რანიერი: “მარეზი “ლესტერში” რჩება”

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი აცხადეს, რომ მოახლოებულ სეზონში რიად მარეზი გუნდში დარჩება.

“ძალიან კარგია, თუ მას ჩვენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ჩემთვის, ყველაზე მნიშნველოვანი ისაა, რომ რიადი მოახლოებულ სეზონშიც ჩვენს გუნდში იქნება.

მარეზი აქ თავს ბედნიერად გრძნობს. მას ყოველდღე ვხედავ, მისი მჯერა. მართალია, გასულ სეზონში მიღწეული წარმატების გამეორება რთულია, მაგრამ ამბიციური გუნდი გვყავს”, – ციტირებს რანიერის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლების სეზონში, მარეზმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 17 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

რანიერი: “ძალიან გამეხარდება, თუ მაჰრეზი ასე მოიქცევა”

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ლესტერის” შემადგენლობაში და ბევრი გრანდის ინტერესის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ყველაზე მეტად “არსენალი” აქტიურობს. ასევე, 25 წლის მოთამაშეს სხვა ევროპულ გუნდებსაც უკავშირებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მელიების” დამრიგებელმა, კლაუდიო რანიერიმ.

“მაჰრეზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენთან დარჩება. ის ჩვენი ვარსკვლავია. წავიდეს სხვა გუნდში? რატომ? მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ, დატოვონ ერთი კლუბი და სხვა გააძლიერონ, მაგრამ რიადი ჩვენთან თუ დარჩება, ეს “ლესტერისთვის” ძალიან  დიდი წარმატება იქნება. “

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცი მისი შესაძლებლობები. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაჰრეზი სხვა კლუბში გადავიდა,სადაც უამრავი ვარსკვლავია. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს და ცოტა დრო მიეცეს თავის გამოსაჩენად. მე კი ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას. რიადს არასდროს შევუზღუდავ დროს იმისთვის, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს,” – განაცხადა რანიერიმ.

აგენტი: “მაჰრეზმა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო…”

რიად მაჰრეზმა საოცარი სეზონი ჩაატარა და “ლესტერის” ჩემპიონობაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა. ამ ზაფხულზე მისი გადაბირებით ძალიან ბევრი გრანდი დაინტერესდა. მათ შორის იყო “არსენალი”.

ლონდონელები გუშინ საფრანგეთში, ამხანაგურ შეხვედრაში “ლენსს” დაუპირისპირდნენ. სწორედ იქ მოხდა “მეთოფეთა” მესვეურების” და მაჰრეზის აგენტის შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ლესტერის” ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს. მისი სურვილია, მომავალ სეზონში “არსენალის” მაისურით იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კლაუდიო რანიერიმ განაცხადა მაჰრეზის გუნდში დარჩენის თაობაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტელ სპორტსმენს ცვალებადი ხასიათი აქვს და თუ გუნდი დათანხმდა, ტრანსფერის განხორციელებას საერთოდ აღარაფერი შეუშლის ხელს.

სისინიო: “რანიერის გაუმართლა, პრემიერ ლიგა რომ მოიგო”

“რომას” ყოფილ ფეხბურთელს, სისინიოს სჯერა, რომ კლაუდიო რანიერის გუნდის გაჩემპიონება მხოლოდ იღბლიანობის ბრალი იყო. სისინიო თვლის, რომ რანიერი დიდ კლუბში იმავეს გაკეთებას ვერ შეძლებს.

“რანიერის, რომელმაც ჩემპიონობა მოუპოვა … არც კი მახსოვს იმ კლუბის სახელი, არ აქვს საკუთარი სათამაშო სისტემა და არ იცის, თუ როგორ ავარჯიშოს გუნდი.

როდესაც “რომაში” ვიყავი, ის ყოველთვის მაწვალებდა. მას ბრაზილიელები არ უყვარს.

როგორ მოახერხა ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება? უბრალოდ, ძალიან გაუმართლა. თუ მას დიდ კლუბს ჩააბარებ, დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს ვერ გააკეთებს.”

“ლესტერმა” კანტეს შემცვლელს მიაგნო

რამდენიმე დღის წინ ნ’გოლო კანტემ დატოვა “ლესტერ სიტი” და ოფიციალურად შეუერთდა ლონდონის “ჩელსის”. ამის შემდეგ ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ ვის უნდა შეეცვალა ფრანგი საყრდენი…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მელიები” 25 წლის  მოთამაშის შემცვლელად ბელგიის ნაკრებისა და “ზენიტის” ფეხბურთელს, აქსელ ვიტსელს განიხილავენ. ინგლისის ჩემპიონების გარდა, ნახევარმცველით “ევერტონი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ინტერესდება. წესით, ვიტსელმა “პრემიერ ლიგაში” ასპარეზობა უნდა აირჩიოს.

აქვე გეტყვით, რომ აქსელს 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი გუნდთან და იგი 20-დან 25 მილიონ ევრომდეა შეფასებული.

მ’ბაიე ნიანგი: “მომავალ სეზონშიც “მილანში” ვიასპარეზებ”

ამ ზაფხულზე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ “მილანის” ფეხბურთელით, მ’ბაიე ნიანგით რამდენიმე  ინგლისური გუნდი სერიოზულად ინტერესდებოდა. მათ შორის იყო “ევერტონი”, “ვესტ ჰემი” და “პრემიერ ლიგის” ჩემპიონი, “ლეტსერ სიტი”. სწორედ ეს უკანასკნელი სთავაზობდა “მილანს” 16 მილიონ ფუნტს, თუმცა…

დღეს ნიანგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს: “მე აქ ვრჩები. იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ  “მილანთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო და ამ გუნდის შეუცვლელი ფიგურა ვიყო.”

რანიერი: “თუ მარეზი სხვა კლუბზე ფიქრობს, მაშინ მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს”

“ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, რიად მარეზზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ის კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, მაშინ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ლესტერიდან” “ჩელსიში” ნგოლო კანტე გადავიდა, მარეზს კი ევროპულ გრანდებთან აკავშირებენ.

“პირველი ხუთი ტური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ დროს გამოჩნდება, შეგვიძლია, თუ არა პრემიერ ლიგის მოგებისათვის ბრძოლა.

მარეზი? თუ ის კარგად ითმაშებს, მაშინ ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. თუმცა, თუ რიადი სხვა კლუბში თამაშზე ფიქრობს, მაშინ მას სათადარიგოთა სკამზე, ჩემს გვერდით ჯდომა მოუწევს”, – ციტირებს 64 წლის სპეციალისტის სიტყვებს Sport-ი.

რანიერიმ “ლესტერთან” ახალი კონტრაქტი გაფორმა

კლაუდიო რანიერი “ლესტერ სიტის” სათავეში გასულ ზაფხულზე ჩაუდგა. მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ იტალიელი სპეციალისტი ერთ წელში “პრემიერ ლიგის” ტიტულს მოაგებინებდა “მელიებს”, მაგრამ… ზღაპარი, სახელად “ლესტერ სიტი”, შეიქმნა.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 64 წლის მწვრთნელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ინგლისურ კლუბთან. რანიერი 2020 წლამდე იქნება “ლესტერში” და კვირაში 70 000 ფუნტს მიიღებს.

კანტემ შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში ითამაშოს

ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნ’გოლო კანტეთი ჩინური “შანხაი” ინტერესედება. აზიელები ფრანგ მოთამაშეში 40 მილიონ ევროს ჩამოდიან. ეს 15 მილიონით მეტია იმ ფასზე, რომლადაც “ლესტერს” კანტე ჰყავს შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ “მელიებმა” საყრდენ მოთამაშეს უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში 120 000 ევრო იქნება. ნუ დაგვავიწყდება მადირიდის “რეალი”, რომლის თავკაცს, ზინედინ ზიდანს მისი თანამემამულის გადაბირება ძალიან სურს. მოკლედ, კანტეს ამ ზაფხულზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

“სუონსი” ულოას სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

უელსური “სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეთავაზება “მელიებს” მათი ფეხბურთელის, ლეონარდო ულოას ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი მომავალ სეზონში ანდრე აიუსა და ბაფეტიმბი გომისის გარეშე დარჩეს, ამიტომაც უელსელები თანახმანი არიან 10 მილიონი გაიღონ ჩემპიონის სანაცვლოდ.

ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ “ლესტერმა” ახლახან დაასრულა აჰმედ მუსას ტრანსფერი (16 მილიონი ფუნტი), რამაც ულოას წასვლის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ აპრილში 29 წლის ულოამ ორჯერ მოახერხა “სუონსის” კარის აღება (“ლესტერ სიტი” 4-0 “სუონსი”).

რომელი გუნდი დასახელდა “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ ნაკრებად?

გუშინ დასრულდა “ევრო 2016”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა საუკეთესო გუნდისა, გუშინ სხვა ბევრი საინეტერესოც გაირკვა: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო 11 ფეხბურთელი და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ გუნდად ინგლისის ეროვნული ნაკრები დასახელდა, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე, მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

cats

ოფიციალურად: მუსა “ლესტერის” ფეხბურთელია

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერ სიტიმ” კიდევ ერთი ტრასნფერი განახორციელა. ამჯერად, “მელიებმა” მოსკოვის “ცეესკას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, აჰმედ მუსა გაიფორმეს. იმ თანხის რაოდენობა, რომელიც გადაიხადეს ინგლისური კლუბის მესვეურებმა ნიგერიელ შემტევში, არ სახელდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მუსამ “ლესტერთნ” ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნახსენები მოთამაშე უკვე მეოთხეა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც “მელიებმა” აქამდე შეიძინეს. ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული, მათ მენდის, ზილერის და ერნანდესის გაფორმება მოახერხეს.