ნუნუ გომეში: „იუვე“ ძლიერი გუნდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიური „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუწყვილდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა შარშან ფინალშიც ითამაშეს, თუმცა ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ. „ბენფიკას“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ამჟამინდელი წარმომადგენელმა ნუნუ გომეში თვლის, რომ მეტოქე სერიოზულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ნახევარფინალურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. „იუვენტუსი“ ძლიერი, დიდებული კლუბია. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონია, „ბებერ ქალბატონს“ სხვადასხვა სახის ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მოედანზე მუყაითად უნდა ვიმუშაოთ, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, ტურინში გასამართ ფინალურ მატჩში სწორედ ჩვენ ვითამაშებთ“, – განუცხადა ნუნუ გომეშმა „ევროსპორტს“.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში შედგება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი

უეფას ახალგაზრდული გუნდების ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ სიტისა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში, 18 წლის სეკო ფოფანამ მეტოქის კარი შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა.

იხილეთ 00:23-დან:

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 3 და 10 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ალკმაარი“ — „ბენფიკა“
„ლიონი“ — „იუვენტუსი“
„ბაზელი“ — „ვალენსია“
„პორტო“ — „სევილია“

 

კრისტიან ერიქსენის ლამაზი საჯარიმო “ბენფიკას” კარში

13 მარტს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ტოტენჰემსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში (1:3), ლონდონელთა გუნდის ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა მეტოქის კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

ნიკოლას გაიტანის ორიგინალური საჯარიმო

27 თებერვალს, უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ბენფიკასა” და “პაოკს” შორის გამართულ შეხვედრაში, ნიკოლას გაიტანმა საჯარიმო დარტყმა ორიგინალურად შეასრულა.

“ზენიტი” გარაიში 20 მილიონს იხდის

“ბენფიკას” 27 წლის ცენტრალური მცველი ეზეკილ გარაი რუსული “ზენიტის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ზენიტი” მზად არის ფეხბურთელში 20 მილონი ევრო გადაიხადორს. სწორედ აღნიშნული თანხაა მითიტებული მცველის კონტრაქტში.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თანხის ნახევარს მადირიდის “რეალი” მიიღებს, რომლის ღირსებასაც გარაი “ბენფიკაში” გადასვლამდე იცავდა.

“ბენფიკას” პატარა გულშემატკივრის სასაცილო რეაქცია, როდესაც მას “პორტოს” მაისური აჩუქეს

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელში აღბეჭდილია, თუ როგორ ჩუქნიან შობას “ბენფიკას” პატარა გულშემატკივარს “პორტოს” მაისურს.

“ბენფიკა” მეკარის გარეშე დარჩა

პორტუგალიური “ბენფიკას” ძირითადი მეკარე არტური დაშავდა და მოედანზე ორი თვის განმავლობაში ვერ გამოვა. 32 წლის ბრაზილიელმა მხრის ტრავმა მიიღო “ოლიანენსესთან” მატჩის დროს.

არტურის ადგილს 20 წლის იან ობლაკი დაიკავებს. რომელიც “ბენფიკაში” წელს დაბრუნდა. ახალგაზრდა მეკარე “რიუ ავეში” იყო განათხოვრებული, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

ბლანი: მეორე ტაიმში მოტივაცია არ გვეყო

“პსჟ”-ს მთავარი მთვრთნელი ლორან ბლანი, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი შემდეგ, რომელიც პარიზელებმა “ბენფიკასთან” წააგეს, ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“პირველ ნახევარში ყველაფერი კარგად იყო. მეორეში მოტივაცია არ გვყეა. “ბენფიკას” ეს გამარჯვება უფრო სჭირდებოდა და თამაშის სადაცეები საკუთარ ხელში აიღო. რა თქმა უნდა მარცხი საწყენია, თუმცა წინ ბევრი მნიშნველოვანი მატჩი გველის. მიუხედავად იმისა რომ სილვასა და ტიაგოს პარიზში დატოვება გადავწყვიტეთ, ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იყო” – განაცხადა ბლანმა.