სტოუნზი: “გვარდიოლასთან მუშაობა იმაზე კარგია, ვიდრე მე წარმომედგინა”

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელმა მცველმა, ჯონ სტოუნზმა პეპ გვარდიოლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ესპანელი სპეციალისტის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მის ტრანსფერში.

“სიმართლე გითხრათ, გვარდიოლა ერთ-ერთ მთავარ, თუ არა მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა , 100 პროცენტით.” – განაცხადა სტოუნზმა Times-ის ინდურ გამოცემასთან საუბრისას.

“მართალია, სხვა კლუბში გადასვლის დროს შენზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ფაქტია, რომ ის საუკეთესო სპეციალისტია, რომელთანაც შემეძლო მუშაობის გაგრძელება.

მასთან მუშაობის ასეთ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მინდა ავღნიშნო, რომ მასთან მუშაობა იმაზე კარგია, ვიდრე მე წარმომედგინა.”

ჯონ სტოუნზი: “ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ვოცნებობ”

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მცველი, ჯონ სტოუნზი, რომელსაც 11 მატჩში აქვს ინგლისის ნაკრების მაისური მორგებული, აღიარებს, რომ ის ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ოცნებობს.

“ახლა ამაზე არ ვფიქრობ – უბრალოდ საკლუბო დონეზე ფეხბურთის თამაშითა და ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლით სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ნამდვილად ფანტასტიკური რამ იქნება.

ყველა ბავშვი ოცნებობს საკუთარი ნაკრების კაპიტნობაზე. არც მე ვარ განსხვავებული. ასე რომ, თუ ეს მოხდება, სიხარულით ცას ვეწევი. თუმცა ვიმეორებ, რომ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.

ჩემთვის ისიც დიდი პატივია, ინგლისის ნაკრებში რომ მიძახებენ, ამითაც ბედნიერი ვარ.” – განაცხადა სტოუნზმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 ივლისი)

“შევროლეს” მინიშნება

“მანჩესტერ იუნაიტედის” სპონსორი, “შევროლე” ინსტაგრამზე პოგბას ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ უფრო ახლოს არის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებასთან.

ედი ჰაუ არსენ ვენგერის სანაცვლოდ?

Daily Star საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერთან გამომშვიდობებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ჩანაცვლების პასუხისმგებლობა კი სავარაუდოდ “ბორნმუთის” თავკაცს, ედი ჰაუს დაეკისრება.

გვარდიოლას გუნდში სანესა და სტოუნზის მოტყვანა სურს

“სანე “შალკეს” ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ის ჩვენს კლუბში გადმოვა. მაგრამ, თუ დარჩენას გადაწყვეტს, ამით “შალკეს” ფანებს გაახარებს.

იგივე სიტუაციაა სტოუნზის შემთხვევაში. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, ვეცდებით ის გადმოვიბიროთ.”

კარგი ამბავი “სპურსის” ფანებისთვის !

ლონდოსნი “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კლუბი უახლოეს მომავალში რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს – “მომავალ კვირეებში რამოდენიმე ტრანსფერი უნდა განხორციელდეს.”

13327612_1249881881724938_8743442513609883502_n

სიმეონემ ინგლისურ და იტალიურ კლუბებში გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა

“ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ვთვლის, რომ შესაძლებელია კარიერა სხვა ქვეყანაშიც გავაგრძელო. ბევრია ისეთი ჩემპიონატი, რომელიც უამრავ გამოწვევას გვთავაზობს. მაგრამ, მათგან გამოსარჩევია ინგლისური და იტალიური ჩემპიონატები.”

რობსონ-კანუ “სევილიაში” … თუ “ატლეტიკოში”?

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური “სევილიასა” და “ატლეტიკო მადრიდის” წარმომადგენლები ინგლისში გაფრინდნენ, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ჰალ რობსონ-კანუს აგენტთან.

“ტოტენჰემი” “ინტერის” ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს

La Repubblica-ს ცნობით, “ინტერის” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ორი ინგლისური კლუბი ჩაერთო. 23 წლის მარსელო ბროზოვიჩი “ინტერს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალი” და “ლივერპული”
მზადაა 7 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადონ.

“ევერტონმა” სტოუნზის ჩამნაცვლებელი იპოვა

The Sun-მა გვამცნო, რომ “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი მზადაა კლუბის დატოვების საშუალება მისცეს ჯონ სტოუნზს, თუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. მის შემცვლელად კი კუმანი ლამინე კონეს მოყვანას აპირებს, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 15 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

სტოუნზი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” მატჩს დაესწრო

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ დაპირისპირებას “ევერტონის” ფეხბურთელი, ჯონ სტოუნზიც დაესწრო, რომელსაც კარგა ხანია, რაც მანჩესტერულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

როგორც იცით, ზაფხულში “ეტიჰად სტედიუმზე” პეპ გვარდიოლა დაბანაკდება, რომლისთვისაც 21 წლის მცველი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ.

მანჩესტერული კლუბის გარდა ჯონ სტოუნზის გადაბირებით ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება, მეტიც ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ინგლისელის გადაბირებასთან, თუმცა მცირე შეფერხებამ ეს ტრანსფერი მთლიანად ჩაშალა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონს” 45 მილიონიანი წინადადება გაუკეთა

Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “ევერტონის” ნახევარმცველის, როს ბარკლის გადაბირებას სცდილობენ.

“ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა ინგლისელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ სამიზნედ აქციეს. “წითელმა ეშმაკებმა” უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი – “კამფეტებს” 45 მილიონი ფუნტი შესთავაზეს ბარკლის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისური გრანდი ბარკლის თანაგუნდელების, რომელუ ლუკაკუსა და ჯონ სტოუნზის გადაბირებით არის დაინტერესებული. აღნიშნული ტრიო “ოლდ ტრაფორდზე” დღეს ითამაშებს.

Marca: მადრიდის “რეალი” 12 ახალი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს

მადრიდის “რეალი” უკვე აწყობს გეგმებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, კლუბი უკვე დაუკავშირდა 12 ფეხბურთელს, რომელთა გადაბირების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

სიის სათავეში იმყოფებიან პრემიერ ლიგის ვარსკვლავები: ედენ აზარი, დავიდ დე ხეა და ჯონ სტოუნზი. ამით “ლოს ბლანკოსი” მაქსიმალურად ეცდება “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა შეამციროს.

წყაროს ცნობით მადრიდელები ასევე დაინტერესებულნი არიან ბუნდესლიგის ვარსკვლავებით: რობერტ ლევანდოვსკით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით, რიკარდო როდრიგესით, ლეროი სანეთი და დავიდ ალბათი. “რეალს” უკავშირებენ მარკინიოსსა და ლაპორტესაც.

პერესს არც მისი საოცნებო სამიზნე – ნეიმარი არ გამორჩენია, რომელიც “ბარსას” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ უთანხმდება და აქვე “იუვეს” ნახევარმცველი, პოლ პოგბაც.

ინგლისური პრესა: გვარდიოლას ორი მთავარი სამიზნის ვინაობა ცნობილია

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გუარდიოლა “მანჩესტერ სიტიში” პოლ პოგბასა (“იუვენტუსი”) და ჯონ სტოუნზის (“ევერტონი”) მოყვანას აპირებს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობამ ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერისათვის 80 მილიონი ფუნტი გამოყო, ხოლო ინგლისელისთვის – 50 მილიონი.

როგორც იცით, ინგლისური კლუბის მფლობელები მზად არიან “ბარსელონას” ექს-თავკაცს 150 მილიონი ფუნტი გამოუყონ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის.

შეგახსენებთ, რომ პეპი “ქალაქელებს” 2020 წლამდე გაუძღვება.

სტოუნზისთვის ბრძოლაში მანჩესტერული კლუბი ლიდერობს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ახალგაზრდა მცველის, ჯონ სტოუნსისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს.

21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით გასულ წელს აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის “ჩელსიც”, თუმცა საბოლოოდ ინგლისელი მაინც “გუდისონ პარკზე” დარჩა.

როგორც იცით, ვინსენტ კომპანის გარეშე მანუელ პელეგრინის ბიჭებს ძალიან უჭირთ, სწორედ ამიტომაც ისინი მზად არიან ნებისმიერ თანხის სანაცვლოდ გადმოიბირონ ჯონ სტოუნზი, რომელმაც უკვე მოასწრო ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით 7 მატჩის ჩატარება.

მოურინიო მზადაა, სტოუნსის სანაცვლოდ ნებისმიერ თანხას ჩამოვიდეს

სავარაუდოდ, “ევერტონის” მცველი კარიერას “სტემფორდ ბრიჯზე” გააგრძელებს.

ცოტა ხნის წინ, “კანფეტებმა” ლონდონელებს მიანიშნა, რომ 34 მილიონზე ნაკლებში არ აპირებდნენ ახალგაზრდა მცველის გასხვისებას, ხოლო ჟოზე მზადაა გადაიხადოს ამდენი, რადგან მას 21 წლის მცველი სჭირდება.

“ახლა მისით ვინტერესდებით. ყველა კლუბი იხდის ნებისმიერ თანხას ფეხბურთელში, თუ ის მართლა აინტერესებს,”-განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Sky Sports-ს.