ტომას ტუჰელის კომენტარი “არსენალთან” განადგურების შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა ლონდონის “არსენალთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში განადგურების შემდეგ (5:1) პრესასთან ისაუბრა.

“არაფერზე არ უნდა ვიწუწუნოთ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ისევე როგორც ჩემთვის, ასევე მოთამასეებისთვის, ძალიან რთული იყო ამ მატჩში სასურველი შედეგის დადება.

ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობდნენ, ზოგი 17 წლის იყო, ზოგიც – 16. ორი დღის შემდეგ მორიგი მატჩი გველის, ახალგაზრდებისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არ არის.

შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ თავისუფალ ზონებს ვტოვებდით, რისთვისაც მეტოქემ დაგვსაჯა,” – აცხადებს დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი თავკაცი.

ტომას ტუჰელი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

რამდენიმე დღის წინ “კამფეტების” მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანმა დატოვა და ეს პოზიცია დღემდე ვაკანტურია. როგორც წესი, ბრიტანელებმა ბევრი მაღალი დონის სპეციალისტი დაუკავშირეს “ევერტონს”, თუმცა, ბოლოს არჩევანი მაინც ტომას ტუჰელზე შეაჩერეს.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Daily Mirror ირწმუნება, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ დორტმუნდის “ბორუსიას” ექს-თავკაცთან, ტომას ტუჰელთან. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

გეტყვით იმასაც, რომ ამ ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში “ევერტონის” ხელმძღვანელები, შონ დაიჩის (“ბარნლი”), დევიდ მოიესის, ლეონარდუ ჟარდიმისა (“მონაკო”) და რაიან გიგზის ვარიანტების განხილვას გეგმავენ.

ამ მომენტისთვის, “ევერტონი” 9 მატჩში დაგროვებული 8 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.

ოფიციალურად: ტომას ტუჰელმა დორტმუნდის “ბორუსია” დატოვა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

43 წლის სპეციალისტს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ტუჰელმა ჩათვალა, რომ საკუთარი შესაძლებლობები “სიგნალ იდუნა პარკზე” ამოწურა და ახალი გამოწვევები ესაჭიროება.

“მადლობელი და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბთან ორი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი სეზონის ჩატარება რომ შევძელი. სამწუხაროა, მაგრამ კლუბი უნდა დავტოვო.

მინდა ბოლოსკენ მადლობა გადავუხადო კლუბის თითოეულ ფანს, სამწვრთნელო შტაბსა და ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. “ბორუსიას” ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს ტომას ტუჰელი.

სავარაუდოდ, ტუჰელს “ნიცას” მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ჩაანაცვლებს.

სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტუჰელი “ბორუსიას” ყველაზე წარმატებული მწვრთნელია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

43 წლის სპეციალსტმა “სიგნულ იდუნა პარკზე” ორი წელი დაჰყო და ამ პერიოდში გერმანიის თასის მოგებაც მოახერხა.

ყველაფერთან ერთად, ტომას ტუჰელი საუკეთესო მწვრთნელი გახდა “ბორუსიას” ისტორიაში საშუალოდ ერთ მატჩში დაგროვებული ქულების მიხედვით – 2.1.

ამ რეიტინგის მეორე ადგილზე მულტჰაუპი იმყოფება, შემდეგ კი მოდიან: იურგენ კლოპი, კარლ-ჰაინც ფელდკამპი და ოტმარ ჰიცფელდი.

ტომას ტუჰელი: “პირველივე წუთებიდანვე შევუტევთ, ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა “მონაკოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს.

“ვფიქრობთ, ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან. სრულად ვაანალიზებთ, თუ რაოდენ რთული მისიის წინაშე ვდგავართ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ.

“ბორუსიას” საკუთარი ფეხბურთელების სჯერა, ვიცით, რომ მათ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. “ბორუსია” ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზეა და არ უნდა, ტურნირს გამოეთიშოს.

ჩვენი გუნდი ყოველთვის ბევრს უტევს. ჩვენ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ და ვეცდებით გავიტანოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელი იქნება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ტომას ტუჰელი: “ნახევარფინალში გასასვლელად ობამეიანგის გოლები დაგვჭირდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა “მონაკოსთან” გასამართ მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე პრესასთან პიერ-ემერიკ ობამეიანგის როლზე ისაუბრა.

“ობამეიანგი ძალიან გვჭირდება, ის ამ დაპირისპირებას საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს. ნახევარფინალში გასასვლელად ჩვენ მისი გოლები, დაცვაში კარგი თამაში და მისი მუსიკა დაგვჭირდება.

სწორედ ამას მოითხოვს ჩემპიონთა ლიგა.

ობამეიანგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ის ესპანურად, ფრანგულად, იტალიურად, ინგლისურად და გერმანულადაც კი საუბრობს. დიახ, თუ მოინდომებს, მას გერმანულადაც შეუძლია საუბარი,” – აცხადებს ტუჰელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 25 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს (ლევანდოვსკი – 26 გოლი).

ტომას ტუჰელი: “წაგება დავიმსახურეთ”

გერმანული ბუნდესლიგის ბოლოადგილოსან “დარმშტადტთან” განცდილი მარცხის შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაცმა, ტომას ტუჰელმა პრესასთან ისაუბრა.

“მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს, ჩვენ კი წაგება. თუ ასეთ დონეზე გავაგრძელებთ თამაშს, წაგებას უფრო და უფრო მივეჩვევით.

ყველაფერი მარტივადაა: იგებს ის, ვინც საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად იყენებს. დღეს ჩვენ წაგება დავიმსახურეთ.

დღევანდელი მატჩის მიმდინარეობისას, ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ ჩვენ თამაშს ვთამაშობდით,” – აცხადებს ტუჰელი, რომლის გუნდიც 34 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

“ბორუსიაში” პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად ანდრე შურლეს მოისაზრებენ

ტომას ტუჰელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგის არყოფნის პერიოდში, თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება “ჩელსის” ექს-ფორვარდს, ანდრე შურლეს მიეცემა.

როგორც იცით, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მთავარი საზრუნავი ამ დროისთვის კონტინენტური პირველობაა, სადაც ეს უკანასკნელი გაბონის ნაკრების ღირსებას იცავს.

“ანდრე შურლე დასაწყისიდანვე შეუტევს, თუ რა თქმა უნდა, რამე მოულოდნელი არ მოხდება. მას ფორვარდის როლის მორგება მოუწევს. ეს მისთვის ბრწყინვალე შანსია, გვაჩვენოს, თუ რა შეუძლია მას.”

დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის 16 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში კი მათი მეტოქე ბრემენის “ვერდერი” იქნება.

ტუჰელი: “სიურეალისტური იყო, ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაცმა, ტომას ტუჰელმა გერმანულ გრანდსა და პოლონურ “ლეგიას” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გათამაშებული მატჩი “სიურეალისტურად” შერაცხა, რის საშუალებასაც მეტწილად დაფიქსირებული ანგარიში (8-4) აძლევს.

“სიურეალიზმის ჟანრიდან იყო. ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს, ასე რომ რთულია ამ მატჩიდან რაიმე დასკვნა გამოიტანო. დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც აღარ უნდა განვიმეოროთ.

მართალია, საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ, მაგრამ შეცდომებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვწუხვარ რომან ვაიდენფელერის გამო, ჩვენმა შეცდომებმა, მასზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა.

რაც შეეხება მარკოს, ის ფანტასტიკური იყო. მის დაბრუნებას კარგა ხანი ველოდებოდით, ასე რომ ეს ჩვენც დავიმსახურეთ.” – განაცხადა ტუჰელმა, რომლის გუნდმაც უკვე მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური.

ტუჰელი: “რონალდუ ფორმაში არ არის? მისგან საუკეთესოს ველით”

დორტმუნდის “ბორუსიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი დაპირისპირების წინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა აღნიშნა, რომ “ბორუსიელები” ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ კრიშტიან ლა ლიგაში ცუდად გამოიყურება.

“არის თუ არა კრიშტიანუ ცუდ ფორმაში? ვინ ვარ მე, ამაზე რომ ვილაპარაკო. ფაქტია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩემპიონი და ჩვენ მისგან საუკეთესოს ველით.

ჩვენ საუკეთესო ფორმაში მყოფი “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მაღალი დონის გუნდია “რეალი” . მათი შეტევებისაგან თავის დაცვა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.

დისციპლინირებულად უნდა ვითამაშოთ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. დაცვიდან შეტევაზე მწყობრად გადართვაა საჭირო. ”

ტომას ტუჰელი ბუნდესლიგაში რეფორმების გატარების მომხრეა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი თვლის, რომ საინტერესო იქნება ბუნდესლიგის ახალი ფორმატის ხილვა, რომელიც ჩემპიონის პლეი-ოფის სისტემით გამოვლენას ითვალისწინებს.

“რატომაც არა? ახალი ფორმატი მეორე, მესამე და მეოთხე ადგილოსან გუნდებს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს მიცემს. წესების ცვლილების მომხრე ვარ – არ ვთვლი, რომ ეს ცუდი იდეაა.”

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდული კლუბი გერმანიაში 2011-2012 წლების განმავლობაში დომინირებდა, თუმცა შემდეგ მთელი უპირატესობა ბავარიელებმა იგდეს ხელტ – 4 ჩემპიონობა ბოლო 4 სეზონში.

“ბაიერნის” დირექტორი: “გვარდიოლას უნდოდა, რომ მისი მემკვიდრე ტომას ტუჰელი ყოფილიყო”

“ბაიერნის” ტექნიკური დირექტორის, მიხაელ რეშკეს თქმით, გვარდიოლას სურდა, რომ მისი კლუბიდან წასვლის შემდეგ, “ალიანს არენაზე” ტომას ტუჰელი მოსულიყო, რომელიც ამჟამად “ბორუსია დორტმუნდს” უდგას სათავეში.

11 Freunde-სთან საუბრისას, რეშკემ გვარდიოლას სიტყვების ციტირება მოახდინა: “ტომასი ჩემი მემკვიდრე უნდა იყოს “ბაიერნში”.

“ტუჰელთან სანდო ურთიერთობა მქონდა და ვიცოდი, რომ ის პეპის ძალას აღიარებდა.

სხვა მხრივ კი, პეპი იყო აღფრთოვანებული იმ თამაშით, რომელსაც იმდროინდელი “მაინცი” თამაშობდა. ის ხშირად მესაუბრებოდა ტუჰელზე.”

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 28 ივლისს, ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდა – პეპის “სიტიმ” ტუჰელის “ბორუსია” პენალტების სერიაში, ანგარიშით 6-5 დაამარცხა.