კრიშტიანუ რონალდუ: “ფული პრობლემა არაა, თუმცა სათქმელი ნამდვილად მაქვს”

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ თავის მომავალს შეეხო. მან განაცხადა, რომ ცოტა ხანში, ყველაფერს ზუსტად იტყოდა.

პორტუგალიელმა თავისი ნათქვამი, შემდეგ უფრო განავრცო.

“ფული პრობლემა არაა. საქმე სხვა საკითხებს ეხება. მოვიგე ხუთი ოქროს ბურთი და ამდენივე ჩემპიონთა ლიგა. უკვე დავწერე ისტორია. არ ვარ მოწყენილი. ზუსტად ვიცი, რაც გავაკეთე ჩემი გუნდისთვის. ახლა, არ მსურს ამ უნიკალური მომენტიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მინდა, წარმატება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიზეიმო.”

“ახლა ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. მომდევნო რამდენიმე დღეში ყველაფერს ვიტყვი. კლუბის პრეზიდენტთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ის თავისი საქმის პროფესიონალია. მასთან ვისაუბრე და ძალიან დიდი პატივს ვცემ. ბევრს არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ, როცა ლაპარაკს ვიწყებ, ყველაფერს ვამბობ. თამაშის შემდეგ, არ იყო სწორი დრო, რომ ბოლომდე მესაუბა იმაზე, რაზეც ცოტა ხანში მოგიყვებით. ნამდვილად, რაღაც მაქვს სათქმელი და ამას მალე გაიგებთ,” – ამბობს პორტუგალიელი.

კარიკატურა: მესის და სუარესს ბომბარდირობაში რონალდუც შეეცილება

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ხირონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. პოკერი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესს გადაუსწრო და ლიონელ მესის მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება.

გთავაზობთ Bleacher Report-ის კარიკატურას აღნიშნულ თემაზე.

კარიკატურა: კრიშტიანუ რონალდუს 50-ე ჰეთრიკი

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ხირონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 50-ე ჰეთრიკი შეასრულა, რაც ფენომენალური შედეგია.

ამ თემაზე Bleacher Report-მა კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: კაკამ კარიერა დაასრულა

17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.

ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.

 

რონალდუ: “ჩემი ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ”

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალმა” “გრემიო” მიიღო და მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს მიერ ჯარიმიდან გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელმა სულ ოთხ მსოფლიოზე მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლიც გაიტანა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

კრიშტიანუმ თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ჩემი ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ. კრიტიკას მუდამ მოედანზე ვპასუხობ. დღესაც ასე მოვიქეცი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ეს შთამბეჭდავი დღეა. გვინდოდა, მოგვეგო, თუმცა “გრემიოს” ძალასაც ვაცნობიერებდით. მაგრამ აქამდე “რეალს” ერთ წელში ხუთი ტიტული არასდროს მოუგია. სწორედ ამიტომ, ზიდანმა გვითხრა, რომ ჩვენი ბატარეა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.” “

“მეორე ნახევარში თავი ცოტა დაღლილად ვიგრძენი. ახლაც ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ განვიცდი, თუმცა მომდევნო შაბათს მშვენივრად ვიქნები. მთავარია, მოვიგეთ და მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ვიმსახურებდით,” – აცხადებს კრიშტიანუ.

კრიშტიანუ რონალდუ: “ახალმა რეკორდმა მოტივაცია შემმატა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მსოლფიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ალ ჯაზირას” გაუტანა და ამით ტურნირის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

პორტუგალიელმა თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს რეკორდი ამაყს მხდის. ამ მიღწევით ფეხბურთის ისტორიის ნაწილი კიდევ ერთხელ გავხდი. ეს ძალიან დიდი პატივია. გატანილი გოლი და დამყარებული რეკორდი მოტივაციას მმატებს, რომ მომდევნო მატჩში კიდევ უფრო მეტი შევაგდო. ზოგადად, ბევრი რომ ვიმუშავო და უფრო მეტს მივაღწიო.”

“ჩემი გუნდელების გარეშე არაფერი იქნებოდა. მათი დამსახურებაა, რომ ნახევარფინალში ვიმარჯვეთ. ახლა გაცილებით მონდომებულები ვართ და გვჯერა, ფინალში წარმატების მიღწევა შგვიძლია,” – აცხადებს “რონი”.

შეგახსენებთ, რომ ხვალ “რეალი” ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

ხამესი რონალდუს პასუხობს: “ზოგჯერ, ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რაც სათქმელი არაა”

ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი დასუსტებულია. პორტუგალიელის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გუნდიდან პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლა იყო.

32 წლის შემტევის ამ განცხადებას მიუნხენის “ბაიერნში” ორწლიანი იჯარით მყოფი ხამეს როდრიგესი გამოეხმაურა.

“როგორც მე, ასევე მორატასა და პეპეს რთული პერიოდი ჰქონდათ და გუნდი ამიტომ დატოვეს. რონალდუს განცხადება? ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობ, რაც არ უნდა თქვა. მადრიდის “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ამ სეზონშიც სასურველი მიზნების მიღწევა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეს ძალიან მასიური გუნდია. მას აქვს ძალა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შემოატრიალოს და თავის სასიკეთოდ დაასრულოს. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე. მათ ხშირად ვეკონტაქტები. ასევე, როცა დრო მაქვს, “რეალის” თამაშსაც ვუყურებ,” – აცხადებს კოლუმბიელი.

