დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 2-5 მადრიდელთა სასარგებლოდ). შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე “ბლანკოსი” გავიდა.
დაპირისპირების შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.
“ის მივიღეთ, რაც ძალიან არ გვინდოდა. ვერატის გაგდებამ თამაში მოკლა და უიმედოდ დაგვტოვა. იმედგაცრუებულნი ვართ. გვჯეროდა, რომ პირველ ნახევარში უპირატესობას მოვიპოვებდით და შემდეგ თამაშს ჩვენს ნებაზე წარვმართავდით. თუმცა, გაგვიტანეს, შემდეგ წითელი ბარათი და ყველაფერი აირია… “რეალს” აქვს გამოცდილება, რამაც მათ ხელი შეუწყო,” – ამბობს შეიხი.