„მილანი“ ახალი ტრანსფერებისთვის ემზადება. ამის შესახებ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ისაუბრა.
„დრო პირველ სექტემბრამდე გვაქვს. ახალი ტრანსფერებისთვის მუშაობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ ძლიერ გუნდს შევკრებთ“, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Goal.com-ი.
გარდა ამისა, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეს. შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში „როსონერი“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.
„შესამჩნევია ჩვენთან ერთად გუნდის იმ რვა ფეხბურთელის არყოფნა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რა მდგომრეობაში ვიქნებით აგვისტოს ბოლოს.
კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა. პიპო ინძაგიმ ფეხბურთელებთან საერთო ენა გამონახა. ჩვენ მისი გვჯერა“, – აღნიშნა გალიანიმ.