 

რა უთხრა რონალდუს შვილმა კრიშტიანუს თავის მომავალზე?

კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი, კრიშტიანუ რონალდუ ჟუნიორი ხშირად ხვდება ყურადღების არეალში.

ამჯერად პატარა პორტუგალიელის შეახებ მამამ ისაუბრა.

“საკუთარ თავს ხშირად ვხედავ ჟუნიორში. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ის ჩემი შვილია. მან მითხრა, რომ ის ჩემზე უკეთესი იქნება და აუცილებლად მოიგებს ხუთ ოქროს ბურთს. ეს შემართება ძალიან მომწონს.”

“მინდა, კიდევ ერთი ოქროს ბურთი მოვიპოვო. თუმცა ზუსტად ვიცი, ეს ძალიან რთული იქნება. როცა პირველი მოვიგე, მაშინ ვფიქრობდი, რომ მეორისთვის ბრძოლაც შემეძლო. იმედი მაქვს, კიდევ ავიხდენ ერთ ოცნებას,” – აცხადებს რონალდუ.

რონალდუ: “შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი მინდა”

დღეს კრიშტიანუ რონალდუმ რიგით მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო.

პარიზში გამართული დაჯილდოვების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი კარიერის ფანტასტიკური მომენტია. მეხუთე ოქროს ბურთის მოგების იმედი დიდი ხნის მანძილზე მქონდა. საბოლოოდ, ის გამართლდა. ეს წელი, მართლაც, საოცარი იყო. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, თანაც, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გავხდი. სწორედ ეს ტიტულები დამეხმარა, რომ ინდივიდუალური ჯილდო მომეგო.”

“მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ და აქ დარჩენა მინდა. სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას “რეალში”, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. მინდა შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი. ვიმედოვნებ, ამ დონეზე თამაშს რამდენიმე წლის მანძილზე გავაგრძელებდა მესისთან ბრძოლაც გაგრძელდება,” – აცხადებს რონალდუ.

რონალდუ: “ჩემი ოცნება მეხუთე ოქროს ბურთის მოგებაა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მიღწევებზე ისაუბრა. ასევე, მან, Marca-სთან კომენტარის დროს, საკუთარ ოცნებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩემპიონთა ლიგა ბოლო ორ სეზონში ორჯერ მოვიგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტიტულს მშვენივრად ვიცავთ. ამ მიღწევას სხვებმა აუცილებლად უნდა სცენ პატივი. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ მაშინ ვართ მზად, როცა ეს საჭიროა. დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. ეს დიდი შრომის, მონდომებისა და თავდაჯერების ფასად გავაკეთეთ.”

“მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვცდილობ, რომ ყველა საკლუბო ტიტული და პირადი ჯილდო მოვიგო. ახლა კი, დიდი ოცნებაა მეხუთე ოქროს ბურთის მოპოვება. შესაბამისად, მომდევნო წელს კიდევ ერთის მოგების შანსი მექნება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მინდოდა, შვილები მყოლოდა. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

სერხიო რამოსი: “ამაში კრიშტიანუს არ ვეთანხმები”

მადრიდის “რეალი” გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კეპლერ პეპემ, ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ დატოვეს. სწორედ ამ მოტამაშეებზე, სულ ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ “ბლანკოსმა” ისინი დაკარგა და ახალ სეზონში სამივე მტაგანი გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

კრიშტიანუს არ ეთანხმება მისივე თანაგუნდელი და მეგობარი, სერხიო რამოსი, რომელიც თვლის, რომ გუნდი ისეთივე ძლიერია, თუმცა ტრავმიანობა თავის გავლენას ახდენს შედეგებზე.

“მე არ ვეთანხმები კრიშტიანუს. ჩემი აზრით, ეს აზრსმოკლებული განცხადებაა. როცა გასულ ზაფხულში ორი სუპერთასი მოვიგეთ, მაშინ არ გვყავდა ის მოთამაშეები. თუმცა, ჩვენ მაინც ძლიერები ვიყავით და იმ დროს ნამდვილად არ გვეტყობოდა, რომ ვინმე დავკარგეთ. მინდა, ყურადღება გავამახვილო ტრავმებზე. გუნდი მაშინაა ძიერი, როცა ერთად ვართ. მე არავინ დამიკარგავს, არავინ! რა ტქმა უნდა, შემადგენლობა, რაღაც დონეზე, შეიცვალა. თუმცა, ეს ბუნებრივია,” – აცხადებს რამოსი.

“რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შევხედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც “ბლანკოსმა” კუთხური მოაწოდა და კაზემირომ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ეს ყოველივე 41-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. ხოლო, 74-ე წუთზე კი ისკომ ივარგა. მას საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა. საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ზიდანის შეგირდებს 23 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ლას პალმასი” ექვსი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.