იბრას აგენტმა სიტუაცია დააწყნარა:”არსად არ გვეჩქარება”

შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა პრესასთან მისი კლიენტის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

“არის თუ არა “იუნაიტედი” ის კლუბი, რომელშიც ზლატანი გადავა? გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, სიურპრიზი ბოლოს იქნება. ყველა “იუნაიტედზე” საუბრობს, ამიტომაც არ ვსაუბრობ ბევრს ჟურნალისტებთან.

მისით ინტერესდებიან კლუბები ინგლისიდან, ევროპიდან და ევროპის ფარგლებს გარედანაც, მაგრამ ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ის “იუნაიტედში” მიდის. ეს ასე არ არის.

არსად არ გვეჩქარება. მე მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ვზრუნავ. ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შემიძლია არის ის, რომ ის კარიერას არ დაასრულებს. ის მეფეა.”

რაიოლა: „ტაქსისტი არ ვარ“

აგენტმა მინო რაიოლამ თავისი ორი კლიენტის პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გარანტიას გაძლევთ, ამის შესახებ არაფერი ვიცი, ისევე, როგორც არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. გარდა ამისა, ჩემი სამუშაო „ჩელსიში“ ვინმეს გაყვანაში არ გამოიხატება. ტაქსისტი არ ვარ“, – ციტირებს რაიოლას „A Bola“.

რაიოლა: „დონარუმას სანაცვლოდ 40 მილიონი ცოტაა“

„მილანის“ ახალგაზრდა მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტს მინო რაიოლას თავისი კლიენტის სანაცვლოდ 40 მილიონი ეცოტავება.

„40 მილიონი დონარუმას სანაცვლოდ? მისი მსგავსი მეკარისთვის ეს დაბალი ფასია“, – განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა „როსონერის“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდა.

„ბალოტელი „ლივერპულში“ დაბრუნდება“

„მილანის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის „ლივერპულში“ დაბრუნების ალბათობა განიხილა. ამჟამად ბალოტელი „როსონერიში“ იჯარით ირიცხება.

„თეორიულად და სამათლებრივად ის სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულში“ დაბრუნდება. მარიო ამ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ არ ვიცი, კლოპს რა გეგმები აქვს. ამ თემაზე მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ამას უახლოეს მომავალში ვგეგმავ. თუ მარიო იმას გააკეთებს, რაც მოეთოვება, მწვრთნელს სხვა დამოკიდებულება ექნება. როჯერსთან ერთად მას განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მარიოს ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ საჭიროა მწვრთნელი, რომელიც მას თამაშის შანსს მისცემს. ამიტომ, როდესაც დრო დადგება, კლოპს აუცილებლად შევხვდები“, – ციტირებს რაიოლას „სქაი სპორტსი“.

მინო რაიოლა: “მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებულად ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს.

“მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი თავისი ძალით, ხასიათით, ტექნიკით, გადავსებული სტადიონებითა და ფანტასტიური ატმოსფეროთი სრულად შეეფერება იბრაჰიმოვიჩს. ახლა რაიმეს თქმა რთულია, რადგან ზლატანს, პირველ რიგში, სურს, რომ თავისუფალი აგენტი გახდეს, რის შემდეგაც შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. იგი ბევრ წინადადებას იღებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. თეორიულად შესაძლებელია, რომ მან კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს”, – მინო რაიოლას კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

რაიოლა: „პოგბა ას მილიონზე მეტი ღირს“

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც პოლ პოგბას ინტერესებს წარმოადგენს, თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჯერჯერობით არ ვიცით,და რჩება თუ არა პოგბა „იუვენტუსში“ შემდეგ სეზონში. გადაწყვეტილებას ის უკვე თვითონ მიიღებს, რომელიც წინადადებებზე და მის გულზე იქნება დამოკიდებული. მსგავს სიტუაციაში პოლი წინა ზაფხულშიც იყო.

ფეხბრუთელი გაიზარდა, ისევე, როგორც მისი ფასი. ვფიქრობ, მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო უვკე საკმარისი აღარ იქნება. ეს „იუვენტუსის“ პრეზიდენტზეა დამოკიდებული. ასეთი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა ყველა კლუბს არ აქვს. ის როგორც „ფერარის“ მარკის მანქანის შეზღუდული სერიაა“, – განაცხადა რაიოლამ.

„იბრაჰიმოვიჩი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ცნობილი საფეხბურთ აგენტი მინო რაიოლა თვლის, რომ მისი ერთ-ერთ კლიენტი, პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია.

„ჩემთვის ზლატანი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ფეხბურთელად რჩება. მისი დამატება ყველა კლუბს სურს.

ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავი კლუბისგან საინტერესო წინადადება მაქვს. იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს სჯობს“, – ციტირებს რაიოლას Goal.com-ი.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელებუყლი ცნობით, იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, სათამაშოდ აშშ-ში გადავიდეს.

მაროტა: „ვისაც პოგბას შეძენა სურს, ჩვენ დაგვიკავშირდეს“

კლუბები, რომელთაც ნახევარმცველ პოლ პოგბას შეძენა სურთ არა ფეხბურთის აგენტ მინო რიაოლას, არამედ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდნენ. ამის შესახებ „იუვეს“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა.

„მას, ვისაც პოგბას შეძენა სურს, შეუძლია, მოლაპარაკება არა რაიოლასთან, არამედ „იუვენტუსთან“ დაიწყოს. „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება უკვე ერთ თვეზე მეტი გვაქვს. ეს აუცილებელია, რადგან დიდი ისტორიის კლუბები სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ. „ბარსამ“ კონკრეტული წინადადებით მოგვმართა, მაგრამ ჩვენგან უარი მიიღო“, – ციტირებს მაროტას football-italia.net-ი.

აქამდე რაიოლამ აღნიშნა, რომ პოგბას „ბარსაში“ გადასვლას აკრგი შანსი ექნება, თუ კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ჟოან ლაპორტა დარჩება.

ბალოტელი „ლივერპულში“ დარჩება

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ზაფხულში მერსესაიდულ კლუბს არ დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა.

„მარიომ კლუბში ადაპტაცია გაიარა. ბრენდან როჯერსის გეგმების შესახებ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბალოტელი ახალ სეზონში თავს აუცილებლად გამოიჩენს“, – განაცხადა სუპერმარიოს წარმომადგენელმა.

რატომ ჩამოართვეს ბალოტელის მართვის მოწმობა?

რაიოლა: „პსჟ-ში იციან, რომ იბრაჰიმოვიჩი უნიკალურია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.

„თეორიოულად იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად არარეალურია. ვის შეუძლია იბრას შეცვლა? სად შეიძლება ცხოვრობდეს „ახალი ზლატანი“? დღეს მისი მსგავსი ფეხბურთელის პოვნა რთულია, რის შესახებაც პსჟ-ში კარგად იციან. ზლატანი უნიკალურია. ის პლანეტის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის სიმაღლეც 1,96 მეტრს შეადგენს, რომელსაც მესის ტექნიკა, მოჰამედ ალის ხასიათი და მაიკ ტაისონის ძალა გააჩნია. კლიენტებისთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რამის გაკეთებას არასდროს მითხოვია. თუ ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუნდება, მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან. დანამდვილებით მხოლოდ ერთს გეტყვით – ის სათადარიგოთა სკამზე არასდროს იჯდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წავა“, – განაცხადა რაიოლამ.

რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს 42-43 წლამდე შეუძლია თამაში”

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ, საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

“ზლატანს კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს. ის ყველაფერს აკეთებს და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაშია. წელს იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ახალ ყველაფერი ნორმალურად არის, კლუბი კმაყოფილია.

არ ვიცი დაასრულებს თუ არა ის კარიერას პარიზში. ზლატანს ვესაუბრე და მას კიდევ რვა წელი აქვს წინ. 15 წლის განმავლობაში ის საკუთარ თავზე შრომობდა, მომდევნო 8 წელი კი ამას ჩემთვის გააკეთებს. იბრაჰიმოვიჩს 42-43 წლამდე შეუძლია თამაში” – განაცხადა რაიოლამ.

„რეალს“ იბრაჰიმოვიჩის დასამატებლად გამბედაობა არ ეყო“

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ გაიხსენა, რომ 2010 წელს „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ მის კლიენტს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურდა.

„ზლატანს „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ „რეალში“ გადასვლა უნდოდა. მისი კარიერისთვის ეს იდეალური ვარიანტი იყო. თანაც, გვარდიოლას იგი ამით სათანადო პასუხსაც გასცემდა. სამწუხაროდ, „რეალს“ ამ ტრანსფერისთვის გამბედაობა არ ეყო“, – განაცხადა რაიოლამ.