩების” მომდევნო მეტოქე “ნორვიჩი” იქნება, რომელსაც 13 თებერვალს დაუპირისპირდება.

 

ბილიჩი: “არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა აღნიშნა, რომ გუნდი ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი სპეციალისტი 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილია.

“მსოფლიოში არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს. იგი ნამდვილი პროფესიონალია, არ აცდენს ვარჯიშებს და ყოველდღიურად დიდი მოტივაციით მუშაობს. სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი კარგი ფეხბურთელი”, – ბილიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

პაიე ხუთშაბათს „ვესტ ჰემში“ უნდა გადავიდეს

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „მარსელს“ ნახევარმცველი დიმიტრი პაიეს კლოტნრაქტთან დაკავშრებით შეუთანხმდა. ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „L’Équipe.“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი ლონდში ხუთშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებსაც ამ დღეს გაივლის. რაც შეეხება მისი შესაძლო ტრანფერის ფასს, ის 15 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემს“ პაიეში 14 მილიონი უნდა გადაეხადა.