იტალიური “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი ჯო ჰარტის საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილია და თვლის, რომ ის იტალიურ სერია ა-ში დებიუტისთვის მზადაა.
“ჰარტი ძალიან მონდომებულია. მას მე ტრანსფერის განხორციელებამდეც გავესაუბრე, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის საბრძოლველად მზად იყო.
“ძალიან მიხარია, რომ ჰარტს საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს. თანაგუნდელებთან ის უკვე იტალიურადაც საუბრობს, რაც ძალიან მახარებს. მან უკვე ისწავლა ის 30, 40, 50 სიტყვა, რაც მას მოედანზე გამოადგება.” – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ “ტორინოს” მომდევნო მეტოქე “ატალანტა” იქნება.