გვარდიოლა “რეალის” ნახევარმცველის გადაბირებით არის დაინტერესებული

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მადრიდელთა გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის მიყვანა სურს.

პეპმა, რომელიც მანჩესტერულ გრანდს ზაფხულშივე ჩაიბარებს, ტონი კროოსი “ქალაქელთა” პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მადრიდულ კლუბთან დამშვიდობება არც ისე ადვილი იქნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კროოსმა გვარდიოლას ხელმძღვანელობით ერთი სეზონის მანძილზე იმუშავა, თუმცა პეპმა მას კლუბი დაატოვებინა, რის მიზეზადაც ‘ჰარმონიის ნაკლებობა’ დაასახელა.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური გრანდი კროოსს ვერ გადაიბირებს, პეპი დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველზე, ილკაი გიუნდოგანზე გადაერთვება.

“ჩელსი” ჯონ ტერის ჩამნაცვლებელს მატს ჰუმელსში ხედავს

გერმანული ცნობილი გამოცემის, Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატს ჰუმელსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყო მოლაპარაკებები.

როგორც იცით, ლონდონელთა რიგებს ზაფხულში კლუბის ლეგენდა და კაპიტანი, ჯონ ტერი დატოვებს, რომლის ბუცებიც შესაძლოა სწორედ გერმანელმა მცველმა მოირგოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული მხარე 27 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 35 მილიონზე მეტს არ ითხოვს, რისი გადახდაც აბრამოვიჩს ნამდვილად არ გაუჭირდება.

ფროინდი: “ევროპა ლიგაზე უარის თქმა “სპურსს” შესაძლოა ძვირად დაუჯდეს”

მაურისიო პოჩეტინო, რომელმაც “ბორუსიასთან” გამართულ მატჩში “ტოტენჰემის” ლიდერების დასვენება გადაწყვიტა, კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, შტეფან ფროინდმა გააკრიტიკა.

“ევროპა ლიგასთან ასეთი დამოკიდებულების ქონა არასწორია. იტალია რეიტინგში ქულებს აგროვებს, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთ ადგილს მიიღებენ. ინგლისელები კი ამით წაგებულები გამოვლენ.

მომავალში შესაძლოა “ტოტენჰემმა” მეოთხე ადგილზე გასვლის შემდეგ ევროპა ლიგაზე ითამაშოს და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპული სარბიელის მეოთხედფინალში იტალიელებს გასულ წელს 3 გუნდი ჰყავდათ. მათ სხვაობა საკმაოდ შეამცირეს.

არ მინდა ნეგატიურად ვიყო განწყობილი მაგრამ ძალიან მწყინს ის ფაქტი, რომ “ტოტენჰემს” “ბორუსიასთან” მოუნდა როტაციის გამოყენება. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს მათ შანსი არ აქვთ.” – განაცხადა ფროინდმა.

ობამეიანგი: “მადრიდთან” ჯერ არ შევთანხმებულვარ, თუმცა ერთ დღეს იქ მაინც გადავალ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალში” თამაში მისი ოცნებაა. თუმცა განაცხადა, რომ ჯერ “ბლანკოსთან” არ შეთანხმებულა.

ობამეიანგით “პსჟ-ც” არის დაინტერესებული, თუმცა მას ეს არ აინტერესებს: “პსჟ”? ჩემი მიზანი იქ თამაში არ არის. მეტს ვერაფერს ვიტყვი. არანაირი მიზეზი არ მაქვს საფრანგეთში გადასასვლელად.

“რეალი”? ჯერ შევთანხმებულვართ, თუმცა ბაბუაჩემს დავპირდი, რომ ერთ დღეს იქ ვითამაშებდი. რატომაც არ უნდა აღმოვაჩინო ახალი რაღაცეები? როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი, ესპანეთში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.”

26 წლის ფეხბურთელი “რეალში” გადასვლას მის ბავშვების ოცნებად თვლის, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამ ზაფხულში არსად არ აპირებს წასვლას.

კლოპმა თავდამსხმელის შეძენაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მისი გოლის აღნიშვნა არ მოსწონდა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იურგენ კლოპმა “ბორუსიაში” ყოფნისას მხოლოდ იმიტომ თქვა ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე უარი, რომ მისი გოლის აღნიშვნა არ მოსწონდა.

ამის შესახებ კლუბის მარკეტინგის დირექტორმა კარსტენ კრამერმა ისაუბრა, რომლის თქმითაც, “ლივერპულის” ამჟამინდელმა თავკაცმა ჩათვალა, რომ ეს ფეხბურთელი გოლს ძალიან ეგოისტურად აღნიშნავდა.

“კლოპმა ერთი საინტერესო ამბავი მიამბო მის სამიზნეზე. კლოპის თქმით, მან არაერთხელ უყურა იმ ფეხბურთელის ვიდეოს, მოეწონა და თქვა: ‘ეს არის სწორედ ის თავდამსხმელი, რომლის დამატებაც მჭირდება.’

შემდგომ კი მისი თამაშიც ნახა, სადაც ამ ფეხბურთლმა გოლი გაიტანა. როდესაც ნახა, თუ როგორ აღნიშნა მან გოლი თქვა: ‘ეს ტიპი “დორტმუნდისთვის” არ არის. ის გოლს ეგოისტურად, მარტო აღნიშნავს და არა კლუბთან ერთად.”

ძალიან საინტერესოა, თუ რა იფიქრა კლოპმა, როდესაც პირველად ნახა, თუ როგორ აღნიშნავდა დანიელ სტარიჯი გოლს…

კლოპს „ლივერპულში“ გიოტცეს ხილვა სურს – „დეილი მეილი“

კომპანია „Fenway Sports Group“-ი, რომელიც „ლივერპულს“ ფლობს, ზაფხულში მერსესაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.

როგორც „დეილი მეილი“ წერს, გერმანელი სპეციალისტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბაიერნის“ ნახევარმცველის მარიო გიტოცესა და „უდინეზეს“ გარემარბის პატრ ზელინსკის დამატებაზე ფიქრობს.

ამავდროულად, ინგლისური კლუბი, შესაძლოა, თავდამსხმელმა კრისტიან ბენტეკემ, ნახევარმცველმა ჯო ალენმა და მეკარე სიმონ მინოლემ დატოვონ.

ჰუმელსი გამოჯანმრთელდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი კუნთების დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელდა, რომლის გამო „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის გამოტოვება მოუწია, იუწყება „DW Sports“-ი.

დორტმუნდელთა თავკაცის ტომას ტუხელის თქმით, ფეხბურთელი „დარმშტადთან“ ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

ობამეიანგი: „ყატარელები ათ მილიონს მთავაზობდნენ, მაგრამ დავრჩი“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ ყატარში გადასვლა შეეძლო.

„ყატარიდან წინადადება მივიღე, წელიწადში ათ მილიონს მთავაზობდნენ. თანხმობის შემთხვევაში, ჩემი ოჯახი სამუდამოდ დაფინანსებული იქნებოდა, თუმცა „სენ-ეტიენში“ დარჩენა გადავწყვიტე, სადაც ერთ თვეში 70 ათას ევროს ვიღებდი. ვიცოდი, რომ მომავალში მეტის გამომუშავებაც შემეძლო. ერთ წელიწადში „სენტ-ეტიენს“ ჩემი „ნიუკასლში“ გაყიდვა სურდა, მაგრამ დორტმუნდი ავირჩიე. მამაჩემს იურგენ კლოპის მუშაობა ძალიან მოსწონდა. მართალია, „ბორუსიაში“ ხელფასი ნაკლები გამოვიდა“, – ციტირებს ობამეიანგს „დეილი მეილი“.

„ბორუსიას“ ფანების მორიგი ლამაზი პერფორმანსი (ვიდეო)

„პორტუსთან“ მატჩის წინ დორმტუნდის „ბორუსის“ ფანებმა კლუბის თასებს პერფორმანსი მიუძღვნეს, რომელთა ფონზე ევროპის ლიგის გამარჯვებულის თასიც იწეოდა. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებს ისტორიაში ეს ტიტული ჯერ არასდროს მოუგიათ.

შეგახსენებთ, რომ პიშჩეკისა და როისის გოლებით „ბორუსიამ“ ხსენებული მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.

„ჰამბურგმა“ სუბოტიჩის მიმართ ინტერესი დაადასტურა

„ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა პეტერ კნაბელმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტული დირექტორით ნევენ სუბოტიჩით ინტერესდება.

ზურგის პრობლემების გამო 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა.

„სუბოტიჩი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლითაც ვინტერესდებით.

ნევენი მძიმე მდგოამრეობაშია. მას თამაში სურს და თავის მომავალზე ფიქრობს“, – ციტირებს „ჰამბურგის“ წარმოამდგენელს Goal.com-ი.

„ვოლფსბურგთან“ 5 დეკემბრის მატჩის შემდეგ სუბოტიჩმა პირველად „ჰანოვაერთან“ გასულ შაბათს ანგარიშით 1:0 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა.

ტუხელი: ” ორი ძალზედ საინტერესო მატჩი გველის”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ  მათ “პორტოსთან” საკმაოდ რთული თამაში ელით.

“პორტო” ძალიან ორგანიზებული კლუბია. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი ძალიან კარგი თამაშის ჩატარება დაგვჭირდება. 

ფაქტი, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ არაფერს ნიშნავს. გამარჯვებულის ვინაობა 180 წუთის შემდგომ გახდება ცნობილი. პირადად მე ორ ძალიან საინტერესო მატჩს მოველი.”

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ობამეიანგში 70 მილიონს იხდის

თუ ბრიტანული „დეილი მეილის“ მიერ გავრცელებუყლ ინფორმაციას დავუჯერებთ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დორტმუნდის „ბორუსიუას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ვიცე-მდივანმა ედ ვუდვარდმა მიმდინარე კვირას აღნიშნა, რომ კლუბი ზაფხულში ვარსკვლავების შესაძენად 121,6 მილიონი ფუნტის დასახარჯად მზადაა.

შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ამ საკითხზე მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალიც მუშაობს.