“ხეტაფემ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“ხეტაფეს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრან ესკრიბა გაათავისუფლა.

“ხეტაფე” მადლობას უხდის ესკრიბას გაწეული მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფრან ესკრიბა “ხეტაფეს” გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში გუნდს ბოლოსწინა ადგილი უკავია, თუმცა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

 

შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი

მესი დუბლით დაბრუნდა

წუხელ ესპანეთის „სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ხეტაფე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ანგარიში მე-9 წუთზე ფრანჩესკ ფაბრეგასმა გახსნა. იმავე ფაბრეგასმა 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი გაიფორმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ახლადგამოჯანმრთელებულმა ლეო მესიმაც, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაბრუნება დუბლით აღნიშნა: თავი ჯერ 90-ე წუთზე გამოიჩინა, 92-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:0.

განმეორებითი მატჩი 17 იანვარს შედგება.

„სამეფო თასი“
„ბარსელონა“—„ხეტაფე“ 4:0 (1:0)
გოლები: ფაბრეგასი 9′, 63′, მესი 90′, 90+2.
გაფრთხილებები: მონტონია 85′ — გავილანი 57′, ვალერა 62′, ალექსისი 62′, როდრიგესი 87′.

„სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი მატჩები:

„ვალენსია“—„ატლეტიკო“ 1:1
„ალკორონი“—„ესპანიოლი“ 1:0
„ბეტისი“—„ატლეტიკი“ 1:0
„რასინგი“—„ალმერია“ 1:1
„სოსიედადი“—„ვილიარეალი“ (9 იანვარი, 22:30 სთ)
„რაიო“—„ლევანტე“ (10 იანვარი, 00:30 სთ)
„რეალი“—„ოსასუნა“ (10 იანვარი, 00:30 სთ)

ბექა დოგრაშვილი