თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ევერ ბანეგა “სევილიაში” დაბრუნდა

ევერ ბანეგა მილანის “ინტერიდან” “სევილიაში” დაბრუნდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ევერ ბანეგა “სევილიას” ღირსებას 2014-დან 2016 წლამდე იცავდა. არგენტინელი ფეხბურთელი მილანის “ინტერში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. ბანეგამ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ბანეგა: “იკარდი არგენტინის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კარგ ფორმაშია. არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში ოთხი გოლი მიითვალა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირად გვევლინება. იკარდის შესახებ მისმა თანამემამულე და თანაკლუბელმა ევერ ბანეგამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ინტერის” საუკეთესო მეგოლე არგენტინის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს.

“რა თქმა უნდა, იგი იმსახურებს არგენტინის ნაკრებში გამოძახებას. იკარდის გოლები გააქვს და ვიმედოვნებ, რომ მას ეროვნულ გუნდში უხმობენ.

მან ასე წარმატებით უნდა გააგრძელოს თამაში. ჩვენც ამავე სულისკვეთებით უნდა ვიმუშაოთ ვარჯიშებზე და უშუალოდ მატჩებში. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება ხუთი თვის შემდეგ.

“იუვეს” წინააღმდეგ რთული მატჩი გამოვიდა (2:1), თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე გახლდათ დამოკიდებული. მთავარი იყო, თავი არ დაგვეკარგა, როგორც ეს წინა მატჩებში მოხდა. “ინტერში” ჩემმა ადაპტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football Italia.

ევროპის ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინის “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი ევერ ბანეგა დაასახელეს. არგენტინელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მოედანზე კონცენტრირებულნი გამოვედით. მეტოქემ სწრაფი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშის შემოტრიალება შევძელით. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მატჩს ჩვენი ყველა ნათესავი ესწრებოდა და მოგება ძალიან გვინდოდა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ევერ ბანეგამ.

 

„ნაპოლიმ“ ბანეგას დაუმიზნა

„ნაპოლიმ“ შესაძლოა „ვალენსიას“ ნახევარმცველი ევერ ბანეგა დაიბევოს.

„სპორტ მედიასეტის“ ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელი ფეხბურთელის ყურადღება ამს შემდეგ მიიქცია, რაც „ლიონიდან“ მაქსიმ გონალონის ტრანსფერი ჩავარდა. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლიტანები ფრანგული კლუბის კაპიტნის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ „ლიონის“ ხელმძღვანელობამ იტალიელებს უარი შეუთვალა.

რაც შეეხება ბანეგას, მის დამატებაზე „მილანიც“ ფიქრობს. ცოტა ხნის წინათ 25 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ვალენსიას“ დატოვებას აპირებს.