დარჩება თუ არა იმობილე „ბორუსიაში“?

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, სავარაუდოდ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს არ შეიცვლის. ყოველ შემთხვევაში, ასე მოთამაშის აგენტი მარკო სომელი ვარაუდობს.

„ვფიქრობ, „ბორუსიამ“ ჩირო სატრანსფერო ბაზარიდან ამოიღო“, – აღნიშნა მოთამაშის წარმომადგენელმა.

აქამდე იმობილესადმი ინტერესი „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ჰქონდათ, თანაც ნეაპოლიტანელთა რიგებში თამაშის სურვილის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

ცორკი: “ობამეიანგი არ იყიდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა უარყო ჭორები, პიერე-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო გაყიდვის შესახებ.

“პიერე-ემერიკი “ბორუსიას” ფეხბურთელია. ამ ზაფხულს, ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილია,”-განაცხადა ცორკმა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ ვინაობას უახლოეს მომავალში გაიგებთ”.

გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში გაბონელმა წინახაზელმა 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი გააკეთა.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, ობამეიანგით “პსჟ”, “ინტერი” და “არსენალი” ინტერესდებოდნენ.

იმობილე: „ნაპოლიში თამაში მსურს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ „ნაპოლიში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

„ბორუსიაში“ გატარებული პერიოდი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ აქ გამოცდილება მაინც მივიღე. საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არასდროს ვმალავდი, რომ „ნაპოლიში“ თამაში მსურს. ამაზე არაერთხელ მისაუბრია.

თუმცა, არსებობს მოლაპარაკებები და კონტრაქტები, რომელთა განხილვა ღირს. „ნაპოლიში“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, აქ დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა იმობილემ.

განვლილ სეზონში იტალიელმა გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა.

მიულერი: „კარგი იქნება, თუ „ბორუსია“ დაბრუნდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი თომას მიულერი იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში დორტმუნდის „ბორუსია“ ბუნდესლიგის წამყვან გუნდებს შორის იქნება.

„დიახ, მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ შემადგენლობა კვლავ კარგია. „ბორუსიას“ საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა, ეს ყველას ესმის. თუმცა, ყველამ იცის, რა რთულია ამ გუნდის დამარცხება. ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ დორტმუნტელები წამყვან პოზიციებზე დაბრუნდებოდნენ“, – განაცხადა მიულერმა.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში „ბორუსიამ“ მე-7 პოზიცია დაიკავა.

ოფიციალურად: “ბორუსიამ” “ფრაიბურგის” მეკარე დაიმატა

რომან ბიურკი კარიერას “სიგნალ იდუნა პარკზე” გააგრძელებს.

დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა 24 წლის მეკარის დამატება. გასულ სეზონში, ახალგაზრდა კარის დარაჯმა 34 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, მაგრამ მან მაინც ვერ მოახერხა გუნდი დაქვეითებისგან გადაერჩინა.

გარიგების ფინანსური მხარე ჯერ-ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 34 წლის რომან ვაინდენფელერს “ბორუსიასთან” კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და შეიძლება, იგი კლუბმა ამ ზაფხულშივე გაყიდოს.

გიუნდოგანი: „შევეცდები, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მოვიღო“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა კვლავ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„თავიდან, ყველა ჭორის გაგების შემდეგ, ვიცინოდი, თუმცა ახლა გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.

ჩემთვის სეზონი 30 ივნისს დასრულდა. ტრანსფერები საკმაოდ ადრე იწყება.

შევეცდები, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მივიღო“, – განაცხადა გიუნდოგანმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონამ“ და „ბაიერნმა“ მოთამაშის შეძენა იუარეს, რადგან მისთვის ყოველწლიურად ათი მილიონი ევროს გადახდა იუარეს.

მედია: გუნდოგანი “ბარსელონას” ფეხბურთელია

თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, “ბარსელონამ” ალეიშს ვიდალის შემდეგ, მეორე ტრანსფერი გაიფორმა, ილკაი გუნდოგანის სახით.

კატალონიური გუნდის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოლაპარაკება გერმანელ ფეხბურთელთან.

წყაროს თანახმად, გერმანელმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და პირადი კონტრაქტიც გააფორმა “ბლაუგრანასთან”. ტრანსფერი რამდენიმე დღეში დადასტურდება.

მიმდინარე სეზონში, გუნდოგანმა ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ოთხი გადაცემა.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ახალი თავკაცი ოფიციალურად წარადგინა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინა.

„მიხარია, რომ „ბორუსიას“ ვუთავკავებ. ამ კლუბის წინადადებას სწრაფად დავთანხმდი. კლოპი მატჩების დროს ბევრ ემოციას ხარჯავდა. მინდა გითხრათ, რომ მეც ემოციური მწვრთნელი ვარ“, – განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ტუხელი 2009 წლიდან „მიანცს“ ხელმძღვანელობდა.

1

„კლოპი „ნაპოლის“ უთავკაცებს“

გერმანული ფეხბურთის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის აზრით, იურგენ კლოპი „ნაპოლის“ ჩაიბარებს.

„შემდეგ სეზონში კლოპი იტალიის სამხრეთით, კერძოდ, „ნაპოლიში“ იმუშავებს“, – განაცხადა ბეკენბაუერმა „Sky Sport Deutschland“-ის ეთერში.

კლოპი რაფაელ ბენიტესის შემცვლელად აქამდეც მოიაზრებოდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ნეაპოლიტანური კლუბი უკვე დატოვა. სარავაუდოდ, სულ მალე ის „რეალის“ თავკაცი გახდება.

გიუნდოგანმა სხვა კლუბებთან მოლაპარაკება დაადასტურა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა აღნიშნა, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმებით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.

„მოლაპარაკება დავიწყე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით.

დავტოვებ თუ არა დორტმუნდს ზაფხულში? ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. ვიცი, რომ „ბორუსია“ ძალიან კარგი გუნდია და მას ჩინებული მწვრთნელი უთავკაცებს“, – განაცხადა გიუნდოგანმა.

“ბაიერნი” ვაიდენფელერის გაფორმებასთან ახლოსაა

მიუნხენური გრანდი გაძლიერებას დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარით აპირებს.

იმ ფონზე, რომ “ნაპოლის” პეპე რეინას გაფორმება სურს, მანუელ ნოიერი შემცვლელის გარეშე რჩება. ამიტომაც, “რეკორდმეისტერებმა” უკვე დაიწყეს ამ საკითხზე ფიქრი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბუნდესლიგის ჩემპიონები დორტმუნდის “ბორუსიას” 34 წლის მეკარეს, რომან ვაიდენფელერს მიადგნენ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა 2016 წელს ეწურება.

თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ვაიდენფელერმა უნდა გააკეთოს. სურს თუ არა, მანუელ ნოიერის ჩრდილში ყოფნა.

ოფიციალურად: სუბოტიჩმა “ბორუსიასთან” გაახანგრძლივა

სერბმა ცენტრალურმა მცველმა, ნევერ სუბოტიჩმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გერმანული გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ 26 წლის მცველი 2018 წლამდე მათთან იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ სუბოტიჩი “ბორუსიას” ღირსებას 2008 წლიდანი იცავს.

2014/2015 წლის ბუნდესლიგის სეზონში, ნევერმა 28 მატჩი ჩაატარა და ორჯერ გაიტანა.