„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 3:0

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ანგარიში ლევანდოვსკიმ გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა იმავე ლევანდოვსკიმ 66-ე წუთზე გაზარდა. 82-ე წუთზე კი წერტილი თომას მიულერმა დასვა

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 3:0

გოლები: ლევანდოვსკი 15′, 66′, მიულერი 82′

თრილერი ფრანქფურტში (ვიდეო)

საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი აღმოჩნდა ბუნდესლიგის მე-16 ტურის ფრანქფურტში გამართული შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “აინტრახტი” და “ჰერტა” დაუპირისპირდნენ.

ბერლინელები უკვე 37-ე წუთისთვის 0:3-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ტაიმის დასრულებამდე ერთი ბურთი გაქვითეს, ხოლო შესვენებიდან 13 წუთში მეორედან გაიტანეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა “ჰერტამ” მეოთხე გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა კვლავ მოიპოვა. თუმცა, “აინტრახტი” წაგებას არ აპირებდა და ჯერ 90-ზე, შემდეგ კი მსაჯის მიერ კომპენსორებულ წუთებზე მაიერმა ორჯერ გაიტანა და საბოლოოდ მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს.

აინტრახტი 4-4 ჰერტა

გოლები: ბრუკსი 21′ ; ბენ-ჰატირა 33′ ; შიბერი 37′ (0:3); აიგნერი 43′ (1:3); სეფეროვიჩი 58′ (2:3); ნიემაიერი 80′ (2:4); მაიერი 90′ ; 90+1′ (4:4)


All Goals – Eintracht Frankfurt 4-4 Hertha… by BundesVideo

აინტრახტი პიაცონის შენარჩუნებას აპირებს

ფრანქტურტის “აინტრახტის” ხელმძღვანელობას ლუკას პიაცონის შენარჩუნება სურს. შეგახსენებთ, პიაცონის სატრანსფერო უფლებებს ლონდონის “ჩელსი” ფლობს, გემრანულ კლუბში კი მოთამაშე იჯარის წესით ასპარეზობს.

“ჩელსისთან პიაცონის მომავალზე აუცილებლად ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, ლონდონელბი მის საიჯარო პერიოდს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ. ბუნდესლიგა ლუკასის სათამაშო სტილს ძალიან უხდება” – განაცხადა “აინტრახტის” გენერალურმა მენეჯერმა, ბრუნო ჰიუბნერმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პიაცონმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

შალკე – აინტრახტი 2:2

კვლავ ვერ მოიგო “შალკემ”. ბუნდესლიგის მორიგ ტურში გელზენკირხენელებმა “აინტრახტს” უმასპინძლეს. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შალკე 2-2 აინტრახტი

გოლები: მეიერი 15′ (0:1); რუსი 24′ (0:2); ჩუპო-მოტინგი 40′ (1:2); დრაქსლერი 50′ (2:2)

აინტრახტმა სეფეროვიჩი დაიმატა

შვეიცარიის ნაკრების ფორარდი ხარის სევეროვიჩი ფრანქფურტის “აინტრახტის” ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. ტრანსფერი ღირებულება 3,3 მილიონი ევროა.

22 წლის ფორვარდმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეფეროვიჩამდე “აინტრახტმა” კიდევ ერთი შემტევი, ნელსონ ვალდესი დაიმატა.

პიაზონი ბუნდესლიგაში?

ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკას პიაზონი შესაძლოა იჯარის წესით გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდეს. კერძოდ, საუბარია ფრანკფურტის „აინტრახტზე“.

20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ასევე იჯარით არნემის „ვიტესში“ გაატარა. ახლა ჟოზე მოურინიოს სურს, რომ პიაზონმა უფრო ძლიერ ჩემპიონატში გამოსცადოს საკუთარი ძალები.

თავად პიაზონმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, თუ სად გაატარებს დამდეგ სეზონს.

 

თომას შააფმა “აინტრახტი” ჩაიბარა

ბრემენის “ვერდერის” ყოფილი დამრიგებელი თომას შააფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.

53 წლის სპეციალისტი, რომელმაც მთელი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა ბრემენში გაატარა, გასულ წელს უმუშევარი დარჩა.

ახლა კი, შააფმა ფრანკფურტის “აინტრახტთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფრომა და არმინ ფე შეცვალა. ინფორმაცია ფრაკფურტული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

ბუნდესლიგის გასული გათამაშება “აინტრახტმა” მე-13 პოზიციაზე დაასრულა.

 

“ბრაუნშვაიგის” ფეხბურთელის ლამაზი მაკრატელა

25 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბრაუნშვაიგმა” საკუთარ მოედანზე “მაინცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა მხრიდან კუმბელამ მეტოქის კარში გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა.

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრაში გოლი პირველივე შეხებით გაიტანა

15 თებერვალს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის “აინტრახტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა რიგებში დებიუტო ქონდა მილოშ ჯოჯიჩს, რომელმაც გოლი ბურთთან პირველივე შეხების შემდეგ გაიტანა.

გერმანელი ფეხბურთელის საოცარი ავტოგოლი

ოთხშაბათს, გერმანიის თასზე “აინტრახტმა” მეორე ბუნდესლიგელ “სანდჰაუზენს” ანგარიშით 4:2 ძლია.

აღნიშნულ შეხვედრაში, “აინტრახტის” კარში ერთი გოლი ამ გუნდის მცველმა, სებასტიან როუდმა გაიტანა.

რობენის შესანიშნავი გოლი “აინტრახტის” კარში

30 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ბრაუნშვეიგის “აინტრახტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ბავარიელთა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა დუბლი გაიფორმა. მისი ერთ-ერთი გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.

ჰანოვერში ადგილობრივი კლუბის „ფანი“ ღორი იპოვეს

ჰანოვერის მცხოვრებლებმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე არხეინად მოსიარულე დედალი ღორი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივი კლუბის შარფი ჰქონდა შემოხვეული, სხეულზე კი – ასევე „ჰანოვერის“ ლოგო ჰქონდა გამოსახული.

სამართალდამცავებმა ღორი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხვდა ოთხფეხა არსება ქუჩაში კლუბის შარფით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ ქომაგთა ნამოქმედარია. გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგ ტურში ქვედა საქსონიის დერბია – „ჰანოვერი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. სწორედ ამ მატჩს უნდა უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი. სხვათა შორის, ეს დერბი ბოლო 37 წლის მანძილზე პირველად შედგება.

მატჩი „ჰანოვერსა“ და „აინტრახტს“ შორის პარასკევს, ჩვენი დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი