კოკეს კომენტარი “რეალის” დამარცხების შემდეგ

უეფას სუპერ თასზე მადრიდის “რეალის” დამარცხების შემდეგ, “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ვიცოდით, რომ რთული დაპირისპირება გველოდა. თუმცა, ძალიან ბევრი ვუმუშავეთ, ვითამაშეთ, როგორც ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა. სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას. ეს იყო დაუჯერებელი შეხვედრა. ჩემი აზრით, თუ ასე – ერთი, დიდი შემართებით, ბევრს ვიშრომებთ, გამარჯვებებს გავაგრძელებთ. მადა გვქონდა იმის, რომ წარმატებულ გზაზე დავბრუნებულიყავით. ახლაც იგივე სურვილი გვამოძრავებს,” – აცხადებს კოკე.

კოკე: “ფინალში მეტოქეს აზრი არ აქვს, თუმცა “რეალი” განსაკუთრებულია”

ევროპის სუპერ თასის შეხვედრის (“რეალი” – “ატლეტიკო”, დღეს, 23:00) წინ მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მოუთმენლად ველით კიდევ ერთ ფინალს. ასეთ შეხვედრებში არ აქვს აზრი მეტოქეს, თუმცა “რეალი” ყოველთვის განსაკუთრებული ოპონენტია. ველით, როდის გავალთ მოედანზე. გვსურს, კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ. თავს ძლიერად და ოპტიმისტურად ვგრძნობთ და გვჯერა, რომ შეგვიძლია გამარჯვება. თუმცა, ასევე გაგვაჩნია მოკრძალება იმ გუნდის მიმართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ენთუზიაზმით ვართ სავსენი. აუცილებლად ვითამაშებთ ჩვენს სტილში და იმედი მაქვს, გავიბრწყინებთ,” – ამბობს კოკე.

კოკე: “ისკო “რეალში” რეგულარულად ვერ თამაშობს, “ატლეტიკოში” ეს პრობლემა არ ექნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ, ისკო ალარკონი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიწვია და აღნიშნა, რომ “ატლეტიკოში” მას სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება.

“ჩვენ ერთ ნაკრებში ვთამაშობთ და გარკვეული დროის მანძილზე მასთან ახლო კავშირი მქონდა და თავადაც დავრწმუნდი, რომ აქ ის საუკეთესოა. ის ძალიან მაღალ დონეზე დგას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მას სათადარიგოთა სკამზეც ხშირად ვხედავთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე ფიქრობს ზიდანი, როდესაც ამას აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ “ატლეტიკოში” მას რეგულარულად თამაშის პრობლემა არ ექნება,” – აცხადებს კოკე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების გამართულ ბოლო მატჩში (ესპანეთი 6-1 არგენტინა) მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა სამი გოლისა და ერთი საგოლე პასის ჩაწერა შეძლო აქტივში.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

კოკე: “კარიერის დასრულება “ატლეტიკოში” მინდა!”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევამცველმა, კოკემ გუნდის მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა და საკუთარ თავზეც ისაუბრა.

“მშვენიერი სეზონი გამოვიდა. პირველ ნახევარში რთული პერიოდი გვქონდა, თუმცა შემდეგ გაძლიერება შევძელით და ლა ლიგაში მდოგმარეობა გავიუმჯობესეთ. საბოლოოდ, ამ ტურნირზე კარგ შედეგს მივაღწიეთ – მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.”

“პირადად მე, ვფიქრობ, გუნდს დავეხმარე. თუმცა, არ მინდა საკუთარი თავის შეფასება. მსურს, კარიერა “ატლეტიკოში” დავასრულო. ეს იქნება ლამაზი ისტორია – ვითამაშო ბოლომდე იქ, სადაც ექვსი წლისამ დავიწყე ბურთის გორება. მიყვარს აქაურობა. “კალდერონზე” ჩემს ძმასთან, მამასა და ბაბუასთან ერთად ხშირად დავდიოდი მატჩების საყურებლად. დაუჯერებელია, რომ ახლა ჩემს და ჩემი გუნდის სანახავად მოიდის ხალხი და ისინი მე მამხნევებენ,” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

კოკე “ატლეტიკოს” ისტორიაში შევიდა

“ატლეტიკოსა” და “ეიბარს” შორის გამართული მატჩი (0-2), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი “როხიბლანკოს” ნახევარმცველისთვის, კოკესათვის აღმოჩნდა, რომლისთვისაც ეს “ატლეტიკოს” მაისურით ჩატარებული რიგით მე-200 მატჩი იყო ესპანეთის ჩემპიონატში.

24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც 25 წელი 8 იანვარს შეუსრულდება, ამ შედეგით ესპანური კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის მაისურით 200 მატჩი ჩაატარა.

თუმცა, ესპანელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუ უნდა, რომ ადელარდო როდრიგესის რეკორდი დაამხოს, რომელსაც ყველაზე მეტი, 403 თამაში აქვს ლიგაში “ატლეტიკოს” მაისურით ჩატარებული.

აქამდე ეს რეკორდი ადრიან ესკუდეროს ეკუთვნოდა, რომელმაც დედაქალაქურ კლუბში 287 მატჩი ჩაატარა. მე-200 მატჩში კი 26 წლის ასაკში ითამაში (+ 68 დღე).

ოფიციალურად: კოკე ამიერიდან გერმანული “შალკეს” ღირსებას დაიცავს

ესპანური “სევილიას” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, კოკე ამიერიდან გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი “ლურჯებს” სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

29 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

ესპანელი მცველი “რაიო ვალენკანოდან” “სევილიაში” გადასვლის შემდეგ (2011), კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ესპანურ კლუბთან ერთად, მან სამჯერ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება.

“სევილიაში” ხორხე სამპაოლის შემდეგ, კოკეს მსგავსად, ანდალუსიური კლუბი ზაფხულში შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გრეგორჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ჩირო იმობილე, ევერ ბანეგა და ჟოზე ანტონიო რეიესი.

კოკე: “2014 წელთან შედარებით, წელს უკეთეს მდგომარეობაში ვართ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, კოკე თვლის, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, წელს “როხიბლანკოს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” დამარცხების მეტი შანსი აქვს.

“ამ მატჩისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვქონდა, ვიდრე 2014 წელს, ლისაბონში. იმ წელს ჩვენ რამოდენიმე დღით ადრე ლიგის გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოგვიწია “ბარსელონასთან”, ამიტომაც გადაღლილები ვიყავით.

წელს მოსამზადებლად 2 კვირა გვქონდა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ყველაფერი შესაფერისად გავაკეთეთ.

ვფიქრობ, რომ დაცვაში ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ და მათ შეცდომებს დაველოდოთ. კაზემიროსთან ერთად ისინი ცენტრში საკმაოდ კარგად თამაშობენ. ჩვენ მათ თამაშს გავაანალიზებთ და სუსტ წერტილებს კარგად შევისწავლით.”

კოკე: “სტადიონზე მოსულ ქართველ გულშემატკივარს შეუძლია, ჩვენც გვიქომაგოს”

უეფას სუპერთასის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “სევილიას” მარჯვენაფლანგელმა მცველმა კოკემ განაცხადა, რომ დანაკლისის გამო შესაძლოა, მას ცენტრში მოუწიოს თამაში, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კოკეს თქმით, მის გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ღირსეულად თამაში და გამარჯვების მოპოვება.

“როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა, მწვრთნელი რა პოზიციაზეც დამაყენებს, იქ უნდა ვითამაშო და შესაბამისი დავალება შევასრულო.

ალბათ, “ბარსელონაში” მეტი ცვლილება მოხდა, ვიდრე ჩვენთან, თუმცა კატალონიურ გუნდს აქვს ურყევი ფილოსოფია. იმედია, ხვალ 90 წუთის განმავლობაში მოგვცემა ჩვენი თამაშის ჩვენების სასუალება.

ჩვენ ევროპის ლიგის ფინალში კონოპლიანკას წინააღმდეგ ვითამაშეთ და ძალიან გაგვიჭირდა, პირადად მე ვიყავი მისი მეურვე. ახლა ის ახალ ქვეყანაში, ახალ ლიგაში თამაშობს და ეს მისთვის გამოწვევაა. ადაპტაცია არ არის იოლი პროცესი, თუმცა მჯერა, რომ იგი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.

ნეიმარის არყოფნა “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისია, მას პედრო ჩაანაცვლებს. ესპანელს გასულ სეზონში ისეთი სიხშირით არ უთამაშია, როგორც ნეიმარს, თუმცა მან საკლუბო და სანაკრებო დონეზეც დაამტკიცა, რომ შეტევაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც.

“სევილიას” უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია თამაში. ასე რომ, ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ, ჩვენც გვიქომაგონ”, – აღნიშნა კოკემ.

მატჩი სამშაბათს, “დინამო არენაზე”, 22:45 საათზე დაიწყება.

 

კოკემ იაპონური გუნდს გოლი კუთხურიდან გაუტანა (ვიდეო)

1 აგვისტოს, მადრიდის “ატლეტიკომ” ამხანაგური შეხვედრა იაპონურ “საგან ტისუსთან” გამართა.

შეხვედრაში ანგარიში 18-ე წუთზე კოკემ გახსნა, რომელმაც გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.


Koke scores fantastic corner kick goal for… by wittyfutty

კოკემ მისი მომავალი გუნდის ვინაობა დაასახელა

“ატლეტიკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს.

23 წლის შემტევის “ჩელსიში” გადაბარგებასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფს ყოველივეს.

“მომავალშიც “ატლეტიკოში” ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ,”-განაცხადა ფეხბურთელმა.

“ბრწყინვალე სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით და ვართ პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილზე. მომავალი წლისთვის უკეთესი შედეგის დადებას ვეცდებით”.

ორი ტურით ადრე, დედაქალაქური გუნდი მესამე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ “ვალენსიას” ოთხი ქულით უსწრებს.

“ჩელსი” “ატლეტიკოს” ნახევარმცველში 40 მლნ ფუნტს იხდის

ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, რომ ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველ კოკეთი დაინტერესდა.

23 წლის ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პირადად ჟოზე მოურინიო იჩენს. “პენსიონერები” მზად არიან, კოკეს სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზონ. ტრანსფერი შესაძლოა, ამ ზაფხულს განხორციელდეს.

მიმდინარე სეზონში კოკემ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.