თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ოფიციალურად: ევერ ბანეგა კარიერას იტალიაში გააგრძელებს

“სევილიას” ნახევარმცველი, ევერ ბანეგა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის ოფიციალურად გადაბარგდა მილანის “ინტერში”, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გუნდი არ ჩქარობს ამის დადასტურებას.

“უკვე გამოვემშვიდო ხალხს “სანჩეს პისხუანის” წვეულებაზე. რთული იყო, თუმცა ჩემს თავს კლუბის დატოვება გადავაწყვეტინე.”

როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მილანში კარიერის გაგრძელებას, მან განაცხადა: “დიახ, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და ოფიციალური გადაწყვეტილებაც მივიღეთ “ინტერში”. თუმცა, ახლა მთლიანად ჩემს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.”

ევროპის ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინის “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი ევერ ბანეგა დაასახელეს. არგენტინელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მოედანზე კონცენტრირებულნი გამოვედით. მეტოქემ სწრაფი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშის შემოტრიალება შევძელით. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მატჩს ჩვენი ყველა ნათესავი ესწრებოდა და მოგება ძალიან გვინდოდა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ევერ ბანეგამ.

 

ბანეგა კარიერას მარსელში გააგრძელებს

“ვალენსიას” ნახევარმცველია ევერ ბანეგა, რომელიც იჯარის წესით “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსებას იცავს, ზაფხულში ფრანგული “მარსელის” ფეხბურთელი გახდება.

უცხოური პრესის ცნობით, არგენიტნელი ფეხბურთელის აგენტი უახლოეს დღეებში ფრანგულ მხარეს შეხვდება და კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებს.

მოსალოდნელია, რომ “ვალენსია” ფეხბურთელს, რომელიც ესპანრუ კლუბს კონტრაქტით 2015 წლამდე ეკუთვნის, ხელს არ შეუშლის.

„ნაპოლიმ“ ბანეგას დაუმიზნა

„ნაპოლიმ“ შესაძლოა „ვალენსიას“ ნახევარმცველი ევერ ბანეგა დაიბევოს.

„სპორტ მედიასეტის“ ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელი ფეხბურთელის ყურადღება ამს შემდეგ მიიქცია, რაც „ლიონიდან“ მაქსიმ გონალონის ტრანსფერი ჩავარდა. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლიტანები ფრანგული კლუბის კაპიტნის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ „ლიონის“ ხელმძღვანელობამ იტალიელებს უარი შეუთვალა.

რაც შეეხება ბანეგას, მის დამატებაზე „მილანიც“ ფიქრობს. ცოტა ხნის წინათ 25 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ვალენსიას“ დატოვებას აპირებს.

მილანი ბანეგას არენდის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს

იტალიური “მილანი”  “ვალენსიას” ნახევარმცველის ევერ ბანეგას იჯარით აყვანას გეგმავს. ინფორმაციას იტალიური Tuttosport-ი ავრცელებს.  “როსონერის” ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო “ღამურებთან” მოლაპარაკება, მაგრამ ესპანელებს ბანეგას არენდა არ აკმაყოფილებთ და მის გაყიდვას არანაკლებ 10 მილიონად გეგმავენ.

მიმდინარე სეზონში 25 წლის არგენტინელმა 18 მატჩი ჩაატარა სადაც თავის გამოჩენა 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით შეძლო.