დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივლისი)

“ვესტ ჰემი” ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს

როგორც ჩანს, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის სურვილმა ერთიანად “გააგიჟა” – “ჩაქუჩები” მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მადრიდული მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

The Sun-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 202 000 ფუნტს მიიღებს. სამშაბათს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“პალასი” მზადაა ბერაჰინოს სანაცვლოდ 20 მილიონი გაიღოს

“კრისტალ პალასის” თაოსნები გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი – საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომთან” მოლაპარაკებების წამოწყება. “ტოტენჰემის” ყოფილ სამიზნეში “არწივები” 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალმა ჩაიბაროს

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს. ბელგიური ფეხბურთის ასოციაციაში ლუი ვან გაალის ვარიანტით ძალიან ბევრი “ჩინოვნიკი” არის მოხიბლული.

ddddddddddddddddddddddddddddd

რობსონ-კანუსთვის ბრძოლაში “ჰალ სიტი” დაწინაურდა

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ უელსის ნაკრების ფორვარდის, ჰალ რობსონ-კანუს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული (“სუონსი”, “უოტფორდი”, “ევერტონი”, “მიდლსბრო”, “ჰალ სიტი” და “ბარნლი”). თუმცა, ევრო 2016-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი “ვეფხვებს” აქვთ, რომლებიც მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

“ბორუსიას” გიოტცეს გაფორმებამდე სულ ცოტა აკლია

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” მარიო გიოტცეს გადაბირებასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კლუბმა “ბაიერნთან” ფასი უკვე შეათანხმა (28 მლნ. ევრო). სავარაუდოდ, გერმანელი შემტევი მის ყოფილ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზელინსკის “ლივერპულში” უნდა გადასვლა … თუმცა, “მილანში” გადადის

Goal-ის ცნობით, პიოტრ ზელინსკი უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ “როსონერის”, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპის “ლივერპულმა” მის კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა – “ლივერპულის” მიერ შეთავაზებული 11 მილიონი ფუნტი იტალიელებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა.

სონგი “ბარსელონას” დატოვებს?

დიახ, არ გატყუებთ, ალექს სონგი ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. და დიახ, “ბარსელონასთან” არსებული 4-წლიანი კონტრაქტი საბოლოოდ ამოიწურა. ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი “ვესტ ჰემში” გაატარა, სავარაუდოდ რუსულ “რუბინს” შეუერთდება.

რობსონ-კანუ: “ამისათვის 8 წლის მანძილზე ვმუშაობდით”

უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჰალ რობსონ-კანუმ ბელგიასთან გამართული შესანიშნავი მატჩის შემდეგ (3-1) პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის მოგებაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა, რამეთუ სწორედ მისი გოლის წყალობით გავიდნენ წინ უელსელები.

“ფანტასტიკურია. დიდებულად ვითამაშეთ, კარგია რომ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ თუ ისევე ვითამაშებდით, როგორც პირველ ნახევარში, შედეგსაც მივაღწევდით. რთულია შესაფერისი სიტყვების მოძებნა.

ამისათვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით ბოლო 8 წლის მანძილზე.

მათ წინააღმდეგ ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ ვითამაშეთ, ასე რომ ვიცოდით, თუ როგორი მატჩი გველოდა. ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებდით.

ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს. დაცვაში ისევე მტკიცედ შეგვიძლია დგომა, როგორც ქვას. ეს ყველაფერი კი ჩვენ საკმაოდ კარგ შანსს გვაძლევს.” – განაცხადა უელსელმა შემტევმა.