გიორგი ჭანტურია:”საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს”

Fanebi.Com-ი უკავშირდება ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს და მათ “ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ სთხოვს თავიანთი აზრის დაფიქსირებას. ამჯერად, ჩვენი საიტის რესპოდენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურიაა, რომელიც საინტერესოდ საუბრობს ნახსენებ დაპირისპირებაზე.

“პირდაპირ ვიტყვი, საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს და მინდა, რომ  ტურნირის დასკვნითი მატჩი სწორედ მათ მოიგონ. მასპინძლების ლიდერი, ანტუან გრიზმანი ამას ნამდვილად იმსახურებს.”

“რაც შეეხება მატჩის სცენარს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს… ვფიქრობ, რომ დაძაბული შეხვედრა იქნება: თამაშის სადავეებს ფრანგები პირველივე წუთებიდან ჩაიგდებენ ხელში და პორტუგალია კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდება,” – განაცხადა “ურალის” 23 წლის შემტევმა.

“პარის სენ-ჟერმენი” მარკო როისისა და ანტონი გრიზმანის გადაბირებას აპირებს

როგორც იცით, პარიზულ გრანდს ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი აპირებს. ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები კი მათ ჩანაცვლებას ანტონი გრიზმანისა და მარკო როისის გადაბირებით აპირებენ. ამ ინფორმაციას Telefoot ავრცელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, მაშინ როცა იმედგაცრუებული კავანი თავისივე ნებით აპირებს საფრანგეთიდან წასვლას.

პარიზელები თავდაპირველად შვედისა და ურუგვაელის დუეტის ჩანაცვლებას ნეიმარითა და რობერტ ლევანდოვსკით აპირებდნენ, თუმცა “ბარსელონამ” და “ბაიერნმა” თავიანთი ვარსკვლავების გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

Telefoot-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელის გადასაბირებლად “პსჟ-ს” 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რაც შეეხება მარკო როისს, მისი გადაბირება ნამდვილად რთული იქნება, რამეთუ მას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

“ჩელსიმ” გრიზმანის მიმართ ინტერესი განაახლა

Calciomercato-ს ცნობით, ლონდონის “ჩელსის” რადარზე კვლავ გამოჩნდა მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი ფორვარდი, ანტონი გრიზმანი.

წყარო გვამცნობს, რომ ანტონიო კონტე, რომელიც ძალიან ახლოს არის “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგებასთან, ძალიან მოხიბლულია “როხიბლანკოს” თავდამსხმელით.

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი “იუვეს” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასაც ეცდება.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ფრანგმა, რომელიც “ატლეტიკოს” 2014 წელს შეუერთდა (“რეალ სოსიედადიდან” 30 მილიონის სანაცვლოდ), მადრიდული კლუბის მაისურით გამართულ 36 მატჩში 20 გოლის გატანა შესძლო.