კარიკატურა: კილიან მბაპე “პსჟ”-ს “შვიდიანია”

კილიან მბაპე “პსჟ”-ში შვიდ ნომერს მოირგებს. ეს ის ნომერია, რომელსაც ფრანგის კუმირი, კრიშტიანუ რონალდუ ატარებდა მადრიდის “რეალში”. ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

ვიდეო კარიკატურა: ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდა და მბაპეს ჩრდილში შევიდა

შარშან ნეიმარი კატალონიის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბევრი ჟურნალისტისა თუ ექსპერტის მოსაზრების თანახმად, ბრაზილიელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსულიყო. თუმცა, სამხრეთამერიკელ შემტევს ახლა კილიან მბაპეს სახით ჰყავს გუნდელი, რომელმაც, მისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ომარ მომანის აზრით, “ნეი” 19 წლის ფეხბურთელის ჩრდილის ქვეშ მოექცა.

 

მბაპე: “პელე სულ სხვა კატეგორიაა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდზე დავდექი”

არგენტინის ნაკრების კარში დუბლის ავტორმა (ის პელეს შემგედ, მეორე ფეხბურთელია, ვინც დუბლის გაფორმება მსოლფიოს ჩემპიონატზე თინეიჯერობის ასაკში მოახერხა) და აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ მეოთხეფინალში გასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. მახარებს ის ფაქტი, რომ პელეს შემდეგ, მეორე თინეიჯერი ვარ, ვინც ეს შეძლო. თუმცა, მოდით ამ კონტექსტში ვთქვათ: პელე სხვა კატეგორიაა, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ასეთი ადამიანის გვერდით ხარ. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არის ის ტურნირი, სადაც უმაღლესი დონის მოთამაშეები გამოდიან. შესაბამისად, ყველაზე მეტად აქ შეგიძლია აჩვენო, რა შეგიძლია. არ არსებობს იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატია,” – ამბობს კილიანი.

კარვახალი: “მბაპეს წინააღმდეგ თამაშისას მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანი კარვახალმა “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და მბაპეს “პარი სენ-ჟერმენთან” მოგებული მატჩიც გაიხსენა.

“პარი სენ-ჟერმენთან” თამაშამდე სულ კავანისა და მბაპეს ვიდეოებს ვუყურებდით, თუმცა როდესაც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ.

ეს ჩვენი მეოთხე ფინალი იქნება, მაგრამ ახლა უფრო მონდომებულები ვართ, ვიდრე პირველი ფინალის წინ. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც სერხიო რამოსი, რონალდუ და მოდრიჩი არიან და თითოეული მათგანი წარმოუდგენლად მოტივირებულია.

ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მოედანზე, ბურთის არასწორ მომენტში დაკარგვა მომაკვდინებელი იქნება, გარდა ამისა, მეტოქეს მუდამ პრესინგის საშუალებით უნდა ვაწუხებდეთ,” – აცხადებს “ლევერკუზენის” ყოფილი მცველი.

კილიან მბაპე “ტროასთან” დაისვენებს და “რეალისთვის” მოემზადება

ნეიმარის შემდეგ, “პსჟ”-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. 19 წლის ფრანგს 61-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება. კილიანს გამოკვლევა ჩაუტარდა და, როგორც ცნობილი გახდა, ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა, L’Equipe იტყობინება, რომ უნაი ემერისა და ექიმიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მბაპე ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ტროას” წინააღმდეგ სამ მარტს არ ითამაშებს. იგი შეეცდება აღდგენითი პროცედურით, რაც შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დიდი აბათობით, მზად იქნება.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ექვს მარტს, პარიზში, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება. წინა დაპირისპირებაში მადრიდელებმა ანგარიშით, 3:1 იმარჯვეს.

ემერი: “1/8 ფინალს “რეალზე” უფრო მომზადებულები ვხვდებით”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “პსჟ”-ს მიიღებს.

პრინციპული შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ბოლო ოთხი შესაძლებლობიდან სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჟამინდელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, წარსულიდან გამომდინარე, მივხვდებით, რა ძალას წარმოადგენს “ბლანკოსი”. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ უკეთ მომზადებულები ვხვდებით მატჩს. თუ გინდა, გახდე ჩემპიონი, ეს დაძაბულობა და ვნება უნდა იგრძნო. ყველა ჩემპიონს ასე უცხოვრია და ჩვენც ასე ვარსებობთ.”

“მბაპე, ნეიმარი, და კავანი – დიდი დღეები საუკეთესო მწვრთნელებისა და გენიოსი ფეხბურთელებისთვის არსებობს. მე ასეთები მყავს! 4-3-3 – ეს ის წყობაა, რომლითაც ყველაზე საშიშნი ვართ. ამით შეგვძიძლია სწრაფი, გააზრებული შტევების ორგანიზებბა და ასევე სწორი პრესინგი. ამ ყველაფერს მადრიდელთა წინააღმდეგ გამოვიყენებთ,” – აცხადებს ემერი.

მბაპე: “რონალდუ და ნეიმარი თითქმის ერთ დონეზე არიან”

“პარი სენ-ჟერმენის შემტევმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ბავშვობაში მისი კუმირი იყო. თუმცა, ფრანგის თქმით, მას არანაკლები დონის თანაგუნდელი ჰყავს.

“ის ჩემი ბავშვობის გმირი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “ვალდებებასზე” სტუმრობამ და პორტუგალიელთან შეხვედრამ. თუმა, ახლა მე პროფსიონალი ფეხბურთელი და სხვების მეტოქე ვარ. შესაბამისად, რაც მსურს, არის მოგება, მოგება და მხოლოდ მოგება. შესაბამისად, აზრი არ აქვს, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს!”

“ნებისმიერი ვინმესგან, ვინც ხუთ ოქროს ბურთს იგებს, შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. რონალდუ კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდშიც მყავს მშვენიერი მოთამაშეები. ნეიმარი თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს კრიშტიანუს და, ვფიქრობ, ის თითქმის რონალდუს დონეზეა. ასევე, გოლეადორი კავანისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ,” – ამბობს მბაპე.

კარიკატურა: რატომ არ გაიფორმა “რეალმა” კილიან მბაპე?

დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იყო ის მიზეზი, რომლის გამოც მადრიდის “რეალმა”კილიან მბაპე არ გაიფორმა.

ომარ მომანი აღნიშნულ თემაზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

მბაპე: “ნეიმარი ჩემთვის უფროსი ძმასავით არის”

კილიან მბაპე დარწმუნებულია, რომ ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” თავს ბედნიერად გრძნობს და აღნიშნავს, რომ მასთან, ისევე როგორც კავანისთან, ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.

“ნეიმარმა თავისი ფრთის ქვეშ შემიფარა, ის ჩემთვის უფროსი ძმასავითაა. ის ყოველთვის ცდილობს ჩემს დახმარებას, იღბლიანი ვარ, მისნაირი ადამიანი რომ მყავს გვერდით. დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ ბედნიერია და დიდ წარმატებებსაც მიაღწევს.

კავანი? ვფიქრობ, ის სრულოფილი, ზედგამოჭრილი ფეხბურთელია ჩემსა და ნეიმარის მხარდამხარ სათამაშოდ. ის ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. კავანი ახლოსაა გოლების რეკორდთან, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალე გახდეს ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი,” – აცხადებს მბაპე.

მბაპეს შეუდარებელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენი” “ანდერლეხტს” ესტუმრა და 4-0 დაამარცხა მეტოქე.

მატჩში პირველი გოლი ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ გაიტანა. ეს გოლი მისთვის ამ ტურნირზე მერვე აღმოჩნდა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსგავსი რაოდენობის გოლის გატანა შეძლო.

მბაპე პარიზელებმა გასულ ზაფხულში “მონაკოდან” იჯარის წესით წაიყვანეს. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, უკვე არაერთხელ შეძლო პუბლიკის გაოცება.

“პსჟ”-ს ბოსი: “სხვა კლუბები მბაპეში მეტს იხდიდნენ”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ “მონაკოდან” კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ შეიძინა. ამით ფრანგი შემტევი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მოთამაშე და რიგით მეორე (ნეიმარის შემდეგ, 222 მილიონი ევრო) უძვირეს ფეხბურთელთა სიაში.

“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მათ 18 წლის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან გაუჭირდათ, რადგან რამდენიმე კლუბი მასში მეტ თანხას იხდიდა, ვიდრეც – პარიზული გუნდი.

“მენდეთ, ჩვენ კილიანის შეძენაში რამდენიმე გრანდი გვეცილებოდა, რომელიც “მონაკოს” 180 მილიონზე მეტ თანხას ჰპირდებოდა. ყველა დიდ გუნდს ის სურდა. თუმცა, ჩვენ მას ავუხსენით, კონკრეტული გეგმა და ამბიციები. მბაპე მოიხიბლა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ჰქონდა იმ ფაქტორსაც, რომ იგი ფრანგია, პარიზელია და ეს კლუბის მის გულშია.”

“დიახ, მას სურს დარჩეს საფრანგეთში და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული ფერები დაიცვას. მბაპე “პსჟ”-ს ახალ ისტორიას დაწერს. თუმცა, კილიანს მცირე ისტორია აქ უკვე აქვს. ნახეთ ფოტოები? ისინი არ იტყუებინა. 10 წლის მბაპესაც ძალიან უყვარდა ეს კლუბი და ოცნებობდა, რომ მისთვის ეთამაშა,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.

 

ნასერ ალ-ხელაიფი: “თუ სხვა გუნდები ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, ეს ჩვენი პრობლემა არ არის”

გასულ ზაფხულში “პსჟ”-მ სატრანსფერო რეკორდი მოხსნა და ნეიმარი ” ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ იყიდა. ამას დაემატა კილიან მბაპე, რომელიც პარიზელებმა “მონაკოდან” დიდ თანხად შეიძინეს. აღნიშნულმა ტრანსფერებმა სხვა კლუბების ხელმძღვანელობები გააღიზიანა, რადგან მათ სატრანსფერო ფასებზე დიდი გავლენა მოახდინეს. ასევე, Uefa-მ ნეიმარის ტრანსფერის გამოძიებაც კი დაიწყო.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ აღნიშნულ ტრანსფერებზე ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია კლუბის ყველა ნაბიჯთნ დაკავშირებით. ყველაფერს პატიოსნად და წესების სრული დაცვით ვაკეთებთ. შესაბამისად, სხვა კლუბების უკმაყოფილება ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა. “პსჟ”-ს ყველაზე დიდი მიზნებისთვის უნდა ბრძოლა. ამ საქმეში კი გუნდის გაძლიერება აუცილებელია,” – აცხადებს ნასერი.