რუსეთის ავიაკომპანიის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელშიც საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრები წევრები იმყოფებოდნენ, ფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. პრობლემის მიუხედავად, საბედნიეროდ, თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
“მინდა განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ფრენისას თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, უსაფრთხოდ არის. ყველანი კარგად ვართ. ეს მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო,” – აცხადებს ჰაუსაუი.
გეტყვით იმასაც, რომ საუდის არაბეთის ნაკრები როსტოვში მიემგზავრებოდა, სადაც მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მეორე მატჩი უნდა ჩაეტარებინა ურუგვაელთა წინააღმდეგ.