ალეგრი : “სწორად მოვიქეცი, “ინტერთან” იგუაინს სასტარტოდან რომ არ დავაწყებინე”

მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება გონსალო იგუაინის სათადარიგოთა სკამზე განწესებისა “ინტერთან” მატჩში, რომელშიც “ბებერი ქალბატონი” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

“მინდოდა აქცენტი ფიზიკურ თამაშზე გამეკეთებინა, ის მაშინ დამჭირდებოდა, როდესაც წინ გავიდოდით.” – განუცხადა მან La Gazzetta Dello Sport-ს.

“დარწმუნებული ვარ, რომ სასტარტო შემადგენლობა სწორად დავაკომპლექტე. მარიო მანჯუკიჩი რომ დამესვა სკამზე იგუაინის ნაცვლად, მაშინ ამ სვლაზე მომთხოვდით პასუხს.”

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილს იგუაინის ყოფილი კლუბი “ნაპოლი” ლიდერობს, რომელსაც სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება “იუვე”.

ზიდანს ალეგრი შეცვლის?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მადრიდის “რეალი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შეძლებს, მაშინ ზინედინ ზიდანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს ალეგრი ძალიან მოსწონს და დიდი შანსია, მას “სამეფო კლუბში” მუშაობა შესთავაზოს. ცნობილია, რომ პერესს იტალიელი სპეციალისტის გადაბირება გასულ წელსაც სურდა.

ალეგრის “რეალის” პრეზიდენტთან რეკომენდაცია “მილანის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ადრიანო გალიანიმ გაუწია.

“იუვენტუსში” “ჩელსის” ნახევარმცველზე ფიქრობენ

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ოსკარის შეძენასთან დაკავშირებით აწარმოებს. ინგლისური პრესის ცნობით სავარაუდო ტრანსფერის ფასი 24 მილიონი ევრო იქნება.

ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ოსაკრის შესახებ საჯაროდ ისაუბრა: “ოსკარი ძალიან მომწონს. მას ევროპულ ფეხბურთში კვალის დატოვება შეუძლია” – განაცხადა ალეგრიმ.

ოსკარმა კარეირა “სან-პაულუში” დაიწყო. შემდეგ “ინტერნასიონალში” გადავიდა, სადიანაც 2012 წელს “ჩელსიმ” შეიძინა.

ალეგრი: “შესაძლოა, პოგბამ “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლ პოგბამ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “რეალი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 5, ხოლო მეორე შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.

“არსებობს იმის შანსი, რომ პოგბამ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა მოახერხოს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მან “რეალთან” განმეორებით შეხვედრაში თამაში შეძლოს”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “იუვენტუსმა” შესანიშნავად ითამაშა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ლაციოსთან” გამართული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს “ბიანკონერიმ” რომაული კლუბი საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ძალიან გახარებული ვარ. ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ბიჭები ქებას იმსახურებენ. საგოლე მომენტები მრავლად შევქმენით და გამარჯვებაც დავიმსახურეთ”, – აღნიშნა ალეგრიმ.

ალეგრი: “ფიორენტინამ” გამარჯვება დაიმსახურა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ფიორენტინასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, იტალიის თასზე, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“ვიცოდით, რომ “ფიორენტინა” კარგ ფორმაში იყო. შესვენების შემდეგ, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ამის გამო კი დავისაჯეთ. ვფიქრობ, “ფიორენტინამ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან წინ განმეორებითი შეხვედრაა”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “ცუდად ვითამაშეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ჩეზენასთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “ჩეზენამ” “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

“ჩეზენასთან” თამაში ადვილი არასოდესაა. შეიძლება, ითქვას, ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. მართალია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში, უახლოეს მდევარ “რომას” 7 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ”, – ამბობს ალეგრი.

პოლ პოგბა და მასიმილიანო ალეგრი ერთმანეთს შეეჯიბრნენ (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსის” ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ნახევარმცველი პოლ პოგბა ერთმანეთს პატარა კარებებში გოლის გატანაში შეეჯიბრნენ.

ალეგრი: “იუვენტუსი” სკუდეტოს მოსაპოვებლად მზადაა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მისი გუნდი მზადაა სკუდეტო კიდევ ერთხელ მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს პირველი ტური 30 აგვისტოს გაიმართება. “იუვენტუსი” “კიევოს” ესტუმრება, მატჩი კი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

“ჩვენ მზად ვართ, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. ცხადია, “კიევოს” დამარცხება ადვილი არ იქნება, თუმცა შევეცდებით, სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ”, – ამბობს ალეგრი.

პოგბა: “სკუდეტოს მოგება შეგვიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ახალ სეზონში სკუდეტოს მოგების კარგი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა, რომლის შემცვლელიც მასიმილიანო ალეგრი გახდა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას ცუდი შედეგი მოყვება.

“რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება გვინდა. ვიცით, რომ ეს ადვილი ამოცანა არაა, მაგრამ გვყავს მშვენიერი მწვრთნელი. ყველანი მონდომებულები ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრები ისევ გავახაროთ”, – ამბობს პოგბა.

ალეგრი: “გვინდა, რომ ვიდალი “იუვენტუსში” დარჩეს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანებლობას არტურო ვიდალის შენარჩუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, მაგრამ ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა.

“არტუროს ვესაუბრე, სასაუბრო თემა კი მისი ფიზიკური მდგომარეობა იყო. თუ ის “იუვენტუსში” დარჩება, ძალიან გაგვიხარდება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მან ისევ ჩვენთან ითამაშოს”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “პირლოსთან პრობლემა არ მაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მას ანდრეა პირლოსთან პრობლემები არ აქვს.

შეგახსნებთ, რომ “მილანში” ყოფნის პერიოდში, ალეგრისა და პირლოს შორის გაუგებრობა მოხდა, რის გამოც ნახევარმცველმა “იუვენტუსს” მიაშურა.

“ანდრეასთან ყოველთვის კარი ურთიერთობა მქონდა, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მიხარია, რომ “იუვენტუსის” მწვრთნელი გავხდი. ამ კლუბს დიდი ისტორიაა გააჩნია”, – ამბობს ალეგრი.