ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.
იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.
ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.