“რენის” ფორვარდს, დემბელეს კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს

ფრანგული “რენის” ფორვარდი, უსმან დემბელ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიაში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport გვატყობინებს.

წყაროს ცნობით, ფრანგები 18 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ. დემბელესადმი ინტერესი უკვე გამოთქვა რამოდენიმე ესპანურმა და ინგლისურმა ტოპ-კლუბმა.

თუმცა, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება დორტმუნდის “ბორუსიაში” სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გამოიწერა “ბორუსიას” ოფიციალური გვერდი “ტვიტერზე”.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ლიგა 1-ის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, 6 შემთხვევაში კი თანაგუნდელს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

ობამეიანგი: „რეალი“ „ატლეტიკოზე“ ცოტა უფრო მეტად მომწონს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეინგი მის სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ახლა სეზონის „ბორუსიასთან“ დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთში თამაში ჩემი ოცნებაა, თუმცა, არ ვიცი, კონკრეტულად სად ვითამაშებდი. მადრიდთან უფრო მეტი ოჯახური კავშირი მაქვს, ვიდრე ბარსელონასთან. დიახ, „რეალი“ „ატლეტიკოზე“ ცოტა უფრო მეტად მომწონს“, – ციტირებს ობამეიანგს Goal.com-ი.

კლოპი: “ბაეირნის” თავკაცობის შანსი არასდროს მომეცემა და ეს ჩემი ბრალია”

იურგენ კლოპს სჯერა, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მას მთავარი მწვრთნელის პოსტს არასდროს შესთავაზებს და ამას საკუთარ თავს აბრალებს.

“ბაიერნის” კარი მე თვითონ მოვხურე.” – განუცხადა კლოპმა 11Freunde-ს ჟურნალისტს.

კლოპი თვლის, რომ ბავარიელთა მაშინ მოიმდურა, როცა “მაინცთან” დამარცხების შემდეგ მათ დასცინა. თუმცა, გერმანელი სპეციალისტის თქმით ყველაფერი სხვაგვარად იყო და ის მხოლოდ “მაინცის” წარმატებამ გაახარა.

“ჩემი გახარება “მაინცის” წარმატებამ გამოიწვია. თუმცა ვიდეოში ბოროტი ადამიანი გამოვდივარ. ამის გამოსწორება შეუძლებელია.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის რანგში კლოპმა მისი კარიერის უდიდესი ნაწილის სწორედ “მაინცში” გაატარა.

ჰიცფელდი: “ჰუმელსი “ბაიერნში”? ლოგიკურია”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ოტმარ ჰიცფელდმა მატს ჰუმელსის გადაწყვეტილება შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ახლახან, ჰუმელსმა კლუბის ხელმძღვანელობას “ბაიერნში” გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო.

“სავსებით ლოგიკური ტრანსფერი იქნება – განსაკუთრებით მატსისთვის და “ბაიერნისთვის”. მათი თანამშრომლობა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

“ბაიერნში” ის ტიტულების მოგებას შეძლებს – საუბარი არა მარტო ბუნდესლიგაზე მაქვს, მას ჩემპიონთ ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი ექნება მომავალ წელს.

მატსისთვის “ბაიერნი” საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ იქ მას ჯერომ ბოატენგის გვერდით მოუწევს თამაში, მის უკან კი მანუელ ნოიერი იქნება.

რაც შეეხება “ბორუსიას”, ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება. ჰუმელსი არა მარტო კაპიტანი, არამედ ლიდერი და მთვარი როლის შემსრულებელი იყო.”

რა დევს იურგენ კლოპის თაროზე?

ყველა თანხმდება, რომ იურგენ კლოპი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ადამიანია. მისი ღიმილი მომხიბლველია, ხარხარი კი გრანდიოზული, მის პრესკონფერენციაზე კი არასდროს მოიწყენ.

როგორც იცით, ის მიმდინარე სეზონში შეუერთდა “ლივერპულს”. კლოპმა ინგლისში მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები წამოიღო და განათავსა თაროზე, რომელიც მის ოფისში მდებარეობს.

323

კლოპის თაროზე შევხვდებით: ღვინისა და ლუდის ბოთლებს, ინგლისური ენის ლექსიკონს, ნათანიელ კლაინის მიერ ნაჩუქარ სამახსოვრო საჩუქარს და ორ კეპს, რომელზეც დანიელ სტარიჯია გამოსახული.

ასევე აღნიშვნის ღირსია სამი წიგნი, რომელსაც კლოპი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს : “ზამთრის ტრანსფერი”, “რისკი: როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” და “ფიქრი, სწრაფად და ნელა”. აღნიშნული წიგნები გერმანულ ენაზეა დაწერილი. გარდა ამისა კლოპმა ადგილი კიდევ ერთ წიგნს დაუთმო – “ჩემს სისხლში: მე დავიბადე, რათა მხარი დავუჭირო “ლივერპულს”.

რუმენიგე ადასტურებს: “ჰუმელსი “ბაიერნზე” ფიქრობს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დორმტმუნდის “ბორუსიას” მცველი, მატს ჰუმელსი კარიერის “ბაიერნში” გაგრძელებაზე ფიქრობს.

“მე მხოლოდ ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს სიტყვების პერეფრაზირება შემიძლია – მატს ჰუმელსი “ბაიერნზე” ფიქრობს. თუმცა, როგორც წესი, ტრანსფერში სამი მხარე მონაწილეობს.” – განუცხადა რუმენიგემ გერმანულ მედიას “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე.

“არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა, უმჯობესია მშვიდად ვიყოთ და დაველოდოთ. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.” – დაამატა მან.

კლოპი: “ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ”

გამოცდილი სპეციალისტი, იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპულში” არის საკმარისი ძალა, რაც ტიტულის მოგებისთვის არის საკმარისი. ეს განცხადება მან ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ გააკეთა.

“ვგრძნობ, რომ ამ კლუბში არის რაღაც ძალა. ეს ვიგრძენი მაშინ, როცა “ენფილდზე” “დორტმუნდს” ვეთამაშებოდით და მაშინ, როცა მატჩის წინ ქუჩებს ვაკვირდებოდი.

მჯერა, რომ არიან კლუბები, რომლებიც უფრო იგებენ ტიტულებს, ვიდრე სხვები. არ ვიცი ეს აზრი როგორ ჩამიჯდა გონებაში, თუმცა პირველად ეს “დორტმუნდში” ყოფნისას გავიაზრე. მაიკლ ცორკმა (“ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა) მითხრა, რომ სანერვიულო არ იყოს ის, რომ “ლევერკუზენი” ჩვენს კისერზე იჯდა.

მან მითხრა, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, რადგანაც ისინი არასდროს იგებენ და რომ “ბორუსია” იყო ის კლუბი, რომლებიც ტიტულებს იგებს. იგივეს ვგრძნობ “ლივერპულშიც” და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებიც იგივეს გრძნობენ. ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ.”

ჰუმელსის მამა: “მანჩესტერ სიტი” საინტერესო ვარიანტია”

მატს ჰუმელსის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ, აღნიშნა, რომ მისი შვილისთვის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა და “მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან” მუშაობა საინტერესო ვარიანტი იქნებოდა.

ჰერმანმა SID-სთან ინტერვიუში განაცხადა: “მანჩესტერ სიტი” საინტერესო ვარიანტი იქნებოდა.

მართალია, ისინი წელს არც ისე კარგად ასპარეზობენ, მაგრამ მჯერა, რომ მომავალ სეზონში “სიტი” ჩემპიონი გახდება. მათ ხომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გაწვრთნის.” – განაცხადა მან.

მატსის გადაბირებით “მანჩესტერ სიტის” გარდა კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის : “ბაიერნი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და ა.შ.

„ბაიერნმა“ ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველ მატს ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს, იუწყება გერმანული „Bild“-ი. გამოცემიოს ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკება დაიწყეს, ფეხბურთელის გადასვლა კი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება.

ჰუმელსი „ბაიერნის“ აღზრდილია. 2009 წელს მიუნხენელებმა ის „ბორუსიაში“ ოთხი მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვეს.

Bild

მამა: “ჰუმელსს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს”

მატს ჰუმელსის მამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიას” მცველს ზაფხულში რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მამამისის თქმით, დორტმუნდში გატარებული 7 წლის შემდეგ, მან შესაძლოა ეს კლუბი დატოვოს.

27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ძლიერ დაინტერესებულები არიან ინგლისიდან : საუბარია “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ინტერესზე. რაც შეეხება გერმანულ “ბაიერნს”, ბავარიელები ჰუმელსის გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

“მატსს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. “დორტმუნდი” ევროპის საუკეთესო კლუბების რიგებში დაბრუნდა, ასე რომ, მას გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაუჭირდება.

თუ ის “დორტმუნდის” დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მას არჩევანის გაკეთება იმ 5-6 ტოპ კლუბს შორის მოუწევს. რა თქმა უნდა, მათ შორის “ბაიერნიც” არის.”

ჰუმელსი:”საკმარისად კარგები ვერ ვიყავით”

დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანი, მატს ჰუმელსი აღიარებს, რომ მისმა გუნდმა “ლივერპულთან” არც თუ ისე კარგად ითამაშა. საუბარია ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩზე (“ბორუსია” 1-1 “ლივერპული”).

“ნამდვილად არ ვიცი, უნდა ვიყო თუ არა კმაყოფილი. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტი შანსის შექმნა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

გოლი რომელიც ჩვენ გავუშვით, ძალიან მარტივი იყო. არასწორად ვიმოქმედე, არ უნდა გამოვსულიყავი მეგონა, რომ კომფორტულ სიტაუციაში ვიყავი, თუმცა შევცდი.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ შედეგს არა უშავს.” – განაცხადა გერმანელმა მცველმა.

მარიო გიოტცესთვის დორტმუნდის “ბორუსიას” კარი კვლავ ღიაა

დორტმუნდის “ბორუსიას” აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე იუწყება, რომ კლუბი მარიო გიოტცეს დიდი სიამოვნებით მიიღებს უკან.

“მარიო ამჟამად “ბაიერნის” ფეხბურთლია. მას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. არც მისგან და არც კლუბისგან არაფერი არ მსმენია თანამშრომლობის დასრულების შესახებ.

ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს თემა ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ყოველი იმ ფეხბურთელისთვის, რომელთაც “ბორუსიას” წინაშე დიდი დამსახურება აქვს, კლუბის კარი კვლავ ღიაა.”

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა “ბორუსია” 2013 წელს დატოვა, რისთვისაც “ბავარიელებმა” 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.