ესპანურ, გავლენიან გამოცემა As-ს თუ დავუჯერებთ, “ღამურები” ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავენ.
როგორც იცით, ამჟამად ესპანურ კლუბს გარი ნევილი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც “ვალენსია” საშინლად ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი კლუბის ქომაგების უკმაყოფილებას იწვევს, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ გუნდი მინიმუმ ოთხეულისთვის იბრძოლებდა.
წყაროს ცნობით, კლუბის დირექტორი, ხესუს გარსია პიტარჩი ამ დროისთვის მხოლოდ რაფაელ ბენიტესისა და ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც სეზონის ბოლოს “ზენიტს” დატოვებს